განხილვა:დიდხევი

ბოლო კომენტარი: 2 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Otogi

უცნაურია. დართლო დიდხევის მარჯვენა ნაპირზეაო. საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკის (1:25 000) მიხედვით დართლო დიდი ხევის (დართლოს ხევის), მარჯვენა ნაპირას მართლაც დგას, მაგრამ სტატიაში წერია, რომ დიდხევი ლოპოტის შენაკადიაო და რანაირადაა ლოპოტის შენაკადი როცა სიტუაცია ჩრდილოკავკასიაში ხდება, კერძოდ კი თუშეთში?--Surprizi განხილვაწვლილი 15:25, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი

დიდხევი ორი მდინარეა, ერთი ახმეტაში, მეორე თელავში... ამ სტატიაში სწორია ყველაფერი. - OTOGI Messages 15:50, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
ესეიგი თუშეთის დიდხევი (დართლოს ხევი) დასამატებელია და დართლოში კი ბმული გასასწორებელი. მადლობა!--Surprizi განხილვაწვლილი 15:55, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
@Otogi: დართლოს დიდხევის ელექტრონული სახელწოდება რა ავიღო, დიდხევი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თუ დიდხევი (პირიქითა ალაზანი), ან “დიდი ხევი“, ან „დართლოს წყალი“?--Surprizi განხილვაწვლილი 15:59, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
მსგავსი დასახელებით რამდენიმე მდინარეა, დიდი ხევი სხვა მდინარეც არსებობს, დიდხევიც არის, ესე იგი, დიდხევისა და დიდი ხევის შემთხვევაში ფრჩხილები დაგვჭირდება, დართლოს წყლის შემთხვევაში არა, წყაროშია მოსაძებნი. თუ მოვძებნე დავწერ. ტოპოგრაფიულ რუკაზე თუშეთის „მდინარე“ როგორ წერია ?. - OTOGI Messages 16:09, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
ქე-ში წერია „მდ. დიდხევის (პირიქითის ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს“, საბჭოთა ტოპოში — р. Диди Хеви (Дартлос Хеви).--Surprizi განხილვაწვლილი 16:12, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
ახლა სხვა ნაშრომშიც ვნახე და იქაც დიდხევია. დარჩეს დიდხევი. სათაურს რაც შეეხება ალბათ დიდხევი (პირიქითი ალაზნის შენაკადი). - OTOGI Messages 16:24, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
უბრალოთ „დიდხევი (პირიქითა ალაზანი)“ რომ დავწეროთ მგონი უფრო ლაკონური იქნება. არა?--Surprizi განხილვაწვლილი 16:29, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
თუნდაც... - OTOGI Messages 16:53, 24 ივლისი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „დიდხევი“-ზე დაბრუნება.