განხილვა:ნაივაშა (ტბა)
სტატიაში ჰელს-გეიტის ეროვნული პარკი ხომ არ უნდა იყოს ჯოჯოხეთის კარიბჭის ეროვნული პარკის ნაცვლად? — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:33, 1 ივლისი 2010 (UTC)
- ჰო ალბათ ასე ჯობია. - ალ-ო @ 18:34, 1 ივლისი 2010 (UTC)
კარგი ჩავასწორებ მაშინ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:36, 1 ივლისი 2010 (UTC)
1. ჰიპოპოტამუსი – ქართულად არის ბეჰემოთი
2. ჩრდილოდასავლეთით – იწერება „ჩრდილო–დასავლეთით“
3. „ტბაზე გარეულ ცხოველთა და ფრინველთა მრავალფეროვნებაა“ – ტბაზე გარეული ცხოველები? თუ ტბის პირას?
4. „მფრინავი ნავები“ – თუ მეხსიერება არ მღალატობს, ქართულში იხმარება „ჰიდროპლანი“.
5. ჩრდილოაღმოსავლეთ – იწერება „ჩრდილო–აღმოსავლეთ“
6. უცხო ენებში არ არის მითითებული ინგლისური (en:Lake Naivasha), საიდანაც თითქმის სიტყვა–სიტყვითაა ქართული ვერსია გადმოთარგმნილი
პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 09:49, 2 ივლისი 2010 (UTC)
- ეს ყველაფერი შეგიძლიათ თავად ჩაასწოროთ ტექსტში. - ალ-ო @ 10:03, 2 ივლისი 2010 (UTC)
დიახ, მე შემიძლია, მაგრამ უმჯობესია თავად ჩაასწოროთ, რომ სხვა დროისთვის დაიმახსოვროთ. პატივისცემით. --Zolokin განხილვაწვლილი 12:00, 2 ივლისი 2010 (UTC)
- რაღა გაეწყობა :)) - ალ-ო @ 12:33, 2 ივლისი 2010 (UTC)
როგორც ეტყობა, ალსანდრო, სიამაყე არ გაძლევთ საშუალებას, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროთ და ისინი თავადვე გამოასწოროთ. სამწუხაროა. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 01:32, 12 ივლისი 2010 (UTC)
ინგლისური Floriculture ქართულად ითარგმნება, როგორც "მეყვავილეობა". --Zolokin განხილვაწვლილი 22:46, 12 ივლისი 2010 (UTC)