განხილვა:კავკასიელი ხალხები

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Tifliselivar თემაში პრობლემა

მაპატიეთ მაგრამ აზერები და სომხები კავკასიელებში არ გადიან?— Surprizi განხილვაწვლილი 16:04, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არავინ გიშლით, დაამატოთ შესაბამის ჯგუფში (თუ რაც არის) საკუთარი ვერსიებიც. ეს ვიკიპედიაა. — BH განხილვაწვლილი 16:29, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მაგრამ უნდა გადამოწმდეს წყაროებში. ინგლისურ ვიკიში აზერები ცალკე წერია, როგორც კავკასიაში მცხოვრები, მაგრამ თურქულენოვანი ხალხი. --მიხეილ () 16:30, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
აზერები და სომხები არ შედიან კავკასიელ ხალხებში, ისევე როგორც ოსები. აზერბაიჯანელები თურქული ხალხია, ხოლო დანარჩენი ორი – ინდოევროპული. — დავით პასუხი 17:20, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
აქ ალბათ უნდა შევიდნენ კავკასიაში მცხოვრები ხალხები, რადგან "რასობრივი" პრინციპით გამოყოფა არ შეიძლება. ინდოევროპულ ოსურ ენაზე მოსაუბრე და თურქულენოვანი ყარაჩაელები და ბალყარებიც თავისი ყოფით კავკასიელები არიან, რადგან უკვე საუკუნეებია აქ ცხოვრობენ. იგივე ეხებათ აზერებსაც და სომხებსაც. თუ ჩვენ ვწერთ სტატიას კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებისას, ეს სხვა საქმეა, მაგრამ რამდენად გამართლებულია ეს? მგონია, რომ სტატია უნდა ეხებოდეს იმ ხალხებს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ კავკასიაში და მიუხედავად ენობრივი კუთვნილებისა, კავკასია მათ სამშობლოდაც იქცა. შეიძლება დაჯგუფდეს ხალხები ორი ნიშნულით: 1. გეოგრაფიული (ჩრდ. კავკასია, სამხ. კავკასია, ან კიდევ უფრო დავავიწროვოთ: ჩრდ.დას. კავკასია, ჩრდ.აღმ. კავკასია და ა. შ.) და 2. ენობრივი: კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე, თურქულ ენებზე მოლაპარაკე, ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე.— Ouzo განხილვაწვლილი 17:46, 6 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ერთი სასაცილო და ამავდროულად სატირალი შეკითხვაც. ქართლი როგორც საქართველოს ნაწილი და როგორც სამხრეთ კავკასიის მხარე. არის თუ არა მესხეთი როგორც "ზემო ქართლი" კავკასიის ნაწილი? თუ კი მაშინ თურქეთის ტაოკლარჯეთი კავკასიაში უნდა ჩაიწეროს ანუ თურქეთიც გამოდის კავკასიის მემკვიდრეც :)— Surprizi განხილვაწვლილი 07:18, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა. ეს არც სასაცილოა და არც სატირალი — კავკასია ეს გეოგრაფიული რეგიონია და არა პოლიტიკური გაერთიანება. დღეს სკოლაში კი ასწავლიან, რომ კავკასიის სამხრეთი საზღვარი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებს მიუყვება, მაგრამ ეს ნამდვილად არაა სწორი, რადგან აქ საქმე გვაგვს ბუნებრივ გეოგრაფიულ რეგიონთან, რომელიც მოიცავს არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიას (რომლის ჩრდილოეთი საზღვარიც ასევე არაა ზუსტად განსაზღვრული), საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, არამედ თურქეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილსა და ირანის ჩრდილოეთ ნაწილს. ეს ძალიან ნორმალურია და სატირალი აქ რა არის? :)) ან სასაცილო? :))
რაც შეეხება "რასობრივი" პრინციპით დაყოფას: ოუზო, განა "კავკასიელი ხალხები" არ გულისხმობს მხოლოდ კავკასიურ ენაზე მოსაუბრეებს? ინდოევროპული ხალხები – ინდოევროპულ ენაზე მოსაუბრეთ, სემიტები – სემიტურ ენებზ და ა. შ. კავკასიელ ხალხებში რომ არ იგულისხმებიან აზერები, სომხები, ოსები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კავკასია არაა მათი სამშობლო. "კავკასიელი ხალხები" – ეს ტერმინი უბრალოდ აერთიანებს იმ ხალხს, რომელთაც ზოგიერთი თეორიის მიხედვით, თუ არ ვცდები, საერთო ეთნიკური წარმომავლობაც აქვთ, ხომ? თუკი გვსურს კავკასიაში მცხოვრები ყველა ერი ერთ სტატიაში გავაერთიანოთ, მაშინ სტატიას ვუწოდოთ კავკასიის ხალხები. — დავით პასუხი 08:57, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
ეს განხილვაც იხილეთ. — დავით პასუხი 09:53, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
დათო, საინტერესო საკითხია. მოდი ვიმსჯელოთ, გადაწყვეტით ჯერ ვერაფერს ვამბობ. ასე ვთქვათ, კავკასია არის რეგიონი, ისევე, როგორც ბალკანეთი. როდესაც ამბობენ კავკასიელი ხალხები, ჩემთვის, პირველ რიგში, ეს ეხება კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს და არა კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს. ასევე ბალკანელი ხალხები (ან ევროპელი ხალხები)ესეც გულისხმობს ამ რეგიონის მოსახლეობას და არა რაიმე ნიშნით მათ დაჯგუფებას (ენის, რელიგიის და სხვა). თუ ჩვენ გვინდა შევქმნათ კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებზე სტატია ეს რას მოგვცემს? ალბათ ეს უნდა იყოს სია მხოლოდ ამ ხალხებისა (შეიძლება დაჯგუფდეს შიდაკავკასიური გეოგრაფიული ნიშნით), მაგრამ მთავრაი სტატია მაინც იქნება კავკასიური ენები. კიდევ ერთი მაგალითი: ვთქვათ ვქმნით სტატიას - "ჩრდილოკავკასიელი ხალხები" მათში არ შევლენ ყარაჩაელები, ბალყარელები და ოსები? ან "სამხრეთ კავკასიელი ხალხები" ვინ შევა ამ სტატიაში? მხოლოდ ქართველები? ცოტა მეტი და მყარი არგუმენტებია ამისთვის საჭირო.— Ouzo განხილვაწვლილი 10:34, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
მართლა საინტერესოა... რაც არ უნდა იყოს, გვჭირდება სამეცნიერო ლიტერატურა ამ თემაზე. მხოლოდ ჩემი აზრია, რომ ხალხების ჯგუფებში (ინდოევროპელები: სლავები, გერმანიკული ხალხები, რომანული ხალხები... სემიტები, თურქები და ა. შ.) ერთ–ერთი ჯგუფია კავკასიელები, რომელიც რომელიღაც თეორიის მიხედვით კავკასიაში მცხოვრებ ეთნიკურად ნათესავ ხალხებს აერთიანებს მხოლოდ (ამ ეთნიკურ კავშირზე ნამდვილად მაქვს წაკითხული, არსებობს ეს თეორია, თუმცა არ მახსოვს სად წავიკითხე). შესაძლოა ეს ტერმინი "კავკასიელი ხალხები" დამკვიდრებულია ამ (ვიწრო) გაგებით, ისევე როგორც "კავკასიური ენები". საინტერესოა ქსე რას ამბობს ამაზე (თუმცა ამ საკითხში არ ვიცი რამდენად კომპეტენტური იქნება ჩვენი პატივცემული ქსე). ერთადერთი რამ, რაც ჩემს პირად ბიბლიოთეკაში მოვნახე, არის 1988 წლის გერმანულენოვანი მსოფლიო ატლასი ერთი პატარა რუკით (Diercke, Weltatlas, Kurzausgabe, Nordrhein-Westfalen, Westermann druck GmbH, Braunschweig, 1988, გვ. 164) სახელწოდებით „Sprachen und Völker“ (ენები და ხალხები). აქ რუკის ლეგენდაში სხვადასხვა ფერებით ჩამოწერილია ჯგუფები და მათი ქვეჯგუფები. ჯგუფები ასეთია: ინდოგერმანული (ინდოევროპული), ქამიტო–სემიტური, ურალური, თურქული, მონღოლური, Tungusisch-Mandschurisch, კორეული ... ასე შემდეგ... ბოლოში არის Sondtige (სხვა). ჩვენი ქვეყანა ამ ჯგუფის ფერითაა აღნიშნული (ამავე ფერითაა ბასკებიც, სხვა ვერ ვიპოვე). კავკასიაში, ამ რუსკის მიხედვით ასეთი სიტუაციაა: სომხეთი ინდოევროპულ ფერშია, აზერბაიჯანი თურქულში; თურქულშია ასევე ყაბარდო და დაღესტნის ნაწილი. ოსეთი ინდოევროპულშია (სამხრეთიცა და ჩრდილოეთიც). დანარჩენი კავკასია გაერთიანებულია Sondtige–ს ფერში... — დავით პასუხი 11:37, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

მე რა მაინტერესებს იცით? მოვაკნელები და რანელები ესენი ხომ ალბანეთის ტომებია, ანუ იგივე დღევანდელი აზერბაიჯანი. დღესდღეობით თუ ეს ალბანური ტომები, რომლებიც კავკასიური ტომები იყვნენ და არიან, თუ დღეს თურქულად მეტყველებენ ეს რა იმას ნიშნავს რომ ალბანელები აღარ არიან? თუ გნებავთ მივყვეთ მსოფლიო აზროვნებას მაგრამ მე მიმაჩნია რომ ალბანური ტომები დღესაც არიან და უბრალოდ რადგანაც მათ დაუწესეს თურქული სასაუბრო ენა ამითი მათი კუთვნილება არ უნდა შეიცვალოს!— Surprizi განხილვაწვლილი 14:30, 8 ივნისი 2011 (UTC) ჩეჩნეთში რომ სომხურად დაიწყონ საუბარი ამით რა უცებ ჩეჩნები ინდოევროპელები გახდებიან?— Surprizi განხილვაწვლილი 14:32, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

არა, მაგას, რა თქმა უნდა, არავინ ამბობს :). ცოტა თემის გადახვევასავით გამოგვივიდა :). თუკი ალბანელები შედიან კავკასიელ ხალხებში (ვიწრო გაგებით), მაშინ უნდა ჩავწეროთ ისინიც, აქ ენას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ საჭიროა ლიტერატურა. ჰაერში ნუ ვილაპარაკებთ. — დავით პასუხი 14:38, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

თუ სტატიის სათაურია ,,კავკასიელი ხალხები,, რატომ უნდა ეწეროს ალტაური ან ინდო-ევროპული ხალხები? ჩ.დასავლეთის ხალხებია აფხაზ-ადიღეელები(ჩერქეზები) ,ჩ.აღმოსავლეთის ნახ -დაღესტანლები და სამხრეთის ქართველები. რაც შეეხებათ ოსებს, მათ ენა ინდო-ევროპული აქვთ ,მაგრამ კავკასიური გენები მარტო ოსებზე შეიძლება დაფიქრება შესწორებისმხრივ სხვა ყველაფერი რიგზეა ჩემის აზრით :) - ხელმოუწერელი (Dato - 100)

სადღაც ვნახე ქართველი მეცნიერის ლიტერატურა. მერე ვიპოვნი და იმის მიხედვით შევყაროთ! საერთოდ ინდოევროპელებს რაც შეეხება, ვთვლი რომ არავის აქვს უფლება კავკასიაში ვინმეს ინდოევროპელი დაუძახოს. როგორც ოსი ისე სომეხი თავის ძარღვებში ატარებს კავკასიური მოდგმის სისხლსაც და "ინდოევროპულსაც". არ დაგავიწყდეთ რომ ვახუშტი საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში არწერს არამარტო საქართველს არამედ ოსეთსაც. წინათ კავკასიელებს ქართულ მოდგმას უწოდებდნენ ქართველი მეფეები, იმიტომ რომ საუბრობდნენ ქართულ ენაზე. მათში ან სისხლის ან ენის შერევა არ იწვევს მათთვის კავკასიელობის ჩამორთმევის პროცედურის დაწყებას! და ვაფშემც დღეს არ ვიცი და ადრე კავკასია საკმაოდ შორს ვრცელდებოდა სამხრეთით!--Surprizi განხილვაწვლილი 11:57, 16 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

პრობლემა

რედაქტირება

გამარჯობა :) ნუ მაინტერესებს ეგ გვერდი არის თვითონ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებზე თუ მარტო სისხლით კავკასიელებზე (ქართველები, აფხაზები, ჩეჩნები,...) ? თუ არის მარტო სისხლით კავკასიელ ხალხებზე რატომ არიან ნახსენები ყალმუყები (ბოდიში თუ ცუდად დავწერე) და არა ოსები, აზერები, სომხები ? Tifliselivar განხილვაწვლილი 15:04, 23 მაისი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „კავკასიელი ხალხები“-ზე დაბრუნება.