განხილვა:გვერდისუბანი (მრავალმნიშვნელოვანი)
გვერდისუბანი აღარაა სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში, [1]--Jaba1977 06:45, 27 დეკემბერი 2008 (UTC)
- რომელიმე სოფელს შეუერთდა?--ცანგალა (გ) 11:44, 27 დეკემბერი 2008 (UTC)
მემგონი უფრო დაიცალა - ურაბანიზაცია...--გიორგი 18:37, 27 დეკემბერი 2008 (UTC)
ეს სოფელი კი არ დაიცალა არამედ 1989 წლის მაისში ტერიტორიულად შეზრდის გამო შეუერთდა დაბა სურამს კიდევ სამ სოფელთან ერთად (იტრია, ჩუმათელეთი და ბუღაურა)--Jaba1977 18:53, 29 დეკემბერი 2008 (UTC)
ცუდი არ იქნება თუ ამ სოფელზე ცალკე სტატია შეიქმნება და როგორც სსრკ ან გდრ ექნება თავისი ისტორია, სადაც სურამთან შეერთება იქნება მინიშნებული.--ცანგალა (გ) 22:09, 29 დეკემბერი 2008 (UTC)
თუ ხაშურის სოფელი აღარ არსებობს, ეს მრავალმნიშვნელოვნების გვერდი საჭირო არაა. ბორჯომის სოფელი გადავიტანოთ გვერდისუბანზე. --M. განხილვაწვლილი 08:08, 10 აგვისტო 2014 (UTC)
- მომხრე ვარ ბორჯომის სოფელზე ფრჩხილების მოხსნისა, თუმცა ამ გვერდის ყოფნა-არყოფნაში დარწმუნებული არ ვარ. თუ არსებობს რაიმე მასალა, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ხაშურის ყოფილ სოფელზე სტატიის დაწერა, მაშინ უნდა დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, არაფერი გვიშლის ხელს ბორჯომის სოფელის ფრჩხილებისგან თავისუფალ სათაურზე გადატანიგან. გადამისამართება იქნება წასაშლელი მხოლოდ. — G.G. 08:44, 10 აგვისტო 2014 (UTC)
- ქსე-ში ჩავიხეე. არაფერი განსკაუთრებული. მხოლოდ ის ინფორმაციაა, რაც სოფლებზე სტანდარტულად იყო: მდებარეობა, კოლმეურნეობა და ა.შ. არა მგონია, ცალკე სტატიის არსებობა საჭირო იყოს, ერთი სექციისთვის საკმარისია. --M. განხილვაწვლილი 08:56, 10 აგვისტო 2014 (UTC)
ის რომ სოფელი გვერდისუანი არსებობდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მე მგონი დავიწყებას არ უნდა მიეცეს. მრავალმნიშვნელობის გვერდის არსებობა საჭიროა. ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელს მოეხსნას ფრჩხილები. --JABA 1977 09:28, 10 აგვისტო 2014 (UTC)
- დავიწყებას რომ არ მიეცეს, ამისთვის სურამის სტატიაში შესაბამისი სექციის ჩამატებაც კმარა, ჩემი აზრით, მაგრამ კი ბატონო, იყოს მასე, არ ვარ წინააღმდეგი. დარჩეს მრავალმნიშვნელობის გვერდი და ბორჯომის სოფელს ფრჩხილები მოეხსნას. --M. განხილვაწვლილი 11:40, 10 აგვისტო 2014 (UTC)