განხილვა:დიდოელები

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi

ხუნძურად წწუნ არის "არწივი". შესაბამისად, წწუნტა - "არწივ[ის ბუდე]ზე", ანუ დიდოეთი.

დიდოელებს ხუნძურად ჰქვიათ "წწუნტისსელ" (მხ. რ.: "წუნტისსევ") - არწივ[ის ბუდე]ზე მცხოვრებნი.

დიდოურად ცეჲ არის "არწივი", შესაბამისად ცეტლო - "არწივ[ის ბუდე]ზე", ანუ დიდოეთი.

დიდოელები თავის თავს ეძახიან "ცეზჲაბი" (მხ. რ.: "ცეზი") - არწივ[ის ბუდე]ზე მცხოვრებნი.

ამას გეტყვით ნებისმიერი კავკასიოლოგი, მაგალითად - ნოდარ არდოტელი

ახლანდელ ვერსიაში რაც გიწერიათ, საიდან მოიტანეთ???

ჩვენ გვჭირდება წყარო არა სიტყვიერი, არამედ წერილობითი. გიო ოქრო 14:42, 8 იანვარი 2019 (UTC)პასუხი

კი ბატონო, იხილეთ ნოდარ არდოტელი, "დიდოური ენა", თბილისი 2006 გვ. 3-6

ზოგადად, ხუნძურად ადამიანი არის ჵადან [Г1адан თანამედროვე ხუნძურ-რუსული ანბანით], მრ. რიცხვში ჵადანზაბი.

ცეზი არის დიდოურად დიდოელი და არა ხუნძურად - ადამიანები :)

ესე იგი, "ქართულ" ვიკიპედიაში არ დაეძებთ არაფერს: მცდარ ინფორმაციას არ ასწორებთ იმიტომ, რომ თქვენი იმიჯი შეილახება? რა იმიჯი გაქვთ, უცოდინრების???

მადლობა ინფორმაციისა და წყაროს მითითებისათვის. მათ აუცილებლად გადავხედავთ და გავითვალისწინებთ სტატიაში. შესაბამისად ლოგიკური მსჯელობა ითხოვს თქვენთვის მადლობის გადახდას სიტყვებზე: „ესე იგი...“--Surprizi განხილვაწვლილი 06:42, 4 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

მაშ ასე:

  1. ხუნძურ ენაზე „არწივი“ არის цІум(წუმ);
  2. ანდიურ ენაზე „არწივი“ არის цІцІун(წწუნ);
  3. ხუნძურ ენაზე „დიდოელები“ არის цӀунтӀал(წუნტალ);

ბუდესთან დაკავშირებით მოგვიანებით.--Surprizi განხილვაწვლილი 09:00, 4 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

  1. დიდოურ ენაზე „დიდოელი“ არის цез(ცეზ) და „დიდოელები“ — цезы(ცეზი). სიტყვა "ცეზჲაბი" არსებობს მაგრამ ის გრამატიკულად არაა მიღებული ფორმა.

დანარჩენზე მოგვიანებით.--Surprizi განხილვაწვლილი 09:57, 4 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

  1. ბუნებაში არ არსებობს ნოდარ არდოტელის „დიდოეური ენის“ 2006 წლის გამოცემა, არამედ არსებობს 2007 წლის გამოცემა(აღნიშნული შეგიძლიათ მის მიერ დაწერილ ბიბლიოგრაფიაში მოიძიოთ), ხოლო ამ უკანასკნელში „წინასიტყვაობას“ ეთმობა გვ. 5-6, „Предисловие“ — გვ. 7-8, ხოლო გვ. 9-10-ზე აღწერილია უკვე ეტიმოლოგია. შესაბამისად რომელ 3-6 გვერდებს მიგვითითებთ ჩემთვის უცნობია, შესაძლოა ეს ყველაფერი იმ არარსებულ 2006 წლის გამოცემაში ეწეროს.
  2. როგორც დაგპირდით ბუდესთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, თან გული მიგრძნობს სიტყვა „ბუდე“ იმ 2006 წლის „დიდოეური ენის“ გამოცემაშია მოხსენიებული რომელიც 2007-საში რატომღაც არსად არ იძებნება (2007 წლის ტექსტს უცვლელად გადავიტან სტატიის შესაბამის განყოფილებაში).
  3. დასასრულს მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მიმართულება მომეცით რომ მომეძია 2007 წლის გამოცემა. აი ესეთნაირად „ "ქართულ" ვიკიპედიაში არ დავეძებთ არაფერს“, არც მცდარ ინფორმაციას არ ვასწორებთ როცა გვითითებენ, რაღათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩვენი იმიჯის გამო.

თქვენს სიტყვებს — „რა იმიჯი გაქვთ, უცოდინრების???“ — ვტოვებ უკომენტაროდ.--Surprizi განხილვაწვლილი 13:29, 6 ივლისი 2019 (UTC)პასუხი

გვერდ „დიდოელები“-ზე დაბრუნება.