განხილვა:იუტლანდია
რატომ იუტლადია და არა იუტლანდია? --borbolia777 18:23, 5 მაისი 2010 (UTC)
ეს გვერდი წასაშლელია. აქ არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი გამოყენებული იყო სტატიაში იუტლანდიის ნახევარკუნძული (+ რუკაც იგივე იყო), გარდა ამისა მოვახდინე გარკვეული ინფორმაციის გადატანა აქედან ნახევარკუნძულის სტატიაში. საოცარი ისაა, რომ ეს სტატიები ერთ დღესაა შექმნილი ერთიდაიგივე მომხმარებლის მიერ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 06:46, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
რა დაინახე საინტერესოა საოცრება?. ინფორმაციის იგივეობას თუ გულისხმობ სწორედ მასე იყო უცხოურ ვიკიპედიებში, თუმცა აბსოლუტური კოპიო არ ყოფილა. ინგლისურში და გერმანულში ეს ორი სტატია განცალკევებულიაde:Kimbrische Halbinselen:Jutland Peninsula, სწორედ მაგის მიხედვით ვიხელმძღვანელე. მარტო შენი სურვილით ეს სტატია არ წაიშლება. ნ
საოცარი რაც იყო დავწერე უკვე (მსგავსი რუკები, ტექსტი). მარტო ჩემი სურვიილით რომ მდომოდა წაშლა აქამდე წავშლიდი. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:12, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
საოცარია ესეც რაც დაწერე. მოგყავს ორი უცხოენოვანი ბმული და წერ რომ განცალკევებულიაო არადა გერმანული ბმულიდან სწორედ მაგ ინგლისურზე გადადიხარ საერთაშორისო ბმულით. განცალკევებული რაღას ნიშნავს?— ჯაბა ლაბაძე (გ) 07:17, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
პ.ს. ქართული რეალობა მხოლოდ ერთ იუტლანდიას იცნობს და იმასაც ნახევარკუნძულს. გადაშალე საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 82 სადაც წაიკითხავ:
„იუტლანდია (დან. Jylland, გერმ. Jütland) - ნახევარკუნძული ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს შორის; დანია და გფრ.“
|
რაც ადასტურებს რომ ორი სტატიის არსებობა მსგავსი ტექსტით არაა მიზანშეწონილი. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:26, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
განცალკევებული რას ნიშნავს და ორი დამოუკიდებელი სტატიაა, ერთი იუტლანდია და მეორე იუტლანდიის ნახევარკუნძული. ინგლისურ ან გერმანულ ორივე ვერსიას გადაავლე თვალი და მერე აღარ იქნები გაოცებული, იქაც იგივე ინფორმაცია და რუკაა :))). ხოლო რაც შეეხება, საბჭოთა საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს და ვინმე ამბობს რომ ბუნებაში იორი იუტლანდია არსებობს?. ეს სტატია უშუალოდ ნახევარკუნძულის დანიურ ნაწილს ეხება :).— ნიკა (გ) 07:48, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
საბჭოთა მაგ წიგნს არ ერთვის წინ კარგად გადავხედე. შენ თვითონ გადახედე სტატიას დანიურ ენაზე და იქნებ იქ აღმოაჩინო რამე საინტერესო. თვით დანიელები წერენ ნახევარკუნძულზე და მეტი სტატია არ აქვთ და ქართულში რაიმე მეორე მსგავს სტატიის არსებობას რა აზრი აქვს? ინგლისური რომ მოგყავს ნიმუშად ძალიან კარგად იცი რომ ეს არ გამოგადგება. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:52, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
პ.ს შენი ლოგიკით აბა გერმანულ ნაწილზეც უნდა შევქმნათ სტატია მსგავსი ტექსტით. — ჯაბა ლაბაძე (გ) 07:55, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
რომ წერ
„ეს სტატია უშუალოდ ნახევარკუნძულის დანიურ ნაწილს ეხება-ო“
|
კატეგორია ვინ ჩაუსვა დანიის ნახევარკუნძულები? თუ დანიურ ნაწილს ეხება მაშინ ეს საჭირო აღარაა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 08:04, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
და რამე პრობლემა არის იმაში რომ გერმანულ ნაწილზე შეიქმნას სტატია?, ანალოგიური ტექსტი კი ნამდვილად არ ექნება. რატომ არ არის საჭირო ეგ კატეგორია, დანიაში სხვა ნახევარკუნძულებიცაა მათზე რომ შეიქმნება სტატიები ისინი ერთ კატეგორიასი მოექცევიან en:Category:Peninsulas of Denmark. და საერთოდ ვერ ვხვდები რა გინდა, რატომ უნდა წაიშალოს ეს სტატია, განა მკითხველს იუტლანდიის დანიურ ნაწილზე რამე არასწორ ინფორმაციას აწვდის?. ნიკა
შენ თუ ვერ ხვდები რამეს ეგ შენი პრობლემაა. მე მგონია რომ ეს სტატია უნდა შეერწყას ამ სტატიას (თუმცა უკვე იგივე ტექსტი დევს აქ) ხოლო აქედან გადადამისამართება უნდა გაკეთდეს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 09:01, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
როგორც ჩანს ჩვენ ვერ შევთანხმდებით, სამწუხაროდ. დაველოდოთ სხვების აზრსაც. ნიკა
- გერმანული ენა ერთმანეთისაგან ამ შემთხვევაში განასხვავებს იუტლანდიასა და კიმბრიას. ერთი რეგიონია, ხოლო მეორე ნკ. ქართულ ენაში ამგვარი დაყოფა აქ არ გვაქვს (ისევე როგორც რუსებს და სხვა მრავალ ენას კიდევ... საერთ. ბმულებს გადახედეთ, მიხვდებით რომ თითქმის ყველა ენაში იუტლანდიის რეგიონი და იუტლანდიის ნკ ერთადაა განხილული. რუსული სტატია ru:Ютландия - პირველივე სიტყვაა ნახევარკუნძული). ასე რომ, ეს სტატიები შესარწყმელია. — დავით პასუხი 09:05, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
რედაქტირების კონფლიქტი:
ნიკა რას იტყვი იმაზე რომ ამ სტატიას დავამატე ბმულები? რატომ მაგას აღარ შლი? შეხედე რას წერენ ეგენი იუტლანდიაზე. — ჯაბა ლაბაძე (გ) 09:10, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
საერთოდ ძალიან არ მსიამოვნებს ასეთ განხილვებში მონაწილეობა. არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა, ეს სტატია უშუალოდ ნახევარკუნძულის დანიურ ნაწილს ეხება, რა არ შეძლება ასეთი სტატია შეიქმნას?. მე ამ განხილვაში საერთოდ აღარ მივიღებ მონაწილეობას, ჩემი აზრი უკვე იცით ამ საკითხთან დაკავშირებით. ლირიკული გადახვევა: უბრალოდ ძალიან ცუდია სხვის ნამუშევარს ასე უდიერად რომ ეპყრობით და ასე ერთი ხელისმოსმით წყვიტავთ წაიშალოს თუ არა. ნახვამდის. ნიკა
- ბოდიში მოიხადე: მე (ჩვენ) ყველას ნამუშევარს პატივს ვცემ(თ), მათ შორის შენსაც. თუ დავინახე, რომ ჩემი ნამუშევარი არ შეესაბამება რაიმე წესს, უპრობლემოდ წავაშლევინებ ადმინისტრატორს — შენც ასევე უნდა იყო, ვიკიპედიაა ეს და არა ჩვენი ეგოიზმის დაკმაყოფილების ადგილი. კიდევ გავიმეორებ: ქართული გაგებით იუტლანდიაში უკვე ნახევარკუნძული იგულისხმება, განსხვავებით გერმანულისაგან, რომელშიც რეგიონისა და ნკ–ის აღსანიშნავად სრულიად სხვადასხვა სიტყვები იხმარება. ქართული ენა არ ყოფს იუტლანდიას გერმანულ და დანიურ ნაწილებად (ასეა ყველა ენა, გარდა გერმანულისა და ინგლისურისა). — დავით პასუხი 11:11, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
რაღა უნდა ილაპარაკო დათომ ამომწურავი პასუხი დაწერა და ცემი სათქმელიც თქვა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:22, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
იუტლანდიის ნახევარკუნძული და იუტლანდია - ეს ორი სტატია ნიკას ნამუშევარია. ორივე სტატია უნდა დარჩეს. მე გთავაზობთ შემდეგს ერთს დაერქვას როგორც გერმანულში de:Kimbrische Halbinsel და მეორეს იუტლანდია. ერთს ექნება საერთაშორისო ბმული მხოლოდ გერმანული და ინგლისური, ხოლო მეორეს მრავალი . ან ორივე სტატიას უნდა დაერქვას იუტლანდია (დათოს ვეთანხმები) და ერთს დავარქვათ იუტლანდია (ისტორიული). --ცანგალა (გ) 16:58, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
ასეთი პასუხი მოსალოდნელი იყო. ახლა კითხვები:
- რატომ შემოგაქვს უცხოური (გერმანული) ტერმინი?
- სად, რომელ ქართულ ლექსიკონში წერია წერია კიმბრია?
- რომ ამბობ უნდა დარჩესო არგუმენტი სადაა?
- დათოს რაში ეთანხმები? ვერ გავიგე და ვკითხულობ.
გარდა ამისა დანიურში არაა ასე დაყოფილი (ნახეთ ეს სტატია და დარწმუნდები ამაში) და ქართული ვიკიპედია რატომ იჩენს ასეთ „ინიციატივას“? — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:08, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
- პასუხი ჯაბას:
- უცხოური (გერმანული) ტერმინი, რომ არ შემომეტანა ამიტომ სტატიას დავარქვი იუტლანდია (ისტორიული). კიმბრები - ასეთი ტერმინი ქართულში არსებობს - ესენი არიან გერმანული ტომები, რომლებიც თავდაპირველად იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ;
- მე ეს რომ ვერ ვნახე ამიტომ დავწერე იუტლანდია (ისტორიული).
- არგუმენტი გერმანული და ინგლისური ვიკიპედიებია - ოღონდ იქნება იუტლანდია (ისტორიული)
- ქართული გაგებით იუტლანდიაში უკვე ნახევარკუნძული იგულისხმება, განსხვავებით გერმანულისაგან, რომელშიც რეგიონისა და ნკ–ის აღსანიშნავად სრულიად სხვადასხვა სიტყვები იხმარება - ამაში ვეთანხმები დათოს
„ქართული ენა არ ყოფს იუტლანდიას გერმანულ და დანიურ ნაწილებად“
|
- დათოს ეკუთვნის.
აი რას ვკითხულობთ ქსე-ში ჩრდილოეთის დიდი ნაწილი ეკუთვნის დანიას, სამხრეთი - გფრ-ს (ქსე, ტ. 5, გვ. 284, თბ., 1980). ამიტომ ვსაუბრობ იმაზე, რომ იყოს ორივე სტატია, რომელიც ერთმანეთსი მრავალმნიშვნელობის გვერდით დავუკავშირებთ. იუტლანდია (მრავალმნიშვნელოვანი) - ამას შეიძლება დაემატოს იუტლანდია (ისტორიული).
ახლა პასუხი ნიკას: არ შეიძლება ასე ხელის მოსმით წასვლა. უნდა იცოდე შენი ნამუშევრის დაცვა, თუ რასაკვირველია თავს მართებულად გრძნობ. ცანგალა (გ) 18:34, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
გაუგებარია:
- შენ რატომ არქმევ მაგ სახელებს? საიდან? რის საფუძველზე? ხო კიდევ შენი მოტანილი კიმბრები ეთნოგრაფიული ტერმინია და არა გეოგრაფიული.
- აი რას ვკითხულობთ ქსე-ში ჩრდილოეთის დიდი ნაწილი ეკუთვნის დანიას, სამხრეთი - გფრ-ს (ქსე, ტ. 5, გვ. 284, თბ., 1980). ამიტომ ვსაუბრობ იმაზე, რომ იყოს ორივე სტატია, ეს ვერ გავიგე. ინდოჩინეთის ნახევარკუნძული 4 ქვეყანას ეკუთვნის და ოთხ სტატიას ხომ არ დავწერთ? გარდა ამისა იუტლანდიის ნახევარკუნძულის გერმანულ ნაწილზე უკვე წერია სტატია.
- გერმანული და ინგლისური ოღონდ... აი ეს ოღონდ არ მომწონს.
ვიმეორებ დანიურში არაა ასე და ქართულშიც თავს ნუ გავიცხელებთ. მე მესმის შენი პოზიცია ცანგალა. სტატიის წაშლა არ გიყვარს. ერთწინადადებიან სტატიებს იცავ და ბუნებრივია ამასაც დაიცავ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 18:49, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
- დანიურად Jylland, ე. ი. ტ-ს გარეშე, მაგრამ ქართულში დამკვიდრდა ტ-თი (როგორც გერმანულში და რუსულში). იუტლანდია (ისტორიული) - შეიძლება დანიელებს არ სურთ ისტორია დაწერონ, როგრც მრავალ ქვეყნების ისტორია გაორებულია (მაგ., აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და პრობლემები სხვა ქვეყნებში). გერ,ანელებს უწერიათ, რომ Sie findet sich beispielsweise in Ptolemaios' Schrift Geographike Hyphegesis, Kap. II.x als Κιμβρικὴ Χερσονήσος (kimbrikè chersónesos). პტოლემეს en:Geography (Ptolemy) გეოგრაფიაში. რუსულში ვკითხულობთ: До этого, согласно Клавдию Птолемею, полуостров населяли тевтоны, кимвры и гаруды. ქართველმა მომხმარებელმა პტოლემეს რუკაზე აღნიშვნა, რომ წაიკითხოს უნდა მიხვდეს, რომ ეს არის იუტლანდია (ისტორიული). ქართულ ვიკიში დაიწერებოდა სტატია იუტლანდია (ისტორიული) და მივუთითებდით, რომ ისტორიულად გერმანელი ტომებიდან გამომდინარე კიმბრიის ნახევარკუნძულს უწოდებდნენ, მაგრამ ქართულში ეს ტერმინი არ არის დამკვიდრებული (ესეც გასარკვევია - შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ლიტერატურა, სადაც შეგვიძლია ჩავიხედოთ) და ა. შ. ოღონდ ორივე სტატიაში ერთიდაიგივე ტექსტი ნამდვილად არ უნდა იყოს გამოყენებული. ნიკას ვთხოვ ეს ყველაფერი გაარკვიოს, მოიძიოს, არ დაიზაროს. კარგი იქნება, რომ ერთობლივად გადაწყდეს სტატიების ბედი. თუ ნიკა ამას არ მოიძიებს, მაშინ დავედოდოთ სხვების აზრსაც, რადგან ამჟამად ხმები თანაბრად გაიყო .--ცანგალა (გ) 20:12, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
ცანგალა ის რაც ახლა შენ თქვი ძალიან მარტივად ჩაიწერება ნახევარკუნძულის სტატიაში სულ ორი წინადადებით გაკეთდება სექცია ისტორია და ეგაა სულ. ნიკას რაც შეეხება ან ვერ მიხვდა რა ხდება აქ ან არ უნდა მიხვდეს. მისივე შენდამი მოწერილი წერილიდან რომ ვიმსჯელოთ მას ჩვენთან დროებით არ უნდა თანამშრომლობა (ანუ თვითონაც ვერ გაურკვევია რა უნდა). — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:18, 12 დეკემბერი 2010 (UTC)
- რას ნიშნავს ეს ორი სტატია ვერ გავიგე? ცისფერი მთებია? გავაერთიანოთ--GagaVaa განხილვაწვლილი 08:23, 17 თებერვალი 2014 (UTC)