განხილვა:კავკასიის ალბანეთი
სტატიის "აქტიური რედაქტირება" დაწყებულია 2009 წლის სექტემბერში. ასეთი შეტყობინებაა დატოვებული. შეტყობინების ბოლოს წერია: "ეს თარგი მხოლოდ ორი დღე შეიძლება დარჩეს სტატიაში" – მალე 2 წელი გახდება, რაც ეს ასეა. --Zolokin განხილვაწვლილი 14:20, 2 ივლისი 2010 (UTC)
- ვაღიარებ, მომივიდა შეცდომა :) მაპატიეთ.--გიორგი, 14:23, 2 ივლისი 2010 (UTC)
როგორ გეკადრებათ, საპატიებელი რა არის. ძალიან გთხოვთ, თუ გააგრძელებთ ამ სტატიის წერას, გაითვალისწინეთ ზაზა ალექსიძის ბოლოდროინდელი წიგნები. იქ საკმაოდ არის ალბანეთის ისტორიის შესახებ, თუმცა წიგნი ძირითადად ალბანურ დამწერლობას ეხება, სინის მთაზე ახლადაღმოჩენილი ხელნაწერების შუქზე. იქ ბევრი რამ არის ალბანური კულტურის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში, რაც ქართველი მკითხველისთვის, ინფორმაციული თვალსაზრისით, საინტერესო იქნება. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 14:31, 2 ივლისი 2010 (UTC)
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კატეგორია:დაუმთავრებელი სტატიები, აქ არსებული სტატიების უმრავლესობაში ეგ თარგი ამოსაღებია, ან უმჯობესია მათ ავტორებს შევატყობინოთ რომ დროულად მიხედონ, რადგანაც ისინი ამით სტატიებზე არასამართლაინად კონტროლს ახორციელებენ და სხვა მომხმარებლებს მასში ცვლილების შეტანის საშუალებას არ აძლევენ.— ნიკა (გ) 17:28, 2 ივლისი 2010 (UTC)
ძირითადი სათაური უნდა იყოს ალბანეთი (კავკასია) - ქსე, ტ. 1, გვ. 276, თბ., 1975 --ცანგალა (გ) 12:50, 14 ივლისი 2010 (UTC)
- არა, არ უნდა იყოს. ალექსიძე იხსენებს როგორც კავკასიის ალბანეთს. ჯაბახანა ენციკლოპედიის დროს შეიძლება ასე იყო. დღეს სხვანაირადაა.--გიორგი, 12:53, 14 ივლისი 2010 (UTC)
- დაველოდოთ სხვების აზრსაც. სათაური უნდა იყოს ალბანეთი (კავკასია). სახელმწიფოს ერქვა ალბანეთი და არა კავკასიის ალბანეთი. --ცანგალა (გ) 13:58, 14 ივლისი 2010 (UTC)
- ვაუ, ცანგალა შენ მთელმა მსოფლიომ უნდა გადაგიხადოს მადლობა რადგანაც ამ ქვეყნის სახელი გვაცნობე. სამომავლოდ, ამ ქვეყნის მშობლიური სახელი დღემდე უცნობია. --გიორგი, 14:00, 14 ივლისი 2010 (UTC)
- ინფორმაციისთვის, ასევე უწოდებენ ამ ქვეყანას ჰიუსენი და კოლი, რომლებმაც ალბათ უფრო მეტი იციან ქვეყნის შესახებ ვიდრე ვიკიპედიელი.--გიორგი, 14:02, 14 ივლისი 2010 (UTC)
როცა წერთ დაველოდოთ სხვების აზრსაც. და მერე ამას მოაყოლებთ სათაური უნდა იყოს ალბანეთი (კავკასია). აქ მე ვფიქრობ სხვების აზრს ნაკლებად გაითვალისწინებთ და ეს მხოლოდ ფორმალობაა. ეს იმას რაც შევნიშნე კომენტარში, ახლა რაც შეეხება სათაურს რამდენიმე სერიოზულ ვიკიპედიაში (მათ შორის ინგლისურშიც) ამ სტატიას ეწოდება კავკასიის ალბანეთი ქართული ისტორიოგრაფიაც ასე იცნობს ამ ყოფილ ქვეყანას და მოდით ახალ სახელებს ნუ დავამკვიდრებთ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:32, 14 ივლისი 2010 (UTC)
- მე ჩემი აზრი დავაფიქსირე (ჯაბა ამის უფლება მაქვს) და უნდა დაველოდოთ სხვების აზრსაც. ალბანეთი (კავკასიისა) - დ. მუსხელიშვილი. ენციკლოპედია "საქართველო" ტ. 1, გვ. 92, თბ., 1997 და არა ჯაბახანა ენციკლოპედიის დროს (როგორც გიორგიმ ახსენა), . --ცანგალა (გ) 15:36, 14 ივლისი 2010 (UTC)
- [2] მოიხსნა შეკითხვა?--გიორგი, 15:45, 14 ივლისი 2010 (UTC)
ისე აქ მე ძალიან მაინტერესებს zolokin-ის აზრი (მასაც აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და იმედია ახლა აღარ წაუშლით). — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:46, 14 ივლისი 2010 (UTC)
- გიორგი, შენს მიერ მითითებულ პირველ ბმულზე ვერაფერი ვერ ვნახე - შეიძლება კარგად ვერ დავინახე. მეორე ბმულში წერია კავკასიის ალბანეთი - გეთანხმები ეს არის წიგნის სათაური. წიგნის ავტორს როგორც სურს ისეთ სათაურს მიანიჭებს - ეს მისი უფლებაა. ვიკიპედია - ეს არის ენციკლოპედია, ხოლო ენციკლოპედიაში შესულია როგორც ალბანეთი (კავკასიისა). სხვათა შორის ენციკლოპედია "საქართველო" (1997 წ. და არა ჯაბახანა ენციკლოპედია) ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს წევრი ზაზა ალექსიძეც არის. --ცანგალა (გ) 17:32, 14 ივლისი 2010 (UTC)
- ცანგალა, თემაში თუ არ ერკვევი, სტატიაში წვლილის შეტანა თუ არ გინდა, თანამედროვე წყაროების მიღება თუ არ გსურს, რა საუბარზე და კონსენსუსის მიღებაზე შეიძლება საუბარი?! გაიზრე, არსებობს მეცნიერი, რომელმაც შენზე უკეთ იცის ეს საკითხი. ის წერს "კავკასიის ალბანეთს". მას ამის შესწავლაზე სიცოცხლე აქვს დადებული, და მერწმუნე, იცის რას წერს. ის, რომ ქე არის ქსეს ზუსტი ასლი თითო-ოროლა სტატიის გამონაკლისით ოჩოპინტრემაც კი იცის. მოდი, ჯერ თემაში გაერკვიე, შეიტანე სტატიაში წვლილი და მერე წამოჭერი საღ აზრსა და ვიკიპედიის ნორმებს მოკლებული გადატანის მოთხოვნა. ბრჭყალებს ვიყენებთ მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში, მაშინ, როდესაც სხვა გზა არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დამკვიდრებული სახელი, რომელსაც იყენებენ მთელი მსოფლიოს მეცნიერები. --გიორგი, 18:21, 14 ივლისი 2010 (UTC)
- მე მხოლოდ იმას გეტყოდი გიორგი, რომ სასაუბრო ტონი გაქვს შესარჩევი. --ცანგალა (გ) 20:13, 14 ივლისი 2010 (UTC)
- უბრალოდ ჩემი პოზიცია გამოვთქვი, რისი ნებართვაც მემგონი მაქვს. რაიმეში მოვიტყუე? არა.--გიორგი, 20:17, 14 ივლისი 2010 (UTC)
აი ასეთი წერილი გავუგზავნე ამ წუთში ბ–ნ ზაზა ალექსიძეს: gamarjoba, batono zaza, imedia kargad brZandebiT. gawuxebT erT sakiTxTan dakavSirebiT. Cemi megobrebis wreSi wamoiWra kamaTi imasTan dakavSirebiT, Tu ra saxeliT unda gavides enciklopediuri xasiaTis literaturaSi (kerZod, qarTul vikipediaSi) statia albaneTze. megobarTa erTi nawili Tvlis, rom statiis saTauri unda iyos "ალბანეთი (კავკასია)", xolo meore Tvlis, rom statias unda ewodos "კავკასიის ალბანეთი".
pirvelTa argumenti aris is, rom saTauri ალბანეთი (კავკასია) gvaqvs ქსე-Si, ტ. 1, გვ. 276, თბ., 1975, xolo ალბანეთი (კავკასიისა) gvaqvs ენციკლოპედია–ში "საქართველო" ტ. 1, გვ. 92, თბ., 1997. ase vTqvaT, erTgavarad damkvidrebulia qarTul enciklopediur literaturaSi.
meore nawilis pozicia efuZneba im faqts, rom samecniero literaturaSi es saxelmwifo ixsenieba , rogorc კავკასიის ალბანეთი. ase ixseniebT mas Tqven, ჰიუსენი, კოლი da mravali sxva mecnieri. amasTan, gasaTvaliswinebelia, rom qse, garkveulwilad, moZvelebuli enciklopediaa da ar iTvaliswinebs Tanamedrove mecnierul terminologias.
minda gTxovoT, dagvexmaroT sakiTxis gadaWraSi da gamoTqvaT Tqveni mosazreba, romeli ufro marTebul saTaurad migaCniaT qarTuli vikipediisTvis - 1. კავკასიის ალბანეთი Tu 2. ალბანეთი (კავკასია) an ალბანეთი (კავკასიისა).
Tu Tqveni Tanxmobac iqneba, me Tqvens pasuxs gavacnob Cem megobar vikipedielebs.
pativiscemiT
მგონი სრულად და ობიექტურად გადავეცი ორივე პოზიცია.
იმედია, არაფერი დამიშავებია. ვიკიპედია ხომ ღია რესურსია.
დაველოდოთ ზ. ალექსიძის პასუხს და შემდეგ, ალბათ, მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისა. --Zolokin განხილვაწვლილი 20:45, 14 ივლისი 2010 (UTC)
- მეც ვნახე რაღაც წყაროები და სანამ ბატონი ზ. ალექსიძისაგან პასუხს მივიღებდეთ, დავამატებ. [3] (თავი 5), [4] (თავი "დამწერლობა"), [5] (თავი "ხ ე ლ ნ ა წ ე რ ე ბ ი"), [6] (თავი "ალექსანდრე ნონეშვილი: რომაულ-კოლხური ურთიერთობანი ახ.წ. I-IV სს.”") ოთხივე მათგანი ამ სახელმწიფოს კავკასიის ალბანეთათ მოიხსენიებს. – BruTe (გ) 05:57, 15 ივლისი 2010 (UTC)
მივიღე ბ–ნ ზ. ალექსიძისგან პასუხი. პასუხი მომყავს ცვლილებების გარეშე:
რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია. გააჩნია რისთვის წერს ავტორი. სტატიებში, წიგნებში ჩემთვის უფრო ბუნებრივია "კავკასიის ალბანეთი". სულ სხვა საკითხია ენციკლოპედია, რომლისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია ადვილად მოძებნა. მით უფრო ვიკიპედიაში, სადაც არა მგონია ვარგოდეს იხ. ესა და ეს. თუმცა ვიკიპედიაში როგორც არ უნდა მოიძიო, მაინც იპოვი. ამიტომ მოძებნის სიადვილიდან უნდა გამოვიდეთ. "კავკასიის ალბანეთი" ან მოსაძებნად "ალბანეთი კავკასიისა" დღეს უკვე დამკვიდრებული ტერმინია და მისი შეცვლა ძნელი იქნება. მე მას ვარჩევდი. არა მგონია, რომ დიდად გამოგადექი. მეგობრულად, ზ.ა.
ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, მეგობრებო!!--Zolokin განხილვაწვლილი 18:07, 2 აგვისტო 2010 (UTC)
რა თქმა უნდა კავკასიის ალბანეთი! ჩვენ ასე ვიცნობთ. ალბანეთი კავკასიისა ასე იცნობდა ერეკლე მე-2 ან კიდევ ვიღაცა, ჩვენ ახალ ქართლუზე ვმეტყველებთ!--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 18:30, 2 აგვისტო 2010 (UTC)
- ბატონ ზაზას ვიკიპედიის სახლით უღრმესი მადლობა.--გიორგი, 18:54, 2 აგვისტო 2010 (UTC)
მართალია გადაწყვიტეთ, მაგრამ ჩემ აზრს დავაფიქსირებ: მე მიმაჩნია, რომ ალბანეთი (კავკასია) არის ის, რა სტანდარტიც ბერვ შემთხვევაში იხმარება ჩვენს ვიკიპედიაში (და უფრო ნაკლებად სხვები). ამას გარდა, ქვეყანას ერქვა ალბანეთი (სახელმწიფოს ალბანეთის სამეფო) და არა კავკასიის ალბანეთი - ესაა გვიანდელი გეოგრაფიული განმასხვავებელი (ეს პირდაპირ წერია ინგლისურ სტატიაშიც: „...usually referred to as Caucasian Albania for disambiguation with the modern state of Albania in the Balkans“). ამიტომაც ეს განმასხვავებელი უნდა მოთავსდეს ფჩხილებში - ესაა წესი. მაგალითად იხ. იბერია, რატომ არ ქვია მას ჩვენთან კავკასიის იბერია? იმიტომ რომ სახელი იყო იბერია. ამასთან, სტატაიში აღნიშნულია, რომ პირენეის იბერიისგან განსასხვავებლად დასავლეთ წყაროებში იწოდებოდა კავკასიის იბერიადო და ასეც ქვია მას ინგლისურ და სხვა ვიკიპედიებში. გამოდის რომ განმასხვავებელი რეალურად დასავლეთი წყაროებისთვის ჭირდებოდა ჩვენ ნაწილს, რადგან ისინი თავისას უფრო უკეთ იცნობდნენ. ასეა ჩვენს შემთხვევაში, განმასხვავებელი აქვს პირენეის იბერიას, რადგან პირველი იბერია ჩვენთვის არის ქართლი. ალბანეთი ცოტა სხვა შემთხვევაა, რადგან ეს სახელმწიფო და ქვეყანა აღარ არსებობს და ბუნებრივია პირველობა არსებულს მიენიჭოს, ხოლო გამქრალს - განმასხვავებელი. — Rastrelli F 20:11, 2 აგვისტო 2010 (UTC)
მართალია გადაწყვიტეთ ... – არაფერიც არ გადაგვიწყვიტავს! მე მოვიტანე ბ–ნ ზ. ალექსიძის აზრი და მივაწერე: ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, მეგობრებო!!. არის განსხვავება? იმსჯელეთ ... --Zolokin განხილვაწვლილი 20:22, 2 აგვისტო 2010 (UTC)
პ. ს. გნებავთ, მოგცემთ ბ–ნ ზ. ალექსიძის ელ. ფოსტის მისამართს და გადაამოწმეთ, მართლა მისგან მივიღე ეს შეტყობინება, თუ არა? --Zolokin განხილვაწვლილი 20:24, 2 აგვისტო 2010 (UTC)
მტკინვეულად საკითხებს მგონი თქვენ აღიქვამთ . მე ეჭვი ხომ არ შემიტანია? გადამოწმება რომ მდომოდა, პირდაპირ დავწერდი , მე კიდევ უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე საკითხზე - მგონი აქაც არის განსხვავება და თქვენი შენიშვნა უსამართლოა. გადაწყვეტას რაც შეეხება, ვიგულისხმე თემურის და გიორგის რეზოლუციური განცხადებები (გიორგის პასუხის ცანგალას და რა თქმა უნდა კავკასიის ალბანეთიო!-თემური). R. 06:01, 3 აგვისტო 2010 (UTC)
მადლობელი ვარ, ეჭვი რომ არ შეგიტანიათ (ამასთან, სრულიად უმტკივნეულოდ), მაგრამ ერთი რამ მაოცებს . თუ ბ–ნ ზაზა ალექსიძის აზრი თქვენთვის რამეს ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ რატომ აღვივებთ ისევ ძველ დისკუსიას? თუ მისი აზრი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაშინ რაღას ელოდებოდით, რატომ არ გააგრძელეთ აქამდე დისკუსია? --Zolokin განხილვაწვლილი 08:34, 3 აგვისტო 2010 (UTC)
- ეს საკითხი მე ეხლა აღმოვაჩინე და დავაფიქსირე აზრი მაშინ, როცა აღმოვაჩინე. ამიტომ აქვს ამგვარი საკითხების ყავახანაში განხილვას უპირატესობა, რომ იქ ყველა მომხმარებელი შედის და ნახულობს. R. 08:56, 3 აგვისტო 2010 (UTC)
გასაგებია. მაშინ დაველოდოთ დისკუსიის ძველი მონაწილეების გამოხმაურებებსაც, რათა რამენაირად დაიხუროს საკითხი – ან ასე, ან ისე.--Zolokin განხილვაწვლილი 09:13, 3 აგვისტო 2010 (UTC)
შენიშვნები
რედაქტირებაამხელა ციტატები არაა საჭირო და ასევე ვფიქრობ სომეხი მომხმარებლის მიერ შეცდომით და ტენდენციურად შექმნილი რუკაც ამოსაღებია. --Wiki - ჯაბა 03:54, 18 სექტემბერი 2020 (UTC)
- შევეცდები ქართულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნილი რუკა შემოვიტანო. ციტატებზე, როგორც სხვა სტატიებში, აქაც ვფიქრობ, რომ არაა საჭირო ამხელები. გიო ოქრო 16:23, 21 სექტემბერი 2020 (UTC)
- რუკა ჩავანაცვლე. გიო ოქრო 19:38, 21 სექტემბერი 2020 (UTC)