განხილვა:ერეკლე II
ნამდვილად არასრულყოფილია !!!
მართლაც აუცილებლად დასამატებელია ბევრი დეტალი, რა თქმა უნდა წყაროებზე დაყრდნობით. თორემ რუსული და ინგლისური ტექსტებიდან მეტი რამ ჩანს ერეკლეზე.ვეცდები დავამატო, თუ მოსაწონი გამოვა.--46.49.33.226 08:43, 10 ნოემბერი 2011 (UTC)
- """თუმცა თბილისის შიდა ციხე დაანგრიეს, რადგან მტრის შემოსევის საშიშროება აღარ იყო""" ეს ახსენით. ქართული ვიკიპედია ხო ისედაც მიკერძოებულია, და ეს ახსენით რას ნიშნავს. მიზეზები ან წყაროთი უნდა გაამყაროთ, მაგალითად ვინმეს ცნობით, ან არ უნდა დაწეროთ. ვიღაცას ერეკლე ძალიან უყვარს და ხოტბას ასხამს და მიზეზებს პოულობს ყველა მის საეჭვოდ სარგებლიან ქცევაზე. სხვა მხრივ კი უბრალოდ რაღაცები მიანგრია. მრეწველობები შექმნაო წერია და კი შექმნა, მაგრამ მეტწილად თავისითაც შეიქმნა, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაში, წყარო რაზეც მოვიპოვე, მათ შორის დასავლეთ საქართველოშიც. მთლიანად არ წამიკითხავს, ალბათ მეზარბაზნეები ჭლექით დაეღუპაო გიწერიათ, ლოლ 2A0B:6204:34DB:1A00:E0AC:43CE:90F6:9E06 12:49, 8 ნოემბერი 2022 (UTC)
ამ საქმეში დახმარებას გაგვიწევს ცნობილი ისტორიკოსი, ამ პერიოდის კარგი მცოდნე, მრავალი სახელმძღვანელოს და წიგნის ავტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.ვეცდებით მალე დავიწყოთ და დავამთავროთ. საპასუხისმგებლოა.--თემო (გ) 16:30, 12 ნოემბერი 2011 (UTC)
- ბატონო თეიმურაზ, დიდი მადლობა ვიკიპედიის განვითარებაში ასეთი გულმოდგინე წვლილისთვის და ისეთი პროფესიონალის ჩართვისთვის, როგორიც ვახტანგ გურულია. --მიხეილ (მიწერა) 16:33, 12 ნოემბერი 2011 (UTC) შ
- ბ–ნო მიხეილ – შევიტანე თავი თუ სექცია – ბრძოლები თავისუფლების განმტკიცებისათვის. რატომღაც ვეღარ ვპოულობ, ისევ მეშლება რაიმე, თუ შეიძლება პოვნა?--თემო (გ) 19:21, 12 ნოემბერი 2011 (UTC)
არა უშავს თავიდან შევიტან, მაგრამ რა მეშლება შეტანის დროს?--თემო (გ) 20:38, 12 ნოემბერი 2011 (UTC)
- არა ბატონო თეიმურაზ, არაფერი დაკარგულა, უბრალოდ თქვენ ჯერ არ იყავით სათანადოდ უფლებამოსილი მომხმარებელი და თქვენ მიერ შეტანილ ცვლილებას შემმოწმებლის მიერ დამოწმება სჭირდებოდა, რათა გამოჩენილიყო სტატიაში. ახლა ჩაგირთეთ „სანდო მომხმარებლის“ სტატუსი და თვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დამოწმება აღარ დასჭირდება, ავტომატურად გამოჩნდება. --მიხეილ (მიწერა) 20:40, 12 ნოემბერი 2011 (UTC)
დიდი მადლობა ნდობისათვის ! ტექსტს ისტორიკოსებს შევუთანხმებ. კარგია, რომ თავადაც უნდათ ჩართვა ვიკიპედიაში. თითქმის ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს მე და ბ–ნი ვახტანგ გურული. თანაც ახალი ენციკლოპედიის შექმნისას , ამ საკითხების გაშუქებაში იღებს მონაწილეობას გოგი ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელიც ენციკლოპედიის რედაქტორის მოადგილეა,ისტორიკოსია და ისიც იმავე პოზიციებზეა ამ პერიოდთან, მეთვრამეტე საუკუნესთან დაკავშირებით.--თემო (გ) 21:23, 12 ნოემბერი 2011 (UTC)
ალბათ საჭიროა ფართე მასალა,რომ წარმოდგენა შეიქმნას ერეკლეზე. მთავარია ვიკიპედიურობა დავიცვა. თუ რამე ზედმეტი მოგეჩვენათ ტექსტში, შენიშვნას რა თქმა უნდა მივიღებ და გავასწორებ.--თემო (გ) 21:28, 12 ნოემბერი 2011 (UTC)
შემეშალა,რამოდენიმე რედაქტირება ჩემს გვერდზე არ გავაკეთე.--თემო (გ) 17:56, 13 ნოემბერი 2011 (UTC)
ისტორიკოსებთან შეთანხმებით სტატია კიდევ გაფართოვდება--თემო (გ) 13:15, 19 ნოემბერი 2011 (UTC)
ლიტერატურა თუ ვერ ჩავსვი სწორად, იქნებ დამეხმაროთ გავიკიპიდიურებაში. --თემო (გ) 16:55, 19 ნოემბერი 2011 (UTC)
სტატია გადაამოწმა ცნობილმა ისტორიკოსმა, მრავალი წიგნის და სახელმძღანელოს ავტორმა, ბატონმა ვახტანგ გურულმა.--46.49.33.226 19:35, 25 ნოემბერი 2011 (UTC0
- როგორ დავიჯეროთ - გვჯერა?!--ცანგალა (გ) 20:57, 8 იანვარი 2012 (UTC)
ვახუშტი ბატონიშვილმა რა იცოდა ერეკლეს ცოლების შესახებ, როცა იგი ერეკლემდე ცხოვრობდა?--Achiko-84 განხილვაწვლილი 12:17, 14 ივლისი 2012 (UTC)
- ჩემი აზრით მანდ მხოლოდ პირველ ცოლზეა საუბარი, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რცება ყველაზე ვახუშტის აქვს ცნობები. ამ წუთას ვახუშტის ისტორიის გადახედვის საშუალება არ მაქვს, ვარაუდით კი პირველზე შესაძლოა ნამდვილად სცოდნოდა, რადგან ვახუშტიმ და ერეკლემ ერთ პერიოდში (1720-1757 წწ.) იცხოვრეს. --ჯაბა ლაბაძე 12:34, 14 ივლისი 2012 (UTC)