განხილვა:გრიგორიანული კალენდარი
ქართულად მართებულია გრიგორიანული კალენდარი.Zangala 23:17, 12 თებერვალი 2006 (UTC)
- ხელს ვაწერ - მეფე! დასანანია, ასომთავრული რა უპრიანი იქნებოდა... სიზმარა გინახავს? ;) Alsandro 23:26, 12 თებერვალი 2006 (UTC)
Alsandro, შეგიძლია ნახო შემდეგი გვერდები:
http://orthodoxy.wanex.net/apologetika/kalendari1.php
http://gregoriana.kalendario.io.ogarnij.com/
http://www.patriarchate.ge Zangala 22:30, 13 თებერვალი 2006 (UTC)
რამდენად შეესაბამება დღევანდელობას: 25 ოქტომბერს მომხდარ დიდ რევოლუციას ახალი სტილით 7 ნოემბერს აღნიშნავენ.— ჯაბა ლაბაძე (გ) 19:02, 27 მარტი 2010 (UTC)
დაწერეთ, თქვე დალოცვილებო, როდიდან შემოვიღეთ საქართველოში— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.38.20 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
რამდენად სწორია სათაური? აქ საუბარია მის ნამდვილობაზე მაგრამ წყაროები არაა მითიტებული. იქნებ გადამოწმდეს ქსე-ს მიხედვით. — ჯაბა ლაბაძე (გ) 11:25, 12 სექტემბერი 2010 (UTC)
სტატიაში სომხური სამოციქულო ეკლესია ვკითხულობთ „გავრცელებული სახელწოდება სომხურ–გრიგორიანული ეკლესია.“ როდესაც მსგავს სათაურს ვკითხულობ მგონია რომ ეს არის სომხური კალენდარი. არადა ყველამ ვიცით რომ სახელი მომდინარეობს გრიგოლ XIII-დან. საინტერესოა ქართულად რომელი გამოთქმაა სწორი: გრიგოლის კალენდარი თუ გრიგორიანული კალენდარი? ზემოთ ცანგალას კი უწერია ესაა სწორიო, მაგრამ წყაროს გარეშე.--ჯაბა ლაბაძე 11:20, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
- გამიგია მოსაზრება, რომ სომხური ეკლესია მცდარად მოიხსენიება გრიგორიანულად, გარდა ამისა, მათი მოძღვრება არის მიაფიზიტობა, და არა მონოფიზიტობა. რა თქმა უნდა, კალენდარსა და სომეხთა განმანათლებელ გრიგოლს შორის არაა კავშირი - ეს შეიძლება აღინიშნოს სტატიაში, მაგრამ სათაური არა მგონია შეცდომა იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ სახელით ვიცნობთ ყველანი (მე, ალბათ გერმანულის გავლენით, გრეგორიანული მეგონა სწორი). მაინც დავუცადოთ ქსე-ს მონაცემებს : ). Deu. 11:38, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
დათო ეს გასაგებია, მაგრამ ქართულად რამდენად სწორია გრიგოლის შექმნილ კალენდარს ეწოდოს გრიგორიანული? ამ პრინციპით დავუშვათ დავითმა შექმნა კალენდარი რა უნდა ვუწოდოთ? დავითიანული? :D აქ კიდევ ერთი პრობლემაა ამ ცხონებულ პაპს ქვია გრიგოლ ჩვენს სტატიას კიდევ გროგორიანული. --ჯაბა ლაბაძე 11:52, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
- ხო, გასაგებია :). მაგრამ ამ ცხონებულ პაპს ჰქვია გრეგორი(უს) და არა გრიგოლი. გრეგორი ძველი ქართულისათვის მიუღებელი იყო, რადგან ერთ ფუძეში არ შეიძლება ორი „რ“ იყოს, ასეთ შემთხვევაში მეორე „რ“ ყოველთვის „ლ“-დ გარდაიქმნება (შეადარეთ რაჭური → რაჭული), „ე“ ბგერის „ი“ ბგერად გარდაქმნა კი დაკავშირებულია ბერძნული ეტას (η) ფონეტიკური ცვლილებით და რადგან სასულიერო პირთა სახელები ჩვენში ძირითადად ბერძნულის გავლით შემოდიოდა, დამკვიდრდა გრიგოლი და არა გრეგოლი ან გრეგორი. რაც შეეხება სიტყვა „გრიგორიანულს“, ეს უკვე ახალი სიტყვაა, ახალი და განსხვავებული ისტორიით: იგი რა თქმა უნდა, ეტიმოლოგიურად უკავშირდება გრიგოლ XIII-ს, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ ზუსტად იმეორებდეს მის სახელს — საკუთარი სახელისაგან წარმოქმნილი ახალი სიტყვაა. ანალოგიისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სანკტ-პეტერბურგი — რა თქმა უნდა, ქალაქის სახელი პეტრეს უკავშირდება, რომელსაც რუსულად პიოტრ ჰქვია — რუსებმა ქალაქს უწოდეს არა პიოტრგოროდი, არამედ პეტროგრადი, რომელიც ზუსტად არ იმეორებდა მეფის სახელს, უფრო მეტიც, მოგვიანებით საწყის წარმომავლობას ქალაქის სახელი კიდევ უფრო დაშორდა და მივიღეთ პეტერბურგი. ასე რომ, არაა აუცილებელი, რომ წარმომქმნელი სიტყვა და წარმოქმნილი ერთმანეთს ემთხვეოდეს ბგერითი შედგენილობით. ქსე იტყვის აქ კიდევ თავის სათქმელს (თუმცა, ეჭვი მაქვს, ცანგალამ სწორედ ქსე-ზე დაყრდნობით დაწერა ზემოთ...) Deu. 12:47, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
დათო მეორე „რ“ ყოველთვის „ლ“-დ რომ გარდაიქმნება, მაგიტომ გამიჩნდა ეს კითხვა. პეტერბურგს რაც შეეხება ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ეგ რუსებმა გამოარკვიონ რა და როგორაა მათ ენაში. ქართულში მომკალი და გრიგოლის კალენდარი მგონია სწორი. ვფიქრობ სწორედ რუსულის გავლენითაა ნათარგმნი ქართულშიც ასე მახინჯურად (Григорианский календарь →გრიგორიანული კალენდარი). ისე ინგლისურად Gregorian calendar ეწოდება, რაც ჩემი ძალიან მინიმალური ინგლისურის ცოდნით უნდა იყოს (თუ არ ვცდები) გრიგოლის და არა გრიგორიანული. --ჯაბა ლაბაძე 14:50, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
- „რ“-ს „ლ“-დ გარდაქმნის წესი იყო ძველ ქართულ ენაში, გრეგორი/გრიგოლი ძველი სახელია და ძველთაგან მოყოლებული დღემდე უცხოელ სასულიერო პირებს, რომელთაც გრეგორი ჰქვიათ, ქართულად გრიგოლის სახელით მოიხსენიებენ. ჩვენში გრიგორიანული კალენდრის შემოღების დროს (1918) უკვე ახალი ქართული ენა მოქმედებს და, შესაბამისად რ/ლ-ს წესიც აღარაა მნიშვნელოვანი.
- რაც შეეხება რუსულიდან დამახინჯებით შემოსვლას, ეს არასწორია (სხვათა შორის, ინგლისური ბოლოსართი -ian უტოლდება ქართულ -ურ ბოლოსართს, გრიგოლის კალენდარი იქნებოდა Gregor's calendar). სიტყვა „გრე(ი)გორიანული“ ამ ფუძით მომდინარეობს ლათინური ენიდან: Calendarium Gregorianum. არაერთ ენაში შენარჩუნებულია ფუძე გრე(ი)გორიან, რასაც შესაბამის ენათა თვისებების მიხედით ემატება ან არ ემატება დამატებითი -ურ (-ულ) სუფიქსი. ინგლისური ენა ამ სუფიქსს არ ხმარობს, რადგან ლათინური -ian ინგლისურშიც იდენტური მნიშვნელობისაა, სამაგიეროდ სუფიქსებს ამატებენ შემდეგი ენები: ბულგარული (Григориански), გერმანული (Gregorianischer), ბერძნული (Γρηγοριανό), ფინური (Gregoriaaninen), ებრაული (הגרגוריאני), რუსული (Григорианский) და ა. შ. ლათინური Gregorianum-ის ზუსტი ქართული თარგმანი იქნებოდა გრიგორული, მაგრამ რადგან არ ჟღერს ლამაზად, ქართულ ენას ახასიათებს სუფიქსსა და ფუძეს შორის დამატებითი შემაერთებელ ნაწილაკის დატოვებით სიტყვის ჟღერადობის გალამაზებაც, ამიტომ გვაქვს გრიგორიანული. ანალოგიისათვის შეადარეთ მუსიკა → მუსიკალური (და არა მუსიკური).
- და ბოლოს, ქსე-ს დავუცადოთ . Deu. 16:12, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
სხვათაშორის რ-ს ლ-დ ქცევის შესახებ სკოლაში ვისწავლე, მე კი ნაღდად არ მისწავლია 1918 წლამდე. :) --ჯაბა ლაბაძე 16:26, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
რ/ლ-ს წესიც აღარაა მნიშვნელოვანი. ეს როგორ გავიგო რაჭულის მაგივრად რაჭური რომ ვთქვა სწორია? --ჯაბა ლაბაძე 16:35, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
ქსე, ტ. 3 გვ. 270 გრიგორიანული კალენდარი, გ რ ი გ ო ლ ი ს კ ა ლ ე ნ დ ა რ ი, ა ხ ა ლ ი ს ტ ი ლ ი. :D --ჯაბა ლაბაძე 16:42, 2 დეკემბერი 2012 (UTC)
- რ/ლ-ის წესი აღარაა მნიშვნელოვანი — დიახ, აღარაა მნიშვნელოვანი უცხოური სიტყვების შემთხვევაში. ძველად ეს წესი ეხებოდა უცხოური ენიდან შემოსულ სახელებსაც, დღეს კი აღარ ეხება. გრიგორიანული სწორია :). Deu. 17:09, 2 დეკემბერი 2012 (UTC)