განხილვა:ბაქარი და ბაკური
ამ სტატიის ისტორია, თავიდან არსებულ და ბოლოში არსებულ ტექსტს შორის სხვაობა მაკვირვებს. --Wiki - ჯაბა 16:10, 1 იანვარი 2021 (UTC)
@Lasha-george: აქაც შენს მიერ განხილვის გარეშე გადატანა იკვეთება და სულ ახლახანს 29 ოქტომბერს. შემდეგ 31 ოქტომბერს ქმნი სტატიას ბაქარ I. რა ხდება გამარკვიე. --Wiki - ჯაბა 16:26, 1 იანვარი 2021 (UTC)
- კეთილი. ეს, სტატია დიდი ხნის განმავლობაში იყო ბაკურ II და მისამართდებოდა ბაქარ I-ზე (?!)... განხილვის გვერდზეც არაერთხელ დავწერე, რომ რაიმე უნდა გაკეთებულიყო... შემდეგ, ვინაიდან სტატია ორივე პიროვნებას ეხებოდა (იხ. მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი "საქართველოს მეფეები". გვ. 33, 34.) და ჩავთვალე, რომ სასურველი იქნებოდა ინფორმაცია არ დაკარგულიყო, გადავიტანე აღნიშნულ დასახელებაზე (ბაქარი და ბაკური), შემდგომ ბაკურ II და ბაქარ I წასაშლელებში გადავიტანე და წაშლის შემდეგ შევავსე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:38, 1 იანვარი 2021 (UTC)
ხო ბაკურ II-ც 31 ოქტომბერსს შეგიქმნია. + 1 „დანაშაული“ :) --Wiki - ჯაბა 16:43, 1 იანვარი 2021 (UTC)
- ხო... მაგრამ მანამდე არავის უთქვამს კარგა ხანი არაფერი განხილვის გვერდზე. რომ არ შემექმნა, რატომ არ შექმენიო იქნებოდა:-)--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:48, 1 იანვარი 2021 (UTC)
აქ არავინ არავის არ ეუბნება რატომ არ შექმენიო. ვიკიპედია მოხალისეობრივი პროექტია. თუმცა ეს არ ნიშნავს არასწორად გადატანა-გადმოტანის დაშვებას, სტატიების გაერთიანებას და მერე ცალ-ცალკე ამ პიროვნებებზე სტატიების წერას. ეს საკითხიც განხილვის თემაა: სტატიის ისტორიიდან გამომდინარე რა უნდა წაიშალოს და რა დარჩეს, ამასაც მივხედავთ. --Wiki - ჯაბა 16:52, 1 იანვარი 2021 (UTC)