დიდხევი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
დიდხევი — მდინარე საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში,[1] მდინარე ლოპოტის მარჯვენა შენაკადი.
დიდხევი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°07′07″ ჩ. გ. 45°32′41″ ა. გ. / 42.118778° ჩ. გ. 45.544833° ა. გ. |
შესართავი |
ლოპოტა 42°03′33″ ჩ. გ. 45°30′24″ ა. გ. / 42.059194° ჩ. გ. 45.506833° ა. გ. |
სიგრძე | 19 კმ |
აუზის ფართობი | 94,6 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2,84 მ³/წმ |
![]() ![]() |
სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 94,6 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ხანმოკლე წყალმოვარდნა — შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,84 მ³/წმ.[2] მდინარის მარჯვენა ნაპირზეა სოფელი ართანა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 59.
- ↑ თებრო კიკილაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 427.