განხილვა:კავკასიური ციყვი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო

ქსე, ტ. 11, გვ. 234 — ამიერკავკასიური ციყვი (S. anomalus). გადასატანია. გიო ოქრო 21:44, 14 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

მანამ სანამ გვერდი გადავიტანე ქსე-ში უკვე ნანახი მქონდა და გუშინ გადამისამართებაც შევქმენი → ამიერკავკასიური ციყვი. ახალი წყაროები უპირატესობას ანიჭებენ კავკასიურ ციყვს, ისევე როგორც ინგლისური, გერმანული და რუსული ვიკიპედიები. გვაქვს უფრო ახალი და აკადემიური წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სადაც შესულია როგორც კავკასიური ციყვი. „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ ოფიციალურ გამოცემაშიც შესულია როგორც კავკასიური ციყვი. National Geographic-შიც კი კავკასიური ციყვია. როდესაც არსებობს საბჭოურზე უფრო ახალი წყაროები და ოფიციალური დოკუმენტები ცოტა არ იყოს ღიმილისმომგვრელია გადატანის ასეთი დაჟინებითი მოთხოვნა. ყველაფრის დაფუძნება საბჭოურზე შაბლონზე მიუთითებს. გადამისამართების დატოვება კი შეიძლება. - OTOGI Messages 07:01, 15 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
სხვა ვიკიპედიები ამ შემთხვევაში არ გამოდგება, რადგან ქართული წყაროები გვაქვს. „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“-ის ტექსტი დაკოპირებულია საკანონმდებლო მაცნედან და ის არც სანდოა და არც აკადემიური. თვითონ საკანონმდებლო მაცნე რამდენად სანდოა ამ მხრივ? მაგალითად მაგ ბმულზე შეგიძლია ნახო Cervus elaphus, რომელსაც უწერია ირემი, მაგრამ ბუნებაში სახეობა „ირემი“ არ არსებობს (ირემი გვარია და, კიდევ, საერთო სახელწოდება), მას ეწოდება კეთილშობილი ირემი (მაგ ლოგიკით ესეც გადასატანია ირემზე, აი ეს კი ნამდვილად ღიმილისმომგვრელია :)). შესაბამისად ნათლად ჩანს, რომ მაგ „ოფიციალური დოკუმენტის“ შემდგენელი არცთუ ისე პროფესიონალია ზოოლოგიურ სახელწოდებებში. ერთადერთი წყარო ამ შემთხვევაში არის National Geographic-ი და კიბატონო, მას დავუჯეროთ. საბჭოურს მანამ „დავეფუძნებით“, სანამ მას თანამედროვე, სანდო წყარო არ ჩაანაცვლებს. გიო ოქრო 21:01, 15 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „კავკასიური ციყვი“-ზე დაბრუნება.