განხილვა:ნახშირბადის მონოოქსიდი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Vano3333 თემაში შეცდომა სტატიის სათაურში

ნახშირჟანგი

რედაქტირება

ამ გვერდზე რას ფიქრობთ? Beqabai განხილვაწვლილი 17:24, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ასეთ განხილვებს არ ვიწყებთ, თუ რა თქმა უნდა, მიზეზი არ გვაქვს. ამიტომ უადგილოა ეს განხილვა. შესწორებები რომ გვქონდეს, სტატიაში შევიტანთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:29, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ბექა მუშაობა გააგრძელე და ნელ-ნელა ვიკიპედიის წესებშიც გაერკვევი. :)--JABA 1977 17:49, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

:)

რედაქტირება
)  ! Beqabai განხილვაწვლილი 17:54, 25 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

შეცდომა სტატიის სათაურში

რედაქტირება

მონოოქსიდია და არა მონოქსიდი. --OpusDEI 18:47, 19 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

შესაძლებელია შეგხვდეთ ორივე ვარიანტი, როგორც მონოოქსიდი ასევე მონოქსიდი.Vano 3333 20:09, 19 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

@Vano3333: რატომ მოხდა სათაურის გადატანა განხილვის გარეშე? ახლა რა გამოდის? წყარო მითითებულია, წყაროს მიხედვით კი სათაური სულ სხვაა. უნდა მივეჩვიოთ გადატანის დროს განხილვაში წერის კულტურას.--Wiki - ჯაბა 19:26, 19 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

შემდეგში ყველა სტატიის განხილვაშიც დავწერ, მაგრამ მე აღვნიშნე მიზეზი როდესაც გვერდები გადავიტანე რომლებიც შეიცავდნენ „ჟანგი“-ს. უბრალოდ ერთ პრინციპს ექვემდებარება ყველა სტატია რომლის სათაურშიც არის ჟანგი და არა ოქსიდი. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ნივთიერების ოქსიდი იყოს მსგავსად კლასიფიცირებული და რათქმაუნდა თანამედროვე სტანდარტებით და ზოგიერთი არ ბოლოვდებოდეს ჟანგზე და ზოგიერთი ოქსიდზე იმისდამიუხედავად რომ არსი ერთი აქვთ.Vano 3333 20:09, 19 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

თუ არსი ერთი აქვთ და წყარო მეორე სათაურს გვეუბნება რატომაა გადატანილი მაინც ვერ გავიგე. სად ახსენი? რეზიუმეში? რეზიუმე რომ მსგავსი რამეებისთვის არ გამოიყენება? --Wiki - ჯაბა 03:40, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

ვცდილობ რომ ოქსიდები თანამედროვე სტანდარტებით და მსავსად კლასიფიცირებულები იყვნენ, რადგან ტერმინი „ჟანგი“ მეტად ტრივიალურია და სამწუხაროა ის ფაქტიც რომ ბევრი სტატია კონკრეტულად ქიმიაში საბჭოთა ენციკლოპედიას ვერ სცდება. Vano 3333 06:47, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

დიახ ეს უბედურებაა, საბჭოთა ენციკლოპედიაზე დამოკიდებულნი რომ ვართ, მაგრამ თქვენ გასცდით საბჭოთა ენციკლოპედიას და რაზეც გავამახვილე პირველივე (ასევე მეორეშიც) კომენტარში ყურადღება ის გააკეთეთ. --Wiki - ჯაბა 12:06, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

მე მიზანმიმართულად არ გამიკეთებია ის რაზეც თქვენ შენიშვნა მომეცით, სამომავლოდ კი გავითვალისწინებ აუცილებლად. Vano 3333 14:40, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

არა, არც მე ვფიქრობ რომ მიზანმიმართული იყო. მე გთხოვ სტატის გადატანის წესების დაცვას და თუ გადაიტანთ ეს გამყარებული იყოს რაიმე უახლესი წყაროს მიხედვით. არც ახლა იქნება დაგვიანებული თუ შესაბამის წყაროებს დაურთავთ. სამომავლოდ კი მართლაც კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. --Wiki - ჯაბა 15:54, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

მადლობა ყველაფერს გავითვალისწინებ. Vano 3333 16:05, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „ნახშირბადის მონოოქსიდი“-ზე დაბრუნება.