განხილვა:ევდოკია სტრეშნევა

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi თემაში სათაური
სტატია „ევდოკია სტრეშნევა“ შეიქმნა პროექტ
ქალები ვიკიპედიაში 2020-ის ფარგლებში.

სათაური

რედაქტირება

@Rezo1515: სახელი ედოქსია უნდა იყოს დიდი ალბათობით. - OTOGI Messages 13:40, 23 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

@Otogi: გამარჯობა. იგივე სახელის მქონე ქალზე, ეუდოქსია ლოპუხინაზე შევქმენი ადრე სტატია და პრობლემა არ ყოფილა. ედოქსია არასწორი მგონია, თუ მაინც და მაინც ვ, მაშინ უფრო ევდოკია იქნება, თუმცა მე რუსულში ძლიერი არ ვარ, ამიტომაც თარგში როგორც იყო ისე შევქმენი, ვიმედოვნებდი იქ ეწერებოდა სწორად. უკეთესი იქნება თუ ვინმე ისეთს ვკითხავთ ვინც რუსული კარგად იცის, ხოლო თუ თქვენც იცით ეს ენა მაშინ გადავიტანოთ ორივე სწორ სათაურზე. --Valois 13:47, 23 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

O.K. გადავამოწმებ ლიტერატურაში. - OTOGI Messages 13:49, 23 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

@Rezo1515: აქ პრობლემა სხვა რამეშია. სტატიები ეუდოქსია სტრეშნევა და ეუდოქსია თედორეს ასული ლოპუხინა სახელების მხრივ, ერთი ინგლისური ვიკიპედიიდანაა გადმოტანილი, ხოლო მეორე რუსულიდან. ამიტომ შეიქმნა გაუგებრობა. ორივე პერსონალია რუსეთთანაა კავშირში და ერთს მშობლიურ ენაზე ეწოდება Евдокия Лукьяновна Стрешнева, ხოლო მეორეს Евдокия Фёдоровна Лопухина (არანაირი Евдоксия). ქალის სახელი Евдокия ქართულად იქნება ევდოკია, ხოლო Евдоксия აუცილებლად ევდოქსია და არა ედოქსია. წყაროებს რაც შეეხება, გვაქვს სტატია ქსე-ში (ტ. 10, გვ. 80) ევდოკია ტურჩანინოვა (Евдокия Турчанинова), ხოლო რაც შეეხება ევდოქსიას, გვაქვს სანდო წყარო: ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 42, წ. 1985, ევდოქსია — იმპერატორ არკადიუსის ცოლი... ევდოკია და ევდოქსია ორთავე ბერძნული სახელია და როგორც თავად ვიკიპედიაშია აღნიშნული ევდოქსია დასავლეთევროპულ ენებში ხშირად ერევათ ევდოკიაში ან პირიქით. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს გვერდი უნდა გადავიდეს სახელწოდებაზე: ევდოკია სტრეშნევა, ხოლო სტატია ეუდოქსია თედორეს ასული ლოპუხინა ახალ სათაურზე ევდოკია ლოპუხინა ასულის გარეშე. თუ წინააღმდეგი არავინ იქნება მე მივხედავ. - OTOGI Messages 18:25, 29 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო, როდესაც არსებობს შესაბამისი და სანდო ლიტერატურა. მე ყოველთვის სწორი სათაურების მომხრე ვარ, ამიტომაც შეგიძლიათ ორივე სტატია გადაიტანოთ ახალ სათაურზე--Valois 18:42, 29 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

  გადატანილია. - OTOGI Messages 19:07, 2 მარტი 2020 (UTC)პასუხი

გვერდ „ევდოკია სტრეშნევა“-ზე დაბრუნება.