განხილვა:დონეცის ჭიუხი
სწორია დონეცის ჭიუხი (არა დონეცკის ≈ კრიაჟი ≈). უნდა გადამისამართდეს--Otogi განხილვაწვლილი 09:07, 23 მაისი 2011 (UTC)
- ოთო ეს სტატია მაშინაა დაწერილი, როდესაც გეოგრაფიაზე არავინ ზრუნავდა. ახლა ასე აღარაა (შენნაირების დამსახურებით) და შენს გადაწყვეტილებას აბსოლიტურად ვენდობი. — ჯაბა ლაბა 16:22, 25 მაისი 2011 (UTC)
კი მესმის ჯაბა, სამწუხაროდ ვიკიპედიაში ძირითად სახელებში ბევრი პრობლემაა. ისე დაზუსტებისთვის ქსე ტ. 3. 620 გვ. დონეცის ჭიუხი.
პ.ს. მადლობა ნდობისთვის--Otogi განხილვაწვლილი 16:30, 25 მაისი 2011 (UTC)
- кряж - 1. ქედი; 2. მორი, კუნძი (რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 655, თბ., 1956). ჭიუხი - შიშველი, წვეტებიანი კლდე. (ქსრთული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 2, გვ. 1236, თბ., 1990).--ცანგალა (გ) 16:38, 25 მაისი 2011 (UTC)
ცანგალ რისი თქმა გინდა რომ ჭიუხი შეცდომაა ?--Otogi განხილვაწვლილი 17:03, 25 მაისი 2011 (UTC)
ამ შემთხვევაში უფრო კომპეტენტურების, ოთოსი და ქსე-სი, მჯერა. — ჯაბა ლაბა 17:13, 25 მაისი 2011 (UTC)
- მოხარული ვარ, რომ ჯაბას ქსე-სი ჯერა და ოთოსი, ხოლო რაც შეეხება კომპეტენტურებას ქართ. ენის განმარტებითი ლექსიკონი და რუსულ-ქართული ლექსიკონიც კომპეტენტურებია. ოთო, მე უბრალოდ თარგმანი დავწერე, რომ რუს. кряж ქართულად კრიაჟი არ არის (ასე მახინჯდება ქართული სალიტერატურო ენა) და დავწერე ჭიუხის განმარტება. --ცანგალა (გ) 17:33, 25 მაისი 2011 (UTC)
მაგასაც რო თავი დავანებოთ ჯერ ერთი როცა ამდაგვარი თემატიკის პრობლემაა სჯობს არა ჩვეულებრივი ლექსიკონის გამოყენება, არამედ სამეცნიერო გეოგრაფიული ტერმინოლოგიის გამოყენება.
აბა როგორ უნდა ენდო პირველ თარგმანს - მორი, ქედი და კუნძი, როგორ შეიძლება მორი, ან ქედი ჭიუხი იყოს, მითხარით. ამ ტერმინებს ცოტა სხვა დატვირთვა აქვთ.
მაგრამ რახან ცანგალამ დაწერა, განმარტება ესეც უნდა გავითვალისწინო თავისთავად. და თუკი ცანგალას უნდა რომ სტატიას სახელი შეეცვალოს მაშინ მე გთავაზობთ ქსე-ც დავივიწყოთ (ამ შემთხვევაში) და სტატიას მივცეთ სახელი დონეცის სერი. აუცილებლად გამომეხმაურეთ --Otogi განხილვაწვლილი 17:35, 25 მაისი 2011 (UTC)
უფს. გვიან ჩავწერე. გასაგებია ყველაფერი--Otogi განხილვაწვლილი 17:42, 25 მაისი 2011 (UTC)
- ცანგალ ხშირად სწორედ ქსე-ს უნდა ვენდოთ, იმიტომ რომ სხვა გზა ხშირად არ არის. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 17:47, 25 მაისი 2011 (UTC)
- ვიმეორებ ამ შემთხვევაში ქსე-სი და ოთოსი უფრო მჯერა. გეოგრაფიული ტერმინის სწორად დაწერაში ჩვეულებრივი ლექსიკონი ნამდვილად არაკომპეტენტურია, კომპეტენცია უფრო სპეციალურ (გეოგრაფიულ) ლექსიკონებს ენიჭებათ. — ჯაბა ლაბა 18:05, 25 მაისი 2011 (UTC)