განხილვა:ვილემ რუბრუკი

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ლაბაძე93

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989 წ., გვ., 302 რუბრუკი, რ უ ბ რ უ კ ვ ი ს ი, ვილემ — ფლამანდელი მოგზაური, ბერი, აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (დ. 1215-სა და 1220 -ს შორის - გ. 1293) - შემთხვევით ეს პიროვნება ხომ არ არის? თუ ესაა მაშინ გადასატანია სათაური ისე როგორც ამას სახელმძღვანელოზე მეტად სანდო წყარო გვეუბნება. --ჯაბა ლაბაძე 17:56, 13 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

თედო თოდუა, გიიომ დე რუბრუკი და საქართველოს ისტორია/ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კრებული. - თბილისი, 2008. - გვ.102-104. - რეზ. ინგლ. ენ.[MFN: 42720] ასე, რომ თუ ამ დოკუმენტს დავეყრდნობით, სჯობს ასე გადავიტანო - გიიომ დე რუბრუკი.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 09:28, 14 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

სამეცნიერო კრებულზე მეტად ორთოგრაფიულ ლექსიკონს უფრო დაეჯერება. გარდა ამისა მინდა გავითვალისწინოთ: განხილვაში რაიმეს დაწერისთანავე ნუ გადავიტანთ სათაურს. ეს ვიკიპედიაში დაუწერელი, ლოგიკური წესია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც (როდესაც ისედაც ცხადია სატაურის სისწორე მაგას ლოდინი არ უნდა), ამ შემთხვევას კი გამონაკლისს ვერ ვუწოდებთ, უნდა დაველოდოთ რას იტყვიან სხვა მომხმარებლები. --ჯაბა ლაბაძე 14:24, 14 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი
ვერ ვიგებ, რამე წინააღმდეგობაა მაგ ორ წყაროს შორის? Deu. 16:43, 14 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი
მგონი ორივე ერთსა და იმავეს ამბობს და ამჟამინდელი სათაურიც შეესაბამება მაგათ. რაც შეეხება „დე“-ს, ეს ფრანგული თავადური გვარის შემადგენელი ნაწილია და საჭიროა, როგორც ეს ინტერვიკიდანაც ჩანს. Deu. 16:44, 14 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

დათო ერთი ამბობს ვილემ-ს მეორე გიიომ-ს ეს თუ ერთიდაიგივეა მე მაშინ ხმას აღარ ვიღებ. ვიღიმი --ჯაბა ლაბაძე 18:53, 14 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გამოკითხვა ხო მარ ჩავატაროთ? :) თუ უკვე ცხადია და გადავიტანოთ სხვა სათაურზე, როგორც ჩვენი ვიკიპედია მოითხოვს? :)--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 12:37, 15 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

რადგან ვილემითაც არის ცნობილი, კარგი იქნებოდა ეს სტატიაში გამოგვეჩინა. – ოთოჯი განხილვა 12:53, 15 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

კარგი, სტატიაში გამოვაჩენ, მაგრამ სათაური დარჩეს ისე როგორცაა თუ გადავიტანო?--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 13:08, 15 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

და კიდე ერთი რაღაც, „ვილემ“ -ი ? თუ „უილაიმ“-ი?--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 13:18, 15 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ვილემ-ს გვეუბნება ორთოგრაფიული ლექსიკონი და სათაურიც უნდა იყოს ვილემ რუბრუკი. როდის ან რატომ გადაიქცა ეს სახელი გიიომად, ან რომელმა ორგანიზაციამ იზრუნა ამაზე იქნებ მიმითითოთ. --ჯაბა ლაბაძე 14:44, 15 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გასაგებია ეგ, რომ სტატიის სათაურად გიიომი არ უნდა, მაგრამ სტატიაში მაინც უნდა გამოჩნდეს. რაც შეეხება (ორთოგრაფიული ლექსიკონის დიდი პატივისცემის მიუხედავად) ვილემი ეს ფრანგული სახელია და ქართულად უილიამად ითარგმნება. მანდაც ხომ შესაძლებელია შეცდომა იყოს არა. --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 07:02, 16 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

ლაბაძე (ბოდიში, სახელი არ ვიცი), მასე არაა ვიღიმი. რუბრუკი იყო ფლამადიელი; ფლამანდიელები საუბრობენ ნიდერლანდურ ენაზე; ნიდერლანდურ ენაზე ამ კაცის სახელია Willem (ვილემ). ეს სახელი არის იმ იშვიათ სახელთა შორის, რომელიც სხვადასხვა ენებზე ითარგმნებოდა შუა საუკუნეებში (სახელის უთარგმნელობის წესი გვიან დამკვიდრდა). ფრანგებმა მისი სახელი თარგმნეს, როგორც Guillaume (გიიომ), გერმანელებმა Wilhelm (ვილჰელმ), ინგლისელებმა კი William (უილიამ). რასაც შენ ამბობ, ფრანგული სახელია და უილიამია ქართულადო, დიდი შეცდომაა — უილიამი ინგლისურია, გიიომი ფრანგული, ვილემი ნიდერლანდური და ყველა ეს მოდის ძველი გერმანული ვილჰელმისაგან ვიღიმი.
ასე რომ, ვილემის წარმომავლობა დადგინდა. რაც შეეხება დე ნაწილაკს, ეს ფრანგული აღმატებული გვარის ნაწილაკია, ნიდერლანდურში ეს ნაწილაკი ითარგმნება, როგორც ვან (შდრ. ინტერვიკი, ასევე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი). რადგან ორთოგრაფიულმა ლექსიკონმა ამ ადამიანის ნიდერლანდური სახელი აირჩია, ვფიქრობ დე ნაწილაკის გამოყენება არ იქნება სწორი. ჯობია ეს ნაწილაკი ან საერთოდ არ გამოვიყენოთ (როგორც ლექსიკონშია), ან კიდევ ვან გამოვიყენოთ. სტატიის დასაწყისში უნდა მიეთითოს, რა ტქმა უნდა, ფრანგული სახელიც თავის დე ნაწილაკთან ერთად. Deu. 07:19, 16 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

სავსებით გასაგებია, დიდი მადლობა მითითებისთვი :) --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 07:22, 16 თებერვალი 2013 (UTC)პასუხი

გვერდ „ვილემ რუბრუკი“-ზე დაბრუნება.