განხილვა:დასავლეთ რომის იმპერია
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu
რომელია სწორი, დასავლეთ თუ დასავლეთი რომის იმპერია? Deu. 17:45, 29 ნოემბერი 2014 (UTC)
- თუკი დასავლეთ რომს ცალკე განვიხილავთ, მაშინ იქნება დასავლეთ რომის, ბრუნვიდან გამომდინარე. მაგრამ ვინაიდან აქ დასავლეთი განსაზღვრავს არა უბრალოდ რომს, არამედ რომის იმპერიას, რომელიც ცალკე აღებული ამ ფორმითაც სახელობითში დგას, ვფიქრობ, სწორი ფორმა უნდა იყოს დასავლეთი რომის იმპერია. თუმცა არ ვარ დარწმუნებული.--შოთა [UT] 17:54, 29 ნოემბერი 2014 (UTC)
აბა აქ ნახეთ მეორე მუხლი და მისი შენიშვნა. --JABA 1977 18:01, 29 ნოემბერი 2014 (UTC)
- მაგის მიხედვით ამჟამინდელი სახელია სწორი სახელი--GagaVaa 18:05, 29 ნოემბერი 2014 (UTC)
- გამოდის, რომ რომს განსაზღვრავს. დასავლეთ რომის იმპერია უნდა დარჩეს.--შოთა [UT] 18:06, 29 ნოემბერი 2014 (UTC)
- ნათესაობითში დასავლეთ რომის არის. იყო ამაზე ადრე სადღაც განხილვა. დასავლეთი ავსტრალიის რეგიონები - მსგავსი სათაურებიც არასწორი გამოდის.--Tornike 18:10, 29 ნოემბერი 2014 (UTC)
- არა, შოთამ სწორად თქვა. „დასავლეთ რომი“ არ არსებობს, არსებობს რომის იმპერიის დასავლეთი. ე. ი. აქ საზღვრული არის არა „რომი“, არამედ მთლიანად „რომის იმპერია“ და ეს უკანასკნელი დგას სახელობით ბრუნვაში. ე. ი. უნდა იყოს დასავლეთი რომის იმპერია. Deu. 04:30, 30 ნოემბერი 2014 (UTC)
- ქალაქი რომი კი არ გაიყო ორად, არამედ იმპერია და ეს მსაზღვრელი „დასავლეთიც“ იმპერიას მიემართება. Deu. 04:31, 30 ნოემბერი 2014 (UTC)