განხილვა:გიორგი გურჯიევი
სომეხი-ბერძენი? ქართველი არ იყო? ყველგან წერია, რომ ის ქართველი იყო და ქართულ ვიკიპედიაში არა. --თეიმურაზი (გ) 19:15, 13 იანვარი 2011 (UTC)
- სად წერია კონკრეტულად რომ ქართველი იყო?.. გერმანულშიც ჩვენნაირადაა, სომეხი–ბერძენი. — დავით პასუხი 19:38, 13 იანვარი 2011 (UTC)
- отец —грузин , мать — армянка - რუსულში.--Ouzo განხილვაწვლილი 00:10, 14 იანვარი 2011 (UTC)
- დანარჩენში ყველგან წერია ბერძენ–სომეხი, ან ბერძნულ–სომხური ოჯახიდან. ბერძენი უნდა იდგეს წინ, რაგდან მამა ჰყავდა ბერძენი, ხოლო დედა – სომეხი, როგორც ჩანს რუსულში შეცდომაა.--Ouzo განხილვაწვლილი 00:15, 14 იანვარი 2011 (UTC)
- отец —грузин , мать — армянка - რუსულში.--Ouzo განხილვაწვლილი 00:10, 14 იანვარი 2011 (UTC)
Γεώργιος Γεωργιάδης ამით ყველაფერი ნათქვამია. თავის ერთ-ერთ წიგნში "Встречи с замечатеьными людьми" (რუსული ტექსტი) ის წერს, რომ ჩემი მშობლებიო ცხოვრობდნენ ქალაქშ სადაც ბევრი ეროვნების ხალხი ცხოვრობდაო. --თეიმურაზი (გ) 07:48, 14 იანვარი 2011 (UTC)
- ბერძნული სიტყვებით მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ გურჯიევი თარგმნეს ბერძნებმა :). მეორე წინადადება კი არაფერს არ გვაძლევს... ეროვნებით არის ბერძენი–სომეხი. — დავით პასუხი 08:06, 14 იანვარი 2011 (UTC)
- ბერძნული ვიკის პრეამბულა: Ο Γεώργιος Γκουρτζίεφ (Γεώργιος Γεωργιάδης) ήταν Ελληνο-Αρμένιος μυστικιστής φιλόσοφος και πνευματικός δάσκαλος.
- ქართული თარგმანი: გეორგიოს გურჯიევი (გეორგიოს გეორგიადესი) იყო ბერძენ (ელინო)–სომეხი მისტიკოსი ფილოსოფოსი და სულიერი მასწავლებელი.
ასე რომ «გეორგიოს გეორგიადეს» არის «გეორგიოს გურჯიევი»–ს ბერძნულად გაფორმებული ვარიანტი და სხვა არაფერი.--Ouzo განხილვაწვლილი 19:08, 14 იანვარი 2011 (UTC)
ისე, უცნაურია, რომ თეიმურაზმა Γεώργιος Γεωργιάδης–ის წაკითხვა მოახერხა და Ελληνο-Αρμένιος–ის ვერა. ცუღლუტობას აქვს ადგილი.--Ouzo განხილვაწვლილი 19:11, 14 იანვარი 2011 (UTC)
Ouzo, ცუღლუტობას არა აქვს ადგილი. აქ მიმდინარეობს განხილვა. თუ არ მოგწონთ, ნუ შემოდიხართ ამ გვერდზე! ჰო, და კიდევ. საიდან აიღეთ რომ ეს გურჯიევი ელინი არის? ბერძნების რამდენიმე ეთნოჯგუფი არსებობს. აღმოსავლეთ თურქეთსა და კავკასიაში პონტოელები (პონტოელი ელინები) ცხოვრობენ. --თეიმურაზი (გ) 07:30, 15 იანვარი 2011 (UTC)
- ელინი ბერძნულად უბრალოდ ბერძენს ნიშნავს და სხვა არაფერს. რომ მომწონს იმიტომ შემოვდივარ. შენ არ შეგეკითხები.--Ouzo განხილვაწვლილი 02:31, 16 იანვარი 2011 (UTC)
საბოლოოდ რა გადაწყდა ამხელა განხილვის შემდეგ? ბერძენი-სომეხი თუ როგორც ახლა წერია ქართველი? ჩემი აზრით თუ მამა ბერძენი ყავდა ვწერთ ბერძენს და არანაირი ქართველი ან სომეხი. --ჯაბა ლაბაძე 05:32, 17 ივნისი 2013 (UTC)
31 მარტი 1866 / 14 იანვარი, 1872/28 ნოემბერი, 1877 — სამი თარიღია მითითებული. ამიტომ ხომ არ აჯობებს კატეგორია დაიწეროს XIX საუკუნე (კატეგორია:დაბადებული XIX საუკუნე).--ცანგალა 08:39, 7 დეკემბერი 2018 (UTC)