განხილვა:გიორგი ჩუბინიძე

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე

გიორგი ჩუბინიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი წერია ვიკიპედია: ka.wikipedia.org — ეს წყარო შესაცვლელია ბიბლიოთეკის გვერდზე, რადგან როგორც ყველამ ვიცით ვიკიპედია წყაროდ არ გამოდგება. ცანგალა 19:17, 1 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

ისე რა საინტერესოა, ვიკიში ეროვნული ბიბლიოთეკის საიტია მითითებული, ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ვიკი. --Wiki - ჯაბა 19:28, 1 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ბიბლიოთეკის ვებგვერდზე რაც შესაცვლელია შესაბამისი პირები შეცვლიან. ვიკიპედიის ამ სტატიაში ბიბლიოთეკის ვებგვერდზე არსებული მასალა მითითებულია, როგორც რესურსები ინტერნეტში, ხოლო ბიბლიოთეკის გვერდზე, როგორც წყარო. არ ვიცი ვინ როგორ იცით, მაგრამ როგორც ჩანს წყაროდაც შეიძლება გამოდგეს ვიკიპედიის მასალა, რადგან იგივე მასალა გამყარებულია შესაბამისი ლიტერატურით. ვიკიპედიის ამ სტატიაში ყველაფერი წესრიგშია. ყველა საჭირო წყარო მითითებულია. ვიკიპედიის განხილვებში ვწეროთ ის რაც ვიკიპედიას ეხება. აქ ბიბლიოთეკის საკითხებს რატომ განვიხილავთ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:30, 2 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
გაზეთი „ლელო“, 17 დეკემბერი, 1970 წელი, #246, გვ.3 (აქ ვხედავთ ხაშურის ფეხბურთის გუნდის „ივერიის“ ფოტოს), გაზეთი „ლელო“, 7 სექტემბერი, 1972 წელი, #177, გვ.3 (აქ ვერავითარი ინფორმაცია ვერ დავინახე ფეხბურთელ გიორგი ჩუბინიძეზე). გაზეთი „გამარჯვების გზა“, დეკემბერი, 1970 წელი, გვ.5 და გაზეთი „გამარჯვების გზა“, 31 ოქტომბერი, 1978 წელი, გვ.4 — ალბათ მომიწევს არქივებში ნახვა. სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესიონალს!) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე — და ეს წყაროდ გამოდგება? ახლა რაც შეეხება ბიბლიოთეკას — გეთანხმები აქ მისი ადგილი არ არის. მაგრამ სამწუხაროდ გვერდიდან ამოსაღებია ვიკიპედია: ka.wikipedia.org. რადგან შეცდომაა (ან უნდა მიეთითოს თარიღი ე. ი. რომელი თარიღის მონაცემებით არის, რადგან ყველა მომხმარებელს აქვს უფლება შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია და ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს). ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#ლიტერატურის მითითება ამ გვერდზე თუ ბიბლიოთეკაში ვმუშაობო გვეუბნები აქ რატომ არ უნდა დაიწეროს ბიბლიოთეკაზე, სადაც შეცდომაა, როდესაც მითითებულია ვიკიპედია. და როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელს შეგიძლია შეცდომა გაასწორო. --ცანგალა 15:11, 2 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
@Zangala: თუ სთხოვ გიორგის, რომ მან ვიკიპედიის გარეთ რაღაცა გააკეთოს, მემგონი ჯობია, რომ ვიკიპედიის გარეთ დაეკონტაქტო. პროექტის შიგნით, ჯობია, მხოლოდ პროექტზე იმსჯელოთ.--Melberg მიწერა 15:23, 2 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
მადლობა. მაგრამ რატომ? ესეც ხომ ვიკიპედიის ნაწილია თუ არა? მან რესურსები ინტერნეტში მიუთითა ვიკიპედიაში. ისე საინტერესოა შენი აზრი? --ცანგალა 15:38, 2 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
@Melberg: მხოლოდ ინფორმაციისთვის პირველად ფეისბუქზე დავწერე კომენტარებში, მაგრამ რეაქცია და პასუხი არ იყო.--ცანგალა 15:40, 2 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
ბიბლიოთეკის გვერდიდან რაც ამოსაღებია ეს არაა აქ განსახილველი საკითხი. ამის შესახებ არ ვაპირებ აქ არანაირ განხილვას. თქვენს მიერ მითითებულ ადგილას სხვა საკითხზე იყო საუბარი, იქ თქვენ ახსენეთ ბიბლიოთეკა და ამის შესახებვე გაგეცით პასუხი. საერთოდ არაა ჩემი მოვალეობა იქიდან რამის ამოღება და არც აქ ვარ ვალდებული ამ საკითხზე გიპასუხოთ. გთხოვთ შეწყვიტოთ აქ ვიკიპედიის გარეშე საკითხზე მითითებების გაცემა. ინტერნეტ-რესურსები კი არის დამატებითი მასალები პიროვნების შესახებ და მხოლოდ ისაა სადაც პიროვნების ფოტო ან ინფორმაციაა. ფეისბუქზე კომენტარებშიც არ განიხილება მსგავსი საკითხები. შეგიძლიათ მომწეროთ და გიპასუხებთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:43, 2 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „გიორგი ჩუბინიძე“-ზე დაბრუნება.