განხილვა:თავისუფლების ლიგა
პატივცემულო zangala! არ შეიძლება "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან" სტატიების პირდაპირ, სიმართლისა და სიცრუის გარკვევის გარეშე, გადმოტანა ვიკიპედიაში. ეს, პირველყოვლისა, ეხება იმ ტერმინ-სტატიებს, რომლებიც ეძღვნება საქართველოს ისტორიის (განსაკუთრებით - ახალი და უახლესი ისტორიის) საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია მეტად ტენდენციურად, საბჭოთა კონიუნქტურის მოთხოვნების შესაბამისად, განიხილავდა ამ საკითხებს. ქსე-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ასეთი ტენდენციური სტატია გახლავთ ზ. შველიძის "თავისუფლების ლიგა". ლევზურ
პატივცემულო ლევზურ! სასურველია ვიკიპედიაში სტატიები მიკერძოებული არ იყოს (ზოგიერთი სტატიები წაიშალა კიდეც, რადგან მომხმარებლებმა ჩათვალეს მიკერძოებულ სტატიად). ამიტომ მე ყოველთვის ვუთითებ წყაროს (ქსე), რომ მკითხველისთვის ნათელი იყოს, თუ ინფორმაცია საიდან არის. კარგი იქნება, თუ თქვენც მიუთითებთ წყაროს, ლიტერატურას. როგორც ქსე-ში წერია ზ. შველიძეს გამოყენებულია აქვს: წყარო: გ. გიორგაძე, "თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში" (1870-1902), წგნ. 1, ტფ. 1929. ლიტერატურა: ფ. მახარაძის, ვ. ონიანის, ზ. შველიძისა და ს. ხუნდაძის "სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში", ტ. 1, ტფ. 1927. ცანგალა (გ) 10:20, 5 აგვისტო 2007 (UTC)
წყარო გნებავთ? კი ბატონო! როგორც ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე, მივუთითებ საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწიფო საისტორიო არქივის 157-ე ფონდის პირველი აღწერის 430-ე საქმეს (1895-1896 წწ), რომელიც მთლიანად ეძღვნება "საქართველოს თავისუფლების ლიგის" საქმიანობას (წარმოადგენს რა ამ ლიგის მესვეურთა საგამოძიებო საქმეს). ამ საქმეში ფ. მახარაძის და მის მსგავს ოდიოზურ, ქართველთმოძულე ბოლშევიკთა ჭაჭანებაც კი არ არის. ამასთან, გთხოვთ, იხილოთ ალ. ბენდიანიშვილის მონოგრაფია "ეროვნული საკითხი საქართველოში (1801-1921)" (თბილისი, 1980, გვ. 163) და ავტორთა კოლექტივის სახელმძღვანელო თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ”საქართველოს ისტორია. XIX საუკუნე” (თბილისი, გამომცემლობა "არტანუჯი", 2004, გვ. 212-214). ასე, რომ, აქ ტვინნაღრძობი ფ. მახარაძის და ბოლშევიზმის მეხოტბე ისტორიკოსების სიმონ ხუნდაძის და ზაქარია შველიძის უკიდურესად ტენდენციური ნააზრევის მოტანა დადებითად ნამდვილად არ ახასიათებს ადამიანს. გარდა ამისა, "ქსე" წყარო (ისტორიული წყარო) არ გახლავთ. ამ ენციკლოპედიური გამოცემის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი ტერმინ-სტატიების გამოყენება კრიტიკული მიდგომის გარეშე დაუშვებელია, ვინაიდან ამ სტატიების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კონიუნქტურის მოთხოვნების შესაბამისად არის შედგენილი. საუბედუროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფიის წარმომადგენლები, საბჭოთა რეჟიმისთვის მაამებლობის მიზნით, არც თუ იშვიათად, აყალბებდნენ არა თუ ისტორიულ ფაქტებს, არამედ ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემებსაც კი. ამიტომ, დღეს ქართული ისტორიოგრაფია დგას იმ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე, რომ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია (1783-1990) ფაქტობრივად ხელახლაა დასაწერი. ქართული ვიკიპედიაც სწორედ იმისთვის უნდა ზრუნავდეს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს ისტორიაში ჭარბად არსებული "თეთრი ლაქების" აღმოფხვრას. და კიდევ: ვეჭვობ, რომ თქვენ მიერ მითითებული რომელიმე გამოცემა წაკითხული გქონდეთ (ისინი მითითებულია ქსე-ს ტერმინ-სტატიის ბოლოში). წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ფრთხილი იქნებოდით მათი დამოწმებისას. მაგალითად, ფ. მახარაძე თავის მოგონებებში გადაჭრით უარყოფს მის რაიმე კავშირს "საქართველოს თავისუფლების ლიგასთან", მოიხსენიებს რა ამ ორგანიზაციას, როგორც "ნაციონალისტურ" და "წვრილბურჟუაზიულ" გაერთიანებას. პატივისცემით, ლევზურ 6:52, 6 აგვისტო 2007
დიდი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისთვის. მე არ დამიწერია, რომ მე მაქვს წაკითხული წყაროები და ლიტერატურა. თქვენ შეგიძლია კვლავ ნახოთ, რომ მიწერია:"როგორც ქსე-ში წერია ზ. შველიძეს გამოყენებული აქვს: და ა. შ." სილოვან ხუნდაძე - თქვენი დაწერილი ბიოგრაფიული სტატიაა ("აქ ტვინნაღრძობი ფ. მახარაძის და ბოლშევიზმის მეხოტბე ისტორიკოსების სიმონ ხუნდაძის და ზაქარია შველიძის უკიდურესად ტენდენციური ნააზრევის მოტანა დადებითად ნამდვილად არ ახასიათებს ადამიანს") - თუ ს. ხუნდაძე ფ. მახარიძის მეხოტბე იყო ბიოგრაფიულ ნარკვევში, თუ კარგად წავიკითხე - არ გიწერიათ. ისე თქვენს მიერ დაწერილ სტატიებს, როდესაც ვკითხულობ საბჭოთა წერის სტილს მაგონებს (მიკერძოებულია). საბჭოთა ეპოქის დროს თუ ისტორიკოსები საბჭოთა ეპოქის, პიროვნებების ქება-დიდებაში იყვნენ (გარკვეული მიზეზების გამო), ამჟამად თქვენ პირიქით (მაგ. "ტვინნაღრძობი ფ. მახარაძის") (გარკვეული მიზეზების გამო). ხოლო გარკვეული პიროვნებების, ეპოქის ქება-დიდებას თქვენც ისევე წერთ, როგორც ქსე-ში და საერთოდ საბჭოთა ისტორიკოსები აშუქებდნენ. ალბათ მომხმარებლისთვის ყოველთვის საინტერესოა წაიკითხოს ნეიტრალური სტატია, რომ მათ ჰქონდეს საშუალება თვითონ შეაფასოს ესა თუ ის ეპოქა, მოვლენა, პიროვნება. გისურვებთ წარმატებებს. პატივისცემით --ცანგალა (გ) 11:41, 6 აგვისტო 2007 (UTC)
ძალზე სამწუხაროა, რომ ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევიათ გამოჩენილი პედაგოგი და მამულიშვილი სილოვან თომას ძე ხუნდაძე (1860-1928), რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს "საქართველოს თავისუფლების ლიგას" და სწორედ საბჭოთა რეჟიმის მეხოტბე ისტორიკოსი სიმონ ირაკლის ძე ხუნდაძე (მის შესახებ იხილეთ - ქსე,ტ. 11, თბილისი, 1987, გვ. 515). რატომღაც, თქვენ გაგაცხარათ ქართველთმოძულე ფ. მახარაძის მისამართით ნათქვამმა სიტყვამ ("ტვინნაღრძობი"). განა, შეიძლება სხვა რამ უწოდო ადამიანს, რომელმაც ნ. ჟორდანიასთან ერთად იდეოლოგიურად მოამზადა დიდი ილია ჭავჭავაძის მკვლელობა?! თუმცა, როგორც ხედავთ, მე ამ სიტყვას ვხმარობ მარტოოდენ სადისკუსიო გვერდზე და არა ტერმინ-სტატიაში. ამასთან, ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენი მხრიდან პროფესიონალთან ასე უტიფრად საუბარი (მეტადრე მაშინ, როდესაც არ გაგაჩნიათ საამისო არანაირი არგუმენტი)? სასაცილოა, რომ მე დამწამოს ვინმემ "საბჭოთა წერის სტილი". იქნებ, სანამ რამეს დაწერდეთ, ცოტა უკეთ გარკვეულიყავით, თუ ვინ რა მოღვაწეობას ეწევა და რა რეპუტაციით სარგებლობს? მერწმუნეთ, ეს თქვენთვისვე იქნებოდა უკეთესი. პატივისცემით, ლევზურ 17:39, 6 აგვისტო 2007
დიდხანს ვფიქრობდი პასუხი დამეწა, თუ არა თქვენთვის. არავისთვის არ მინდა გულის ტკენა. მაგრამ მაინც გადავწყვიტე დაწერა. იმედია გულს არ გატკენთ. მე არ დაგწამეთ "საბჭოთა წერის სტილი" (სამწუხაროდ თითოეული თქვენს სტატიებში ქება-დიდებაა) - თქვენი ერთი სტატია, როგორც მიკერძოებული ვიკიპედიის მომხმარებელთა გადაწყვიტილებით წაიშალა, ხოლო მეორე სტატიას უწერია თარგი:მიკერძოებული, რომელსაც თქვენ თვითონ შლით ხოლმე, რადგან თქვენ მიგაჩნიათ, რომ არ არის მიკერძოებული. ფ. მახარაძის მიმართ ნათქვამ სიტყვას ("ტვინნაღრძობი") სულ არ გაუცხარებივარ (ცდებით). უბრალოდ მე გული მატკინა ქართველი მეცნიერის ტერმინოლოგიამ თუნდაც, როგორც თქვენ აღნიშნავთ "ვხმარობ მარტოოდენ სადისკუსიო გვერდზე და არა ტერმინ-სტატიაში" (და მარტო ცანგალასთან :))) თუ ასეა - მაშინ ასატანია). ხოლო არ ცოდნა ორი ხუნდაძის არსებობის შესახებ ამაში მე პირადად არაფერს ვხედავ საგანგაშოს (არ ცოდნა არ ცოდვა არისო - გამიგია). "სანამ რამეს დაწერდეთ, ცოტა უკეთ გარკვეულიყავით, თუ ვინ რა მოღვაწეობას ეწევა და რა რეპუტაციით სარგებლობს?" - ეს ნამდვილად ნაკლებად მაინტერესებს იმ მეცნიერის შესახებ, რომელიც თუნდაც მარტოოდენ სადისკუსიო გვერდზე ("ტვინნაღრძობი") ასეთ გამონათქვამებებს ხმარობს, თუნდაც ეს პიროვნება ფ. მახარაძეა. გისურვებთ წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში. პატივისცემით --ცანგალა (გ) 14:44, 6 აგვისტო 2007 (UTC)
ძალზე სამწუხაროა, რომ თქვენისთანა ადამიანი კადნიერდება ხელი მოკიდოს საენციკლოპედიო სტატიების წერას (თუმცა, თქვენ ხომ მარტოოდენ "ქსე"-დან ახდენთ სტატიების გადაწერას). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც არ იცის მშობლიურ ენაზე გამართულად წერა, ასეთ საქმეს ხელს არ უნდა კიდებდეს. თქვენი ბოლო პასუხი კი საერთოდ არ არის არანაირი ყურადღების ღირსი. პატივისცემით, ლევზურ 01:19, 7 აგვისტო 2007