განხილვა:ნახევარგამტარი
ბოლო კომენტარი: 9 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi
- ნახევარგამტარები და ნახევრადგამტარები,... მე ერთ სიტყვად ვიცოდი. იქნებ შეამოწმოთ? --Pirtskhalava 14:03, 17 მაისი 2009 (UTC)
- მთავარი სტატია ორი სიტყვისგან შედგება, ხოლო ნახევარგამტარები გადამისამართებაა გაკეთებული. ნახევრადგამტარები - აქდანაც გაკეთდეს გადამისამართება?--ცანგალა (გ) 17:17, 17 მაისი 2009 (UTC)
1984 წლის ქსეში ძირითადი ვერსია ცალცალკეა ნახევრად|გამრატები, მაშინ როდესაც 1988 წლის ფიზიკის სკოლის სახელმძღვანელოში ერთად წერია ყველაგან „ნახევრადგამტარები“. ჩემი აზრით ერთად უნდა იწერებოდეს. სხვა წყაროებსაც გადავხედავ.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 18:20, 20 თებერვალი 2024 (UTC)
მოკლედ ყველა თანამედროვე ტექნიკური გამოცემა, რაც ივერიელზე დავძებნე ყველა ერთხმად აღიარებს ტერმინ „ნახევარგამტარი“. შესაბამისად გადასატანია. ამასთან სათაური როგორც წესი მხოლობითში უნდა იყოს.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 18:37, 20 თებერვალი 2024 (UTC)
- ენის ლოგიკით, სწორი ფორმები შეიძლება იყოს: ნახევრად გამტარი და ნახევარგამტარი, ნახევრად ბუჩქი და ნახევარბუჩქი, სამმაგად რთული და სამმაგრთული. ამიტომ ორივე ვარიანტი უნდა დაფიქსირდეს. გიო ოქრო 18:43, 20 თებერვალი 2024 (UTC)
- მეტყველების დროს, ამ შემთხვევაში ტექნიკური ტერმინის ხანმოკლე შეჩერებას ჩემი აზრით, ადგილი არ აქვს, ამდენად ტერმინი მთლიანია, იმის გათვალისწინებითაც, რომ სპეციალური ლიტერატურა მთლიანი ტერმინის სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა სტატიაში ალტერნატიული ფორმაც დავტოვოთ, ბუნებრივია. - OTOGI Messages 20:00, 20 თებერვალი 2024 (UTC)