განხილვა:მძიმე მეტალი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში გადატანა

წასაშლელია საერთოდ ეს 'სტატია'. თუ ამ მუსიკის შესახებ არასდროს გაუგია ამ სტატიის ავტორს, Heavy - მსუბუქს რომ არ ნიშნავს ეს მაინც არ უნდა შეშლოდა.

გადატანა

რედაქტირება

უნდა გადავიტანოთ ჰევი-მეტალზე, რადგან „ჰევი“ არ უნდა ითარგმნებოდეს — Taro განხილვაწვლილი 11:53, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მთლად მასეც არ არის. ჰევი მეტალი და მძიმე მეტალი უკვე თანაარსებობენ ქართულ რეალობაში და მძიმე უფრო ქართულია.—G.G. 18:42, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მე მაგალითად მძიმე მირჩევნია ჰევი–ს. ქართულია და იმიტომ. მაგრამ, მაინც ვიკიპედიის მუსიკალურ რედაქციამ გადაწყვიტოს, ვინც უფრო მეტი იცით. — დავით პასუხი 18:53, 7 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მაშინ ჰარდ როკი მძიმე ქვა უნდა იყოს. — Taro განხილვაწვლილი 12:39, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მძიმე/ჰევისა და ქვა/როკს შორის განსხვავება დიდია:
  1. როდესაც ინგლისელები Rock–ს ამბობენ მუსიკასთან დაკავშირებით, აქ ქვას სულაც არ გულისხმობენ. ანუ, ეს Rock ინგლისურ ენაში ომონიმია – ერთნაირი დაწერილობის სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით (შდრ. ქართული ბარი (სამუსაო იარაღი დასაბარად, მთა–ბარი). ქართულ ენაში ამ ორ მნიშვნელობას სხვადასხვა სიტყვები შეესაბამება – ერთს ქვა, ხოლო მეორეს როკი, რომელიც უკვე ნეოლიგიზმია (დამკვიდრებული უცხოური სიტყვაა) და შეცვლას არ ექვემდებარება.
  2. ომონიმური Rock-ისაგან განსხვავებით, heavy არის ერთმნიშვნელოვანი სიტყვა, რომელსაც ქართულში შესატყვისი აქვს – მძიმე (როკის შემთხვევაში შესატყვისი არა გვაქვს, რადგან ქვა ეს მუსიკის ჟანრი Rock-ის ომონიმია და სხვა არაფერი). ასე რომ, ჰევი გამოდის არა ნეოლოგიზმი, არამედ ბარბარიზმი (ვინაიდან ქართული შესატყვისიც გვაქვს), რაც მიუღებელია.

გარდა ამისა, მძიმე როკს ყოველ ნაბიჯში გაიგონებთ, მძიმე ქვა კი, რა თქმა უნდა, საერთოდ გაუგებარია და ასე რომ, ამ არგუმენტით ყველაფრის გადაინგლისურება არაა მართებული. — დავით პასუხი 12:52, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ასე არგუმენტირებულად, ალბათ, მეც კი გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა :)—G.G. 13:17, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი
გეთანხმები, გიორგი. ბრავო, დავით. ამაზე ნათელი ახსნა არ არსებობს. კეთილი სურვილებით, —მძიმე ლითონი 13:23, 8 მარტი 2011 (UTC) :Dპასუხი
:D დამცინით? :D — დავით პასუხი 13:44, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი
:)) ეტყობა კარგად ვერ გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა :)). არა უშავს, ზოგჯერ არ გამომდის ხოლმე :)) — დავით პასუხი 13:47, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი
როგორ გეკადრება, დავით. მე და გიორგი ამას გაკადრებდით? მშვენივრად გაქვს ახსნილი. — BH განხილვაწვლილი 14:00, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი
არ ვიცი, მაგრამ მე რომ წავიკითხე ახლა, მე თვითონაც ვერ გავიგე :)))... ისე კი ისიც მაფიქრებს, რომ მძიმე მეტალი ქიმიაში სხვა რამეს ნიშნავს – en:Heavy metal (chemistry) (თუმცა ქიმიის შემთხვევაში ქართულად იქნება მძიმე ლითონი). ვიკიპედიათა უმრავლესობა ჰევის წერს – ესეც მაფიქრებს... მოკლედ, დავიბენი... — დავით პასუხი 14:07, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი
მე პირდაპირი გაგებით დავწერე, რაც დავწერე. ქიმიას შევეშვათ, მანდ მძიმე ლითონი იქნება და არა მძიმე მეტალი (ანალოგიურად: მსუბუქი ლითონი).—G.G. 14:12, 8 მარტი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „მძიმე მეტალი“-ზე დაბრუნება.