განხილვა:ისიდა

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL

არანაირი ისიდა, არამედ "იზისი" ან ისისი, თუ არის ოსირისი, ანუბისი ე. ი. უნდა იყოს იზისი, ასეა სწორი, რუსულისა და სხვა სლავური ენების გარდა ყველა იზისს ეძახის, ეს ვარიანტი არის გადმოტანილი რუსულიდან, ასე არაა სწორი, გთხოვთ გაასწოროთ!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎Neweditor26 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

‎ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 1985 წ. გვ., 52 ისიდა --ჯაბა ლაბაძე 18:36, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი
ზუსტად მაგას ვამბობ, არასწორია აქ ბერძნული და რომაული, გინდა სლავური ვარიანტები, ეს უკვე ინდო-ევროპული ენაა, სწორი ეგვიპტური ვარიანტია იზისი, ისევე როგორც ნეფტისი, მაშინ ახსენით, რატომაა ანუბისი და არა ანუბიდა? მგონი უნდა მიხვდეთ რომ არასწორია, წყარო არცაა საჭირო, გადახედეთ როგორ უწოდებენ მას ინგლისურად, გინდა ლათინურად.

მომხმარებელი:Neweditor26 მომხმარებელი განხილვა:Neweditor26 1:06, 8 ივლისი 2013 (UTC)

რას ჰქვია წყარო არაა საჭირო? არასერიოზულია თქვენი მიდგომა.— მიხეილ მიწერა 20:12, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი
ის რომ ინგლისურად იზისს უწოდებენ და ლათინურადაც იგივეა წყაროდ არ ითვლება? ან მინიშნებად? თავდაპირველად მას იზისი ერქვა და ასე წერია ყველა უცხოურ წყაროში, სანამ ბერძნები და რომაელები ისიდას დაარქმევდნენ.

კარგით, მაშინ უბრალოდ გაითვალისწინეთ, იყოს ისიდა, მაგრამ ხალხს მაინც გაუკვირდება რატომ ისიდა და არა იზისი. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. კი რუსულიდანაა ნათარგმნი, ისევე როგორც ზენონ კოსედოვსკის - "როცა მზე იყო ღმერთი", იქაც გორი და ისიდაა ნახსენები, ასე იბნევა ხალხი, სად გორი და სად ჰორუსი, ან იზისი და ისიდა, უბრალოდ გაითვალისწინეთ.

მომხმარებელი:Neweditor26 მომხმარებელი განხილვა:Neweditor26 1:49, 9 ივლისი 2013 (UTC)

ჩვენ ახალ სახელებს ვერ დავამკვიდრებთ ქართულში. რასაც გვთავაზობს მეცნიერთა მიერ შედგენილი ლექსიკონი, ვეყრდნობით მას. — მიხეილ მიწერა 20:53, 8 ივლისი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „ისიდა“-ზე დაბრუნება.