განხილვა:მეჰმედი (აჰმედ I-ის ვაჟი)
ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ILIA
სათაურში ორმაგ ფრჩხილებს არ ვიყენებთ. ჩემი აზრით სწორი იქნება სტატია შემდეგი სათაურით მეჰმედი (აჰმედ I-ის ვაჟი). --ჯაბა 1977 15:52, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- (მომხრე)--ILIA მომწერეთ 15:56, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ტიტული უნდა ამოვიღოთ სათაურიდან. ეს რამდენად სწორი იქნება...--Jafara777 განხილვაწვლილი 16:25, 31 დეკემბერი 2016 (UTC).
ვიცი, რომ დიდი განხილვის შემდეგ შეჯერდით, რომ ტიტული შეჰზადე არ უნდა გამოგვეყენებინა სახელზე წინ, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნებ ჯობდეს შეჰზადე მეჰმედი (აჰმედ I-ის ვაჟი)?--Jafara777 განხილვაწვლილი 16:36, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- რადგან შევჯერდით მაშინ არ სჯობს. --ჯაბა 1977 17:00, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- ჰმ... პრინციპში ბოლომდე შეჯერებაც არ ყოფილა. ახლახან გადავხედე კიდევ ერთხელ ბაიაზიდი (შეჰზადე)-ს განხილვას. განხილვა ბოლომდე დასრულებული არ იყო, ბოლოს სტატიის ავტორის მოსაზრება იყო, სადაც ნეიტრალიტეტს იჭერდა. ტიტულის საერთოდ არ მითითებას, სათაურის დასაწყისში მითითება უკეთესი ხომ არ იქნება? მე ასე ვფიქრობ.--Jafara777 განხილვაწვლილი 17:05, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
ენციკლოპედიის წესია ძიება ხდებოდეს სახელის და არა ტიტულის მიხედვით. --ჯაბა 1977 18:00, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- მე საერთოდ ვერ ვხვდები სათაურში ტიტული რატომ უნდა ეწეროს? ეს იგივეა რაც მაგალითად გიორგი III-ზე დავწეროთ მეფე გიორგი III-დათო1010 19:20, 31 დეკემბერი 2016 (UTC)
- მგონი პიროვნების იდენტიფიცირებისათვის აჰმედ I-ის ვაჟობაც საკმარისია. ტიტულის არსებობას ამ შემთხვევაში არა მგონია რაიმე დატვირთვა ჰქონდეს.--ILIA მომწერეთ 21:01, 31 დეკემბერი 2016 (UTC)