განხილვა:დიერდ ლიგეტი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

დიერდ ლიგეტი უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი--ცანგალა 06:46, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ, არასაკმარისად სანდო წყაროა და ჯობია, განვიხილოთ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:02, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
მოვძებნი, სადღაც მაქვს ნანახი რომ უნგრულიდან „g“ გადმოდის „დ“-დ. გიო ოქრო 07:13, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
„g“ არა, „gy“. რუსულში გადადის, როგორც რბილი „дь“ (Лигети, Дьёрдь), ქართულშიც ეგრეა გადმოსული სიტყვაში მადიარი, მაგალითად, მარა რამდენად სწორია ეგ საკითხავია. IPA-ში „gy“ და „дь“ სხვადასხვა ბგერებია gy /ɟ/ და дь /dʲ/. ქართულ მუსიკათმცოდნეობაში გიორგ არის მიღებული და ამიტომ ასე ჩავწერე. თუ სანდო წყარო გამოჩნდება, შევცვალოთ. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:22, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#უნგრული gy — დი: Gyula — დიულა, Gyurkovics — დიურკოვიჩ-ი, Megyer — მედიერ-ი, Nagykörös — ნადიკერეშ-ი.--ცანგალა 07:34, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
ö — ე: Petöfi — პეტეფი, Öttömös — ეტემეშ-ი, Mezöföld — მეზეფელდ-ი. და კი გამოვიდა დიერდ. „იმ ევროპული ენებიდან შემოსული სახელების მართლწერის დასადგენად, რომელთა სპეციალისტები არ გვყავდა, ვიყენებდით რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენციკლოპედიებს და ვცდილობდით, შეძლებისდაგვარად ადეკვატურად გადმოგვეცა ისინი“ — ამას გვეუბნება უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის შემქმნელები. სამწუხაროდ იმის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა.--ცანგალა 07:43, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
კარგი, იყოს დიერდ, ოღონდ სათაურის შეცვლა მე არ ვიცი. საინტერესოა, რომ თუ ამას გავითვალისწინებთ - დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გაითვალისწინეთ! - შენბერგი კი არა, შონბერგი ყოფილა. :) - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 07:57, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
მაგ გვერდზე პირაპირ წერია Schönberg — შენბერგ-ი :))) ანუ არ ყოფილა. გიო ოქრო 07:59, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
რითიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. - A.N.R.Y. განხილვაწვლილი 08:04, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
აქ ამის ადგილი არ არის, მაგრამ მაინც გიპასუხებ რადგან ახსენე იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#გერმანული, სადაც წერია ö ან oe — ე (და არა იო ან ო): Köln — კელნი (და არა კიოლნი ან კოლნი), Schönberg — შენბერგ-ი (და არა შონბერგი), Röntgen — რენტგენი, Wilamowitz-Moellendorf — ვილამოვიც-მელენდორფი, Ötztaler Alpen — ეცტალის ალპები.--ცანგალა 08:44, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
მომხმარებელი:Anry.kiknavelidze, წესი გვაქვს ასეთი მინიმუმ ველოდებით სამ დღეს, რომ იქნებ სხვა მომხმარებლებს ჰქონდეთ სხვა აზრი, თუ არავინ გამოჩნდება შემდეგ გადავიტანთ. ამას შენ გააკეთებ, ხომ უნდა ისწავლო. ძალიან ადვილია.--ცანგალა 09:37, 12 აპრილი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „დიერდ ლიგეტი“-ზე დაბრუნება.