განხილვა:იდიში

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Ouzo თემაში Untitled

Untitled რედაქტირება

იხ. დისკუსია განხილვა:ებრაული ენა. --Pirtskhalava 15:36, 30 ოქტომბერი 2009 (UTC)პასუხი

კარგი იქნებოდა ცოტაოტენი მაინც ინფორმაცია ყოფილიყო ამ ენის საქართველოში გამოყენების შესახებ.

XIX საუკუნიდან საქართველოში, განსაკუთრებულად თბილისში, თუმცა მცირე რაოდენობით ქუთაისში და ბათუმშიც არსებობდა და დღესაც არსებობს აშქენაზი მოსახლეობა. თბილისში დღესაც მოქმედებს აშქენაზ ებრაელთა ტაძარი, სადაც ე.წ. ქართველ ებრაელთა სეფარდული რიტისაგან განსხვავებული, აშქენაზური რიტის ღვთისმსახურებაა. პირადად მე თბილისში ვიცნობ აშქენაზური ებრაული წარმოშობის ადამიანებს, იდიშური გვარებით (-ერ, -მან დაბოლოებებით). ამიტომაც ვამბობ, იდიშს დანარჩენ ქალაქებში თუ არა, თბილისში ნამდვილად ექნებოდა რევოლუციამდე მაინც საკუთარი ადგილი და როლითუნდაც პატარა თეატრალური დასის სახით. საინტერესოა, ქსე-ში არ არის არავითარი ინფორმაცია იდიშის საქართველოში გავრცელების შესახებ?— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 87.159.206.157 (განხილვაწვლილი).

თბილისში არიან აშქენაზები, მათი სინაგოგაც არის დღემდე ლესელიძის ქუჩაზე (ქართველ ებრაელთა სინაგოგიდან ზემოთ, თავისუფლების მოედნისკენ), ვეფხისტყაოსნის ებრაულად მთარგმნელი ბორის გაპონოვიც აშქენაზი იყო, წარმოშობით ოდესელი ებრაელი (სხვათა შორის, ეს ითვლება ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად). ასე რომ მათზე შეიძლება ლიტერატურის მოძიება, მაგრამ მეეჭვება ქსე-ში რამე იყოს, ალბათ უფრო პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში.--Ouzo განხილვაწვლილი 17:06, 24 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

იდიში ტფილისში რედაქტირება

სამწუხაროდ აღარ მახსოვს სად წავიკითხე, მაგრამ ნამდვილად ვიცი არ ვცდები, რომ რევოლუციამდელ თბილისში, ზუბალაშვილის თეატრში (დღევანდელ მარჯანიშვილში) მოქმედებდა იდიშურენოვანი დასი; ასე რომ, რამდენიმე სხვა ენასთან ერთად, თავის დროზე იდიშს თბილისში თეატრშიც კი ჰქონდა თავისი როლი :)

გვერდ „იდიში“-ზე დაბრუნება.