განხილვა:თბილისის დაარსება

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 212.58.103.226 თემაში ისტორია
ვიკიციტატა

ისტორია

თბილისის ხედი XIX საუკუნეში

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.

დაარსება

აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

პირდაპირ კოპირებულია სტატია თბილისიდან. ან უნდა განივრცოს და ან უნდა წაიშალოს, რადგან ზუსტად იგივე წერია სტატია თბილისში, რაც აქ. — GIO→13 10:45, 18 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

თუ არავინ განავრცობს, მაშინ გადამისამართდეს სტატია თბილისის დაარსების სექციაზე--შოთა [UT] 15:36, 30 ივლისი 2013 (UTC)პასუხი
ამის განმავრცობელი არავინ ჩანს, ვამისამართებ თბილისის დაარსების სექციაზე--შოთა [UT] 09:18, 26 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი
გაკეთდა--შოთა [UT] 09:19, 26 აგვისტო 2013 (UTC)პასუხი
კკკკ 212.58.103.226 15:51, 8 დეკემბერი 2022 (UTC)პასუხი

რატომ ქვია თბილისს თბილისი რედაქტირება

რატო ქვია თბილისს თბილისი 94.43.227.244 11:39, 18 დეკემბერი 2021 (UTC)პასუხი

გვერდ „თბილისის დაარსება“-ზე დაბრუნება.