განხილვა:ნაჰიდა-ლეილა მამედოვა
ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Mehman97 თემაში განხილვა
აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
განხილვა
ბატონო User:Mehman97 — ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით (ქსე-ეს ვგულისხმობ) აზეერბაიჯანულ გვარ-სახელებთან ასული ან ძე არ იწერება. მაგ. შოვქეთ ჰასან-ყიზი მამედოვა (ქსე, ტ. 6, გვ. 394) და მამედ ეაჰიმ აბას-ოღლუ ჰუსეინი იქვე. გვ. 396. თქვენ თუ ახალი ნორმები გაქვთ გთხოვთ მიუთითოთ. მადლობა. --ცანგალა 11:39, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მოძველებულია შენი ქსე, მარტო ეს იმის დასტურია, რომ რუსულით გავლენითაა შემოსული. თუმცა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შეგვიძლია მივმართოთ, რასაც გავაკეთებ უახლოეს პერიოდში. --Mehman 97 11:41, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- და სანამ დეპარტამენტი ახალს დაამტკიცებს, მანამ ძველით ჩაიწერება. გიო ოქრო 11:47, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- არ არის პრობლემა. აბდულაევი მიქაელ ჰუსეინ ოღლი და ალმასზადე გამარ ჰაჯიაღა ყიზი — მგონი ეს ჩვენი ქსე არ არის. ქსე რატომ არის ჩემი, როდესაც შენც მთხოვ ხოლმე რომ ჩავიხედო. მადლობა და წარმატებები.--ცანგალა 11:49, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- და კიდევ იმას დავამატებდი, რომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებაში პირდაპირი კონტაქტები იყო და ჩვენი სპეციალისტები გვყავდა. რუსული ენის გავლენა ნამდვილად არ იყო.--ცანგალა 12:02, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- და სანამ დეპარტამენტი ახალს დაამტკიცებს, მანამ ძველით ჩაიწერება. გიო ოქრო 11:47, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- შენია-ს იმიტომ ვამბობ, რომ შენ აპელირებ მაგით ყოველთვის. დაველოდოთ ენადეპს. --Mehman 97 12:05, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- მანამდე წესით და კანონით ძველი ნორმა უნდა იყოს. ასე ვიკიპედიაში ვართ შეთანხმებულები. ანდა ეს მამის სახელი საერთოდ ამოიღე და დასრულდება დისკუსია.--ცანგალა 12:26, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)
- დასრულდა. --Mehman 97 12:40, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)