განხილვა:ნინი შერმადინი
სახელის ბერძნულად დაწერა რაღა საჭიროა ვერ გავიგე?--ვასკო და გამა 16:04, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
ის, დღეს საბერძნეთში მოღვაწეობს. ჩაწერა რამდენიმე სიმღერა. საქართველოში არც კი ჩამოდის, გვინდა თუ არა ის უკვე ბერძნეი მომღერალიცაა. --თეიმურაზი (გ) 16:35, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
- ქართველი და ბერძენი მომღერალი — ეს რამდენად სწორია? ბერძენი შეიძლება ეწოდოს მას? მაშინ როცა ეროვნებით არაფერი აქვს საერთო ამ ერთან. შეიძლება დავწეროთ საბერძნეთსა და საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერალი. (საქართველოში, იმიტომ რომ აქ დაიწყო მოღვაწეობა). — დათო პასუხი 17:13, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
დავიწყოთ იმით, რომ აქვს საერთო (ბებია ჰყავს თუ არ ვცდები პონტოელი ბერძენი), მაგრამ კარგით. ე.ი. თამარ გვერდწითელი, დიანა ღურწკაია, თამთა გოდუაძე, ლელა ივანიშვილი, ქეთი მელუა არ არიან რუსი, ბერძენი, ებრაელი, ბრიტანელი მომღერლები?--თეიმურაზი (გ) 17:19, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
თემურ ეროვნებასა და მოქალაქეობას ურევ აშკარად ერთმანეთში. — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:20, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
არა, მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ეროვნება არაა ეთნიკური წარმოშობა. მე ეროვნებით ქართველი ვარ, მაგრამ ეთნიკურად ქურთი. აი ამას ვამბობ. იულია ტიმოშენკო ეთნიკურად სომეხია, მაგრამ უკრაინელია ეროვნებით. (Nationality & Ethnity)--თეიმურაზი (გ) 17:25, 4 ნოემბერი 2010 (UTC)
- სისულელეა და თუ მასეა, აღარ მოღვაწეობს საბერძნეთში, ანუ გამოდის აღარაა ბერძენი და ამოვიღე ეს კატეგორია. --მიხეილ მიწერა 22:04, 19 მაისი 2012 (UTC)
ეთნოსი და ეროვნება ერთი და იგივეა. ნინი ვერც ბერძენი გამოდის და ვერც ამერიკელი, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს. ის ქართველია და ქართველი მომღერალი ეწოდება. მით უმეტეს, ის ხომ ნატურალიზებული არ არის, არამედ მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპზე იმყოფება უცხო ქვეყანაში. მასე არტისტმა შეიძლება ათ ქვეყანაში მოსინჯოს ძალები და ათივე ეროვნებას ხომ ვერ მიიღებს? --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:15, 22 მარტი 2013 (UTC)