განხილვა:ენფილდი
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Saliner
მგონი ჯობია, ამ სტატიას სხვა სახელი დავარქვათ და ენფილდზე მრავალმნიშვნელოვანი გავაკეთოთ. --Saliner ✉ 20:26, 20 ივნისი 2014 (UTC)
რას იტყვით, რომ დავარქვათ „ენფილდი (ლონდონი)“? როგორც ესპანურშია.--Saliner ✉ 10:17, 21 ივნისი 2014 (UTC)
- არ ვარ წინააღმდეგი. --JABA 1977 10:30, 21 ივნისი 2014 (UTC)
- კი მაგრამ არ სჯობს ეს დავტოვოთ ისე, როგორც არის და ენფილდი (მრავალმნიშვნელოვანი) შევქმნათ? სტადიონის სტატიისთვის კი ენფილდი (სტადიონი)-ს გამოყენებთ. – BruTe (გ) 10:34, 21 ივნისი 2014 (UTC)
- მრავალმნიშვნელოვანის შექმნა აუცილებელია, მაგრამ ენფილდის ჩაწერისას, მგონი, ჯობია პირდაპირ მრავალმნიშვნელოვანზე გადაგვიყვანოს, როგორც სხვა ვიკიპედიების უმრავლესობაშია. მარტო სტადიონზეც არაა საქმე, კიდევ ბევრ რამეს ჰქვია ენფილდი, მათ შორის, გვარიცაა. --Saliner ✉ 10:44, 21 ივნისი 2014 (UTC)
- @Saliner: ისევე როგორც რუსთავი ჰქვია ბევრ რამეს, მაგრამ ქალაქის სტატია მაინც ფრჩხილების გარეშე გავქვს. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ყველაზე ცნობადი ადგილი დაიწეროს ფრჩხილების გარეშე (რუსთავის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქალაქია ყველაზე ცნობადი და არა მწვერვალი ან სასტუმრო). – BruTe (გ) 13:18, 28 ივნისი 2014 (UTC)
- კი, სრულად გეთანხმები. მეც მაგ აზრზე ვარ. ისევე, როგორც ლონდონი, ბოსტონი და ა.შ. მაგრამ აქ გამოკვეთილად ცნობადი არც ერთია და, ვფიქრობ, ჯობია, პირდაპირ მრავალმნიშვნელოვანი გავაკეთოთ, როგორც, მაგალითად, ალის შემთხვევაში გვაქვს და როგორც სხვა ვიკიპედიებშია ენფილდზე.--Saliner ✉ 13:58, 28 ივნისი 2014 (UTC)
- იხილეთ IV დადგენილების მე-2 ნაწილი. ვინაიდან ყველა ეს მნიშვნელობა რაიონის დასახელებიდანაა ნაწარმოები, ვეთანხმები სანდროს, ენფილდი უნდა ერქვას ამ სტატიას ფრჩხილების გარეშე. მრავალმნიშვნელობა კი ჯობია აქ გაკეთდეს. Deu. 06:56, 18 ივლისი 2014 (UTC)
- ვერ დაგეთანხმებით. ზუსტად მაგ დადგენილების მიხედვით უნდა იყოს ენფილდზე (უფრჩხილებო ვარიანტზე) მრავალმნიშვნელოვანი. ხომ ვერ მეტყვით, რა საერთო აქვს ამ ქალაქს ლონდონის უბანთან ან ამ სტადიონს (რომელიც ასევე ენფილდად გადმოდის ჩვენთან)?--Saliner ✉ 15:55, 18 ივლისი 2014 (UTC)