განხილვა:გურქები
მომხმარებელმა Fiqriasidamonize გვერდი „გორკჰები“ გადაიტანა გვერდზე „გორკები“ (ვფიქრობ, "ჰ" არ უნდა იყოს სწორი წარმოთქმის დროს... ყურში ცუდად ჟღერს. მემგონი, ტერმინი ყურში ცუდად ჟღერადობის გამო არ უნდა ვცვალოთ, კომპეტენტურებმა იქნებ გადაამოწმოთ, რომელი ფორმაა სწორი გორკები თუ გორკჰები?-- George-09 20:01, 28 ივლისი 2013 (UTC)
- სხვა ენებიდან გამომდინარე გორკჰები უფრო მართებულია. ქსე-ში რა წერია, საინტერესოა--შოთა [UT] 20:33, 28 ივლისი 2013 (UTC)
თქვენ შეამოწმეთ და მე გავასწორებ, როგორც იტყვით --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 21:13, 28 ივლისი 2013 (UTC)
ქსე-ში ეს სტატია არააა. --JABA 1977 07:49, 29 ივლისი 2013 (UTC)
- गोर्खा — აქ წერია გორქე. ასე გამოითქმის და ქართულში როგორ ჩაიწერება, არ ვიცი. Deu. 09:11, 29 ივლისი 2013 (UTC)
- უფრო ასე: გორქჰე, ეს ჰ მაინც ისმის, მაგრამ წინა ასოს ნაწილია. ქართულში ალბათ ჰ იქნება, მაგრამ ქ-ს შემდეგ და არა კ-ს. Deu. 09:13, 29 ივლისი 2013 (UTC)
- მეც თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ჰ არ უნდა დაკარგულიყო. კიდევ გადავამოწმოთ იქნებ, რომელიმე სანდო ლიტერატურაში ეწეროს.-- George-09 09:23, 29 ივლისი 2013 (UTC)
- უფრო ასე: გორქჰე, ეს ჰ მაინც ისმის, მაგრამ წინა ასოს ნაწილია. ქართულში ალბათ ჰ იქნება, მაგრამ ქ-ს შემდეგ და არა კ-ს. Deu. 09:13, 29 ივლისი 2013 (UTC)
როცა დააზუსტებთ შემატყობინეთ და სტატიაშიც გავასწორებ ყველგან --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:19, 29 ივლისი 2013 (UTC)
გადავიტანო გორქჰები? რას იტყვით ხახო? მორჩა განხილვა? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 19:56, 29 ივლისი 2013 (UTC)
- ქსე-ს ტ. 3. გვ. 316. წელი 1978. გურქები — ნეპალის ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში მცხოვრები ხალხის პირობითი სახელი და ა.შ. - ოთოჯი განხილვა 08:09, 30 ივლისი 2013 (UTC)
ეხლა კიდევ გურქებზე გადავიტანო? გამაგიჟებთ თქვენ მე. 1 სთ–ის წინ ყველაფერი შევცვალე გორქჰებად. სად იყავით აქამდე? დამანებეთ ეხლა თავი...... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 09:03, 30 ივლისი 2013 (UTC)
- გეჩქარებათ სადმე? ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და დაველოდოთ. Deu. 10:30, 30 ივლისი 2013 (UTC)
- გაკეთდა Deu. 10:36, 30 ივლისი 2013 (UTC)
რამდენი ხანი უნდა დავიცადო ხოლმე? დრო არ არის განსაზღვრული?... --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:11, 30 ივლისი 2013 (UTC)
- მანამ, სანამ კონსენსუსი არ იქნება მიღწეული --შოთა [UT] 12:14, 30 ივლისი 2013 (UTC)
და რა ნიშნებით უნდა მივხვდე მაგ კონსენსუსობანას? --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:16, 30 ივლისი 2013 (UTC)
- მერწმუნეთ საჩქარო არაფერია. სიჩქარეში უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე. როდესაც მიმდინარეობს განხილვა მოცდაა საჭირო. რომ გვაინტერესებს სტატიის ბედ-იღბალი ამიტომაა, რომ ვაქტიურობთ. ხოლო სტატიის ძირითად სათაურს მე პირადად გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ; ჭეშმარიტების დასადგენად ზოგჯერ დროა საჭირო, ამიტომ სანერვიულო არაფერია :). - ოთოჯი განხილვა 12:18, 30 ივლისი 2013 (UTC)
კარგით, სულ ყველას გებოდიშებით...--Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 12:28, 30 ივლისი 2013 (UTC)