განხილვა:ზურაბ ავალიშვილი

ბოლო კომენტარი: 1 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა GeorgaOnMy Mind თემაში დაბადების თარიღი

მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პიროვნების ან მოვლენის შესახებ ტერმინ-სტატია შეტანილია ენციკლოპედიაში "საქართველო", ყოვლად დაუშვებელია, რომ იგივე პიროვნებაზე ან მოვლენაზე ტერმინ-სტატია გადმოტანილ იქნას ე.წ. "ქსე"-დან! ლიტერატურაშიც მითითებული უნდა იყოს ენციკლოპედია "საქართველო" და არა ქსე. ქსე-ში შეტანილი უკლებლივ ყველა ტერმინ-სტატია, რომლებიც ეძღვნება საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას, საბჭოთა კონიუნქტურის დამღით არის დაღდასმული და ატარებს აშკარად გამოხატულ სუბიექტურ ხასიათს. ეს არის ორჯერ ორი და ამ საკითხზე დავა ყოვლად უადგილოა. ლევზურ, 02:42, 19 ოქტომბერი 2007

არაფერი დაშავდება ორივე რომ იყოს მითითებული, და ურთიერთგამომრიცხავი და საკამათო ფაქტები კი განხილვის გვერდზე ანუ აქ განიხილებოდეს; და არა რომელიმე წყაროს კატეგორიული უგულვებელყოფა ხდებოდეს გიგა 05:44, 19 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

ჩემო ბატონო გიგა! ჯერ ერთი, ქსე ვერასგზით ვერ გამოდგება სანდო და მიუკერძოებელ წყაროდ, ვინაიდან ამის მიზეზი სავსებით ნათლად არის მითითებული ჩემს შენიშვნაში. მეორე, - თუ შესაბამისი ტერმინ-სტატია შეტანილია ენციკლოპედიაში "საქართველო" (რომლის მეორე ტომი მალე იხილავს დღის სინათლეს), იგივე პიროვნებაზე ან ისტორიულ მოვლენაზე ტერმინ-სტატიის ქსე-დან დამოწმება ყოვლად უადგილოა. გარდა ამისა, იქნებ მიხედოთ თქვენს ასევე უადგილო მენტორულ ტონს, რაც თქვენი ასაკის ადამიანს არ შეშვენის. ლევზურ 00:38, 20 ოქტომბერი 2007

ენციკლოპედიაში "საქართველო" - უკვე ოთხი წელია გასული და მეორე ტომს დღის სინათლე არ უხილავს. აგრეთვე ენციკლოპედიაში "საქართველო" მრავალი სტატია თავისი ფაქტებით შეუცვლელად არის შეტანილი ქსე-დან.--ცანგალა () 21:18, 18 მაისი 2011 (UTC)პასუხი

დაბადების თარიღი

რედაქტირება

დაბადების თარიღი 1876 წელი. წყარო: ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1990 წ. გარეკნის მესამე გვერდი. — ჯაბა ლაბა 15:15, 17 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ავალიშვილი დადასტურებულად დაიბადა 1874 წელს GeorgaOnMy Mind (განხილვა/წვლილი) 20:44, 24 ოქტომბერი 2024 (UTC)პასუხი

გადმოსვენების თარიღი

რედაქტირება

1993 წელს გადმოასვენეს. ტექსტში შეცდომით 1944 წელი წერია სიკვდილის და გადმოსვენების თარიღადაც. ჩავასწორე, მაგრამ არ ჩანს. --92.86.82.61 10:10, 21 მაისი 2020 (UTC)პასუხი

გვერდ „ზურაბ ავალიშვილი“-ზე დაბრუნება.