განხილვა:დალას მავერიქსი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Saliner თემაში სათაური

ამ სტატიის ტექსტი არსებობს ფორუმ.გე ს დალას მავერიქსის გვერდზე http://forum.ge/?f=35&showtopic=34590853 , რომელიც ეკუთვნის მომხმარებელ პაბლო ჰონის, მისი ნებართვით ტექსტის ძირითადი ნაწილი წამოვიღე. ასევე გთხოვთ თარგში ლოგო გამისწოროდ და ადგილი სადაც წერია დალას მავერიქსი ლურჯ ფერში რო გამიკეთოთ, როგორც ეს მათ ინგლისურ გვერდზეა. https://en.wikipedia.org/wiki/Dallas_Mavericks


დიდი მადლობა --ლევანჩხე განხილვაწვლილი 19:41, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

ყოფილა გვერდი და იმ დგვერდს შევავსებ, ეს წაშალეთ... :) ვეღარ გავიგე როგორაა ქართულად ზუსტი სახელწოდება და მაგან შემიყვანა შეცდომაში, პრესა დალას მავერიქსს წერს ხოლმე...--ლევანჩხე განხილვაწვლილი 19:58, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი


და აი იქ გადავიტანე ეს სიახლე და დაამოწმეთ ვინმემ რა--ლევანჩხე განხილვაწვლილი 20:03, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

სათაური

რედაქტირება

სწორია „დალას მავერიქსი“. იხილეთ, ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, სადაც წერია: უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს.--Saliner 11:10, 28 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

  გაკეთდა--Saliner 18:06, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
ინგლისურში წერია ასე: ck — კ (და არა ქ): Pocklington — პოკლინგტონ-ი, Cockermouth — კოკერმუთ-ი. ჩემი აზრით მავერიკსი სწორი იყო. გარდა ამისა მინდა გითხრა რომ განხილვაში დაწერიდან მინიმუმ სამი დღე მაინც უნდა დაელოდო სხვის აზრს. --ჯაბა 1977 18:06, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
ჯაბა, ზუსტად მაგ წესების შენიშვნიდან მაქვს ეგ პუნქტი მოყვანილი. იხილეთ, ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, სადაც წერია: უცხო ენებიდან ქართულად გადმოდის: x (cs, ks) - ქს (და არა: კს). სულ ქვემოთ ნახე. თან ზუსტად იგივე საკითხი ერთი კვირის წინაც განვიხილეთ, აქაც შეიძლებოდა პირდაპირ გადატანა, რადგან საკითხი იდენტურია, მაგრამ მაინც დავწერე. მოცდას რაც შეეხება, სიამოვნებით. აი, ამ სტატიაზე სამი დღე კი არა, სამი წელია ვიცდი.--Saliner 18:22, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

აჰა. ეგ განხილვა არ მინახავს. გასაგებია. ზოგადად მოცდაზე კი გირჩევ დაელოდო სხვების აზრს და ისე გადაიტანო ხოლმე. დღეს შენგან ამის მაგალითი იყო: განხილვა:ჟან მორო, როდესაც მწვავე განხილვაა ჟანა დ'არკზე, ეს არ უნდა გადაგეტანა. --ჯაბა 1977 18:40, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

მესამე დღე და სამი დღე რამ გაყოო?   ჰო, ერთი დღით ვიჩქარე.--Saliner 18:48, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

გიმეორებ: როდესაც მწვავე განხილვაა ჟანა დ'არკზე, ეს არ უნდა გადაგეტანა. --ჯაბა 1977 19:30, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ის ცალკე განხილვაა და სულ სხვა რამეზე მიდიოდა საუბარი. მოროზე დავწერე არგუმენტები, რომელსაც ორდღენახევარი არავინ გამოხმაურებია. ჟანა დ'არკზე კი, ალბათ, შეხვედრაზე სჯობს მსჯელობა, უფრო კარგად მივიღებთ გადაწყვეტილებას.--Saliner 19:56, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ჟანა და ჟან იყო ორივეგან პრობლემა და სხვადასხვა რაინაირადაა?  . კი შეხვედრაზე არამარტო ამ თემაზე გაგესაუბრებით. --ჯაბა 1977 20:14, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კი, მაგრამ იქ, რამდენადაც მივხვდი, ხალხში ცნობადობა იყო გამონაკლისის დაშვების და ჟანაზე დატოვების ერთადერთი არგუმენტი. მოროზე კი არანაირი საპირისპირო არგუმენტი არ გამოჩენილა. მოკლედ, გავერკვევით შეხვედრაზე.   --Saliner 20:32, 29 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „დალას მავერიქსი“-ზე დაბრუნება.