განხილვა:ბაჩ-კიშკუნის მედიე
საგრაფო, თუ ოლქი რომელია სწორი ამ შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ ოლქი უფრო იქნება--დათო1010 18:09, 3 აპრილი 2013 (UTC)
მესმის ქსე ძველია ამ სიტუაციაში, მაგრამ მაგ დროს მიღებული ტერმინი ყოფილა მედიე, ახლაც მასე ხომ არ იქნება? თუ გავითვალისწინებთ რომ ამჟამად მას უნგრულად ეწოდება Bács-Kiskun megye, სადაც megye - მედიე-ა. --ჯაბა ლაბაძე 18:22, 3 აპრილი 2013 (UTC)
- მეც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში (როცა დანამდვილებით ვერ ვიტყვით საგრაფოა, თუ ოლქი) გამოვიყენოთ ადგილობრივი სახელი, უნგრეთის შემთხვევაში მედიე როგორც ეს სხვა ქვეყნების რეგიონების შემთხვევაში გვქონდა (მაგ. ეგვიპტის მუჰაფაზები).--დათო1010 18:31, 3 აპრილი 2013 (UTC)
მე ვიხელმძღვანელე ინგლისური ვიკიპედიით, სადაც ეწერა County (საგრაფო), გერმანულშიც ეწერა Komitat (საგრაფო). სლავურებში მედიეა --შოთა [UT] 18:39, 3 აპრილი 2013 (UTC)
ქსე იმის მაგალითად გამოდგება, რომ მედიე მიღებული იყო ჩვენთანაც (რუსულის გავლენით). ჩვენც მედიე დავწეროთ. --ჯაბა ლაბაძე 18:42, 3 აპრილი 2013 (UTC)
მეც მედიეს ვარიანტს ვემხრობი, არა მარტო ქსეს გამო, უფრო იმიტომ, რომ თვითონ უნგრელები ასე უწოდებენ. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:39, 5 აპრილი 2013 (UTC)
- მეც (მომხრე). გადამაქვს ბაჩ-კიშკუნის მედიე-ზე--შოთა [UT] 13:59, 5 აპრილი 2013 (UTC)
- გადატანილია--შოთა [UT] 14:03, 5 აპრილი 2013 (UTC)