განხილვა:მონღოლების შემოსევები საქართველოში
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში შერწყმა?
სათაური
რედაქტირებაროდესაც მსაზღვრელი დგას მრ. რიცხვის ნათესაობით ბრუნვაში, თანამედროვე ქართული ენა უპირატესობას ანიჭებს ნართანიან მრავლობითს (ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თანიანი უფრო მიღებულია, ვიდრე ებიანი, თუმცა ორივე სწორია გრამატიკულად). შეადარეთ: ხალხთა დიდი გადასახლება (და არა ხალხების). აქაც უმჯობესი იქნება მონღოლთა შემოსევები საქართველოში. — D.DEU. პასუხი 15:26, 1 დეკემბერი 2010 (UTC)
იხ. განხილვა:მონღოლების ბატონობა საქართველოში. ამის მიხედვით გავაკეთე გადამისამართება. ესეც შესაცვლელია? — ჯაბა ლაბაძე (გ) 16:20, 1 დეკემბერი 2010 (UTC)
- ზუსტად არ მახსოვს სად, მაგრამ დანამდვილებით მახსოვს, ვიკიპედიაში დაიწერა ის კამონაკლისი შემთხვევები, სადაც თანამედროვე ენა ნართანიანს ანიჭებს უპირატესობას. ეს იყო ა. შანიძის გრამატიკიდან მოყვანილი ციტატა. შევეცდები მოვნახო ლიტერატურაც და მგონი უნდა გავასწოროთ. — D.DEU. პასუხი 17:17, 1 დეკემბერი 2010 (UTC)
- ვიკიპედიაშიც მივაგენი ამის შესახებ განხილვას: ცანგალას ბოლო სიტყვას გადახედეთ – ცანგალას განმარტებას გაეცანით, ყველაფერია ნათქვამი. ამ შემთხვევაშიც მსაზღვრელ–საზღვრულთან გვაქვს საქმე და გადასატანია – მონღოლთა შემოსევები საქართველოში–ზე. ასევე, ჯაბა, შენი მაგალითიც გასასწორებელია და კიდევ ერთი ვიპოვე: განხილვა:აქემენიდების იმპერია. — D.DEU. პასუხი 17:26, 1 დეკემბერი 2010 (UTC)
შერწყმა?
რედაქტირებაროგორ ფიქრობთ ეს სტატია ხომ არ უნდა შეერწყას ამ სტატიას? მეორე პირველს არ მოიცავს? --ჯაბა ლაბაძე 11:05, 23 დეკემბერი 2012 (UTC)
- შემოიხედეთ. --ჯაბა ლაბაძე 16:13, 24 დეკემბერი 2012 (UTC)
- გეთანხმები, შესარწყმელია. მართალია შემოსევა და ბატონობა ერთი და იგივე არაა და არც რომელიმე მოიცავს მეორეს (შეიძლება შემოსევების შედეგად ვერ გაბატონდეს მტერი), მაგრამ ამ შემთხვევაში შემოსევები ბატონობის წინაპირობაა და ცალ-ცალკე სტატიები საქმეს ართულებს. Deu. 09:47, 4 თებერვალი 2014 (UTC)
- დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ბატონობა, რომ დარჩეს უკეთესი იქნება. მაგრამ ვინმე უფრო ვრცლად თუ დაწერს შემოსევებს მომავალში, იმ სტატიასაც ექნება არსებობის უფლება--Tornike 09:57, 4 თებერვალი 2014 (UTC)
- შესარწყმელია--შოთა [UT] 10:08, 4 თებერვალი 2014 (UTC)
- O.K. შევაერთიანებ :). Deu. 13:28, 4 თებერვალი 2014 (UTC)
- გაკეთდა Deu. 08:57, 5 თებერვალი 2014 (UTC)
- შესარწყმელია--შოთა [UT] 10:08, 4 თებერვალი 2014 (UTC)