განხილვა:დიხაზურგის წარწერა
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:დიხაზურგას წარწერა)
ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977
ხომ არ უნდა იყოს დიხაზურგის? — დავით პასუხი 16:31, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
დათო, მეც მაგაზე ვფიქრობდი, მაგრამ კორნელი დანელიას და ზურაბ სარჯველაძე ბარე 7–ჯერ ასე აქვთ მოხსენიებული, მათ შორის, სათაურშიც და სარჩევშიც. ამიტომ ისევე დავტოვე, როგორც წყაროშია.--Zolokin განხილვაწვლილი 16:46, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
- წყაროებში ხშირად ცდებიან ხოლმე ავტორები, სამწუხაროდ... ვფიქრობ, ეს სწორედ ის შემთხვევაა. ამგვარი შეცდომის მიზეზი ალბათ ისაა, რომ დიხაზურგის ყურში ყველას ეხამუშება, მაგრამ ენა ასე მოითხოვს. — დავით პასუხი 17:21, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
- დათო, კორნელი დანელია და ზურაბ სარჯველაძე ჩვეულებრივი ავტორები არ არიან, ორივე ქართული ენის ისტორიის უდიდესი სპეციალისტები იყვნენ (რეგალიებზე აღარ ვლაპარაკობ). მათი შრომების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.--Zolokin განხილვაწვლილი 17:29, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
- კანონზომიერება მოითხოვს, რომ იყოს "დიხაზურგის", მართალი ხარ. ახლა ვცდლიბო გავარკვიო მათ მოწაფეებტან, შეიძლაბა მათ იცდნენ რატომ წერდნენ ისინი "დიხაზურგას".--Zolokin განხილვაწვლილი 17:38, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
- მოკლედ, მგონი გავარკვიე: ქართულში არის გარკვეული კატეგორიის სიტყვები, რომლებიც მთავრდებიან ა–ზე და არ იკვეცებიან და ისინი, ძირითადად, კნინობითი ფორმებია (ან შესაძლოა ახლა აღარ აღიქმებიან კნინობითად, მაგრამ ამგვარი წარმომავლობა აქვთ): მაგ. ენძელას სუნი (და არა ენძელის), დედოფალას კაბა (და არა დედოფალის), ბიცოლას (სიტყვიდან ბიძის ცოლი) საჩუქარი (და არა ბიცოლის), ციცქას ვაზი (და არა ციცქის). დიხაზურგას შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, დანელიამ და სარჯველაძემ მსგავსი რამ დაინახეს: დიხა მეგრულად მიწაა (შდრ. თიხა), ზურგა კი შეიძლება იყოს ზურგი–ს კნინობითი ფორმა (შდრ. ო–ზურგ–ეთ–ი, რაც მეგრულად ნიშნავს – სა–ზურგ–ეთ–ი). თუ დიხაზურგა–ში ზურგა არის მართლაც კნინობითი ფორმა (და ალბათ ასეა, ყოველშემთხვევაში უეჭველად ასე ფიქრობენ დანელია და სარჯველაძე), მაშინ ბოლო ა არ მოიკვეცება და გვექნება დიხაზურგას. უფ, ახალი სტატია გამოვიდა.--Zolokin განხილვაწვლილი 18:29, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
- კანონზომიერება მოითხოვს, რომ იყოს "დიხაზურგის", მართალი ხარ. ახლა ვცდლიბო გავარკვიო მათ მოწაფეებტან, შეიძლაბა მათ იცდნენ რატომ წერდნენ ისინი "დიხაზურგას".--Zolokin განხილვაწვლილი 17:38, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
- განხილვა:კვარის ციხე ამ განხილვის დროს მომიწია ამ განხილვის შეხება. რამდენად მართებულია კნინობით-ალერსობითი სახელებით შემოტანა ენციკლოპედიებში. აქვე მინდა დავწერო ქსე-ში წერია დიხაზურგა - სოფელი გალის რაიონში და დიხაზურგა, არქეოლოგიური ძეგლების ერთ-ერთი კატეგორია, ნამოსახლარი გორა კოლხეთის დაბლობზე იხ. გორა. ალბათ უნდა იყოს დიხაზურგის წარწერა. იხ. განხილვა:ღაზის სექტორიცანგალა (გ) 21:34, 14 ნოემბერი 2011 (UTC)
- დათო, კორნელი დანელია და ზურაბ სარჯველაძე ჩვეულებრივი ავტორები არ არიან, ორივე ქართული ენის ისტორიის უდიდესი სპეციალისტები იყვნენ (რეგალიებზე აღარ ვლაპარაკობ). მათი შრომების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.--Zolokin განხილვაწვლილი 17:29, 28 დეკემბერი 2010 (UTC)
საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987 წ. გვ. 37 დიხაზურგა (დიხაზურგისა). სათაური გადასატანია. --JABA 1977 17:23, 17 აგვისტო 2013 (UTC)
გაკეთდა--ჯაბა 1977 13:24, 30 იანვარი 2016 (UTC)