განხილვა:გლონოქორი (მთავარეპისკოპოსი)
მთელი სტატია სულ ორად–ორი წინადადებაა. შექმნილია 2007 წელს და მასში კოსმეტიკური ცვლილებების (კატეგორიები, ბმულები)გარდა არავითარი ცვლილება არ შესულა. მე ასე გავიგე წესებიდან, რომ ასეთი სტატია შექმნისთანავე წაშლის კანდიდატია. რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს ასეთი "კანდიდატობა"? ახლა ვნახოთ ამ ორი წინადადებიდან მეორე რას გვეუბნება: "გლონოქორი ერისთავად ირანის ხელისუფლებამ დანიშნა, რითაც მან კავშირი დაამყარა ქართველ ფეოდალების გარკვეულ ფენებთან". გაიგეთ რამე? რა ინფორმაციის მიმცემია ეს ვიკიმკითხველისთვის? რა კავშირი? რის გარკვეული ფენები? ცხადია, რომ მცხეთის მთავარეპისკოპოსს და ერისთავს კავშირები ექნებოდა ადგილობრივ ფეოდალებთან, ეს რა გასაკვირია? და რა დასაწერია? აშკარაა, რომ ეს ფრაზა სიტყვა–სიტყვით არის გადმოწერილი ტომელიღაც მარქსისტი ისტორიკოსისგან. ეს იგივეა კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალზე რომ დაწეროთ შემდეგი: "ვორონცოვი კავკასიაში მეფისნაცვლად რუსეთის ხელისუფლებამ დანიშნა, რითაც მან კავშირი დაამყარა ქართველ ფეოდალების გარკვეულ ფენებთან". ხომ არის აზრს მოკლებული?
სტატიის ტექნიკურად სათანადო გაფორმება კარგია და აუცილებელიც, მაგრამ თუ მისი შინაარსი იქნება აზრს მოკლებული, მაშინ კაპეიკია გრაფიკული გაფორმების ფასი. უნდა ამაღლდეს კვალიფიციური სტატიების რაოდენობა. --Zolokin განხილვაწვლილი 10:28, 23 ივნისი 2010 (UTC)
- გეთანხმებით, თუ თქვენც დაგვეხმარებით, მადლობელნი ვიქნებით. – BruTe (გ) 10:35, 23 ივნისი 2010 (UTC)
ა, ჩემო ბატონო, ჩავასწორე რაც შეიძლებოდა და ზუსტი წყაროებიც მივუთითე და ლიტერატურაც. სტატიის შემქნელის მიერ შეტანილ ლიტერატურასთან მაქვს შეკითხვა: რამდენად ეხებიან ისინი გლონოქორს? თუ მხოლოდ ზოგადად არის მითითებული. აი ნუსხა ამ ლიტერატურისა: 1. ლომინაძე ბ., სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966; 2. პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; 3. ჯანაშია ს., ადრეული ფეოდალიზმი, შრომები, ტ. 2, თბ., 1952; 4. ქსე, ტ. 2, 189, თბ., 1978.
პაპუაშვილს და ქსე–ს ეს ნაკლებად ეხება (მაგრამ მაინც), მაგრამ ლომინაძის წიგნი ეხება VIII-XII სს–ებს და საინტერესოა, რა წერია მითითებულ წიგნში გლონოქორზე, რომელიც ამ პერიოდში არ მოღვაწეობდა, არამედ V ს–ს მოღვაწე იყო?
მომიწევს გადამოწმება, რაზედაც ცოტა დრო დამჭირდება, მანამდე კი ამ ლიტერატურას უცვლელად ვტოვებ. --Zolokin განხილვაწვლილი 13:33, 23 ივნისი 2010 (UTC)
უკაცრავად, ჯანაშია დამავიწყდა. უცნაურია, რომ მისი შრომების მეორე ტომი აქვს სტატიის შემქმნელს მითითებული. უფრო მოსალოდნელია, რომ პირველ ტომში იყოს გლონოქორზე საუბარი. გული მიგრძნობს, ასეა. ... მოკლედ გადამოწმება უნდა მოხდეს, რათა მკითხველი მცდარ გზაზე არ დააყენოს. ვიკიპედიის მიზანი ხომ მკითხველის "გზაზე დაყენებაა". თუ ყველაფერი წესრიგშია – წინასწარ ბოდიში სტატიის შემქმნელთან ასეთი ეჭვიანობისთვის.--Zolokin განხილვაწვლილი 13:45, 23 ივნისი 2010 (UTC)
ქართული ვიკიპედია სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. არც ამ სტატიის ავტორია სპეციალისტი და თუ დაგვეხმარებით კარგი იქნება. გმადლობთ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 14:28, 23 ივნისი 2010 (UTC)
გლონოქორის, როგორც პიროვნების შესახებ რაც არის ცნობები უკევ ამოწურულია, სტატია შესწორებულია. ამ მხრივ სტატია დასრულებულია. მაგრამ თუ გვინდა რომ კიდევ უფრო სრულყოფილი იყოს, რჩება იმ მეცნიერთა აზრების შეტანა, რომლებსაც გლონოქორის შესახებ რაიმე კომენტარი გაუკეთებიათ. ამისთვის დრო დამჭირდება. მოვუბრუნდები. --Zolokin განხილვაწვლილი 15:20, 23 ივნისი 2010 (UTC)