განხილვა:ეფესოს საეკლესიო კრება
თუ შეიძლება რა, ეს არის ვიკიპედია და არა მართლმადიდებლური საიტი.
წინადადებები და სიტყვები როგორებიცაა "ცრუსწავლების", "ნესტორის მწვალებლობა" და ასე შემდეგ - დაუშვებელია ვიკიპედიაზე...
ნესტორი რატომაც არ გამოცხადდა კრებაზე დავწერე - რადგან მისი მთავარი მხარდამჭერი დელეგაცია იოანე ანტიოქიელის მეთაურობით გზაში იყო და არ უნდოდა უმცირესობაში ყოფნა. წმინდა კირილემ მაინც გახსნა კრება, რაზეც იმპერატორმა თავიდან სასტიკად გააკრიტიკა.— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lashab1991 (განხილვა • წვლილი) .
- და რას მოჰყვა ეს კომენტარი? ვერ გავიგე.--Ouzo განხილვაწვლილი 19:44, 27 მარტი 2011 (UTC)
რას და არასწორ სიტყვებს, როგორიცაა "ცრუსწავლება" და "ნესტორის მწვალებლობა". არ შეიძლება ენციკლოპედიაში ასე წერია. ვიღაცამ რომ დაწეროს ნესტორის გვერდზე: "კირილეს ცრუსწავლება, ეგ არაკაცი, ღვთის მაგინებელი" და ასე შემდეგ როგორი იქნება? ნახე ერთი როგორ წერია "წმინდა კირილე ალექსანდრიელი"-ს გვერდზე... "გაკერპებული მწვალებელი, ღვთის სასჯელს ვერ აცდა" და ასე შემდეგ... ეს არის ენციკლოპედია და არა ღვარძლის გადმოსანთხევი ადგილი...
რაც შეეხება ჩამატებას, აუცილებელია ეგ ჩამატება, რადგან ისე წერია, თითქოს ნესტორს არ უნდოდა კრებაზე გამოცხადება, მაგრამ არ წერია ამის მიზეზი, რაც მნიშვნელოვანია, თორემ გამოვა რომ ნესტორი კრებას არ სცემდა პატივს ან ეშინოდა იმის რომ წააგებდა... --- Lashab1991
- "ცრუსწავლება" და "ნესტორის მწვალებლობა" სრულიად ენციკლოპედიური სიტყვებია.--Ouzo განხილვაწვლილი 20:05, 27 მარტი 2011 (UTC)
აი შედით ნესტორიანელობის ინგლისურ გვერდზე: "Nestorianism is a Christological doctrine advanced by Nestorius", მოძებნეთ აბა სად წერია ამ გვერდზე რომ არის "false doctrine" ან რამე ამდაგვარი... მე ვნახე და არ იყო და იმედია არ მოხდება ეხლა შიგ ჩასწორება... მე რომ დავწერო მართლმადიდებლობის გვერდზე - "წმინდა კირილეს ცრუსწავლება" ჩაასწორებთ? არ შეიძლება ხალხო ასე... --- Lashab1991
- სტატია ეხება ეფესოს მსოფ;იო საეკლესიო კრებას და ამ კრების აზრი არის აქ გადმოცემული, რომელმაც დაადგინა, რომ ნესტორის სწავლება არის ცრუსწავლება. რა არის აქ გაუგებარი და საგანგაშო? ეს ხომ ეფესოს კრების დადგენილების გადმოცემაა, რასაც სტატია ეხება.--Ouzo განხილვაწვლილი 20:14, 27 მარტი 2011 (UTC)
სწორი ხართ, მაგრამ ნახეთ ეფესოს კრების ინგლისურ ვიკიპედიაზე როგორ წერია: "The council was called amid a dispute over the teachings of Nestorius", "his teachings were condemned as heresy." - აქ წერია რომ დაიგმო როგორც ცრუსწავლება, მაგრამ არ წერია ავტორის აზრი - არის თუ არა იგი ცრუსწავლება... ხოლო ამ სტატიაში წერია: "ნესტორის ცრუსწავლების განსასჯელად" - თვითონ ტონი არის არასწორი რა... ხედავთ რა განსხვავებაა ინგლისურ ვიკიპედიასა და ქართულს შორის?
აი თქვენ ნახეთ ეს http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94_I_(%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98) - ნახეთ აქ ფრაზები: "გაკერპებული მწვალებელი", "უფლის სასჯელს ვერ ასცდა" და ასე შემდეგ... აქ უფრო ჩანს ის რაც არ შეიძლება ვიკიპედიაზე, უბრალოდ ეფესოს კრების სტატიასაც ეტყობოდა ავტორის აზრი ამ ყველაფერზე, ტონზე ჩანდა რა... --- Lashab1991
- სტილის გაენციკლოპედიურება უნდა და თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 20:26, 27 მარტი 2011 (UTC)