განხილვა:გუანჯოუ

ბოლო კომენტარი: 11 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში სახელწოდება

უნდა იყოს უანგჭოუ. იხ. ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. გიო ოქრო 15:26, 2 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გადავიდა. გიო ოქრო 15:57, 14 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

სახელწოდება რედაქტირება

რატომ მოხდა ამ სტატიის სათაურის შეცვლა? ზემოთ მოყვანილი ჩინური ენის ტრანსლიტერაციის წესები არ ვრცელდება უკვე დამკვიდრებულ ფორმებზე. მაგ წესის გამოყენება შეგვიძლია ნაკლებად ცნობილ ტოპონიმებთან, პიროვენებებთან და ა.შ., მაგრამ არა უკვე დამკვიდრებულ სახელწოდებებთან. ასე, რომ სტატიას ვაბრუნებ ძველ სახელწოდებაზე.--დათო1010 06:29, 20 ივნისი 2021 (UTC)პასუხი

დამკვიდრებული არის რო? ეს არის მთავარი. რომელი წყარო არსებობს საიმისოდ, რომ დამკვიდრებულია გუანჯოუ? გიო ოქრო 06:33, 20 ივნისი 2021 (UTC)პასუხი
ნებისმიერი ქართულ ენაზე გამოცემული ენციკლოპედია (მათ შორის ქსე-ც), რუკა თუ ატლასი ამ სახელწოდებას იყენებს.--დათო1010 06:37, 20 ივნისი 2021 (UTC)პასუხი
მაგალითად რომელი რუკები და ატლასები? ქსე-ს რაც შეეხება, მეც იგივე აზრი მაქვს, მაგრამ იმ კენჭისყრის (რომელსაც მე არ ვეთანხმები) მერე ქსე რამდენადაა რაიმეს დამამკვიდრებელი? რამდენიმე გვერდი გადავიტანეთ როგორც გახსოვს. გიო ოქრო 06:45, 20 ივნისი 2021 (UTC)პასუხი
არ არის ეს ტოპონიმი დამკვიდრებული. წყარო მხოლოდ ქსე-ა, სხვა არ წარმოდგენილა განხილვაში. გადასატანია სწორ სახელზე. გიო ოქრო 20:07, 15 მაისი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „გუანჯოუ“-ზე დაბრუნება.