განხილვა:თვე
ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala
ამოვიღე აფხაზური და ოსური დასახელებები. აგრეთვე ძველი ქართული გადავაკეთე ხალხური სახელწოდებებზე, რადგან აგრეთვე არსებობს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სახელწოდებები.--ცანგალა (გ) 19:48, 24 დეკემბერი 2010 (UTC)
და რატომ ამოიღე აფხაზური და ოსური? ჯერ ამოიღე და მერე წერ! აქ ხალხური აფხაზური და ოსური სახელები ეწერა, რომლებიც ქართული ხალხური სახელებიდან არიან წარმოშობილნი. --თეიმურაზი (გ) 19:54, 24 დეკემბერი 2010 (UTC)
თუ იცი წარმართული სახელწოდებები, შემოიტანე--თეიმურაზი (გ) 19:54, 24 დეკემბერი 2010 (UTC)
- მაგ. სტატიებში ივნისი და ნოემბერი წერია ძველი ქართული წარმართული კალენდრით სახელწოდებები. სად წერია ინფორმაცია (წყარო), რომ აფხაზური და ოსური სახელები ქართული ხალხური სახელებიდან არის წარმოქმნილი? ქართულ ვიკიში ქართული სახელების შესახებ იყოს ინფორმაცია. არსებობს აფხაზური (თუ არ ვცდები ადმინისტრატორი ხარ) და ოსური ვიკიპედიები და იქ შეიძლება მათზე ინფორმაციის მიღება. ცანგალა (გ) 20:17, 24 დეკემბერი 2010 (UTC)