განხილვა:ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება

ბოლო კომენტარი: 10 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში სათაურის შესახებ

სტატიის სათაურია არის ყოვლად გაუმართლებელი. ,,ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება” - ივანე ჯავახშვილიც კი არ დაწერდა ,,მტკიცებულებას”, რომელი მტკიცებულება? არსებობს თეორია, მოსაზრება, ვარაუდი... სასწრაფოდ შესაცველია ეს სათაური.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:01, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

სუმბატი და სხვა ავტორები სხვადასხვა ეპოქაში ბაგრატიონთა დინასტიის წარმომავლობას არ ვარაუდობდნენ, ან/და ჰიპოთეზებს და მოსაზრებებს არ გამოთქვამდნენ, არამედ მტკიცებით ფორმაში მოიხსენიებდნენ წყაროებში, თუნდაც რად ღირს გრიგოლ ხანძთელის მიმართვა აშოტ I-ისადმი:

აქ, დავით წინაჲსწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო-ოს უწოდებდა გრიგოლ ხანძთელი აშოტს მტკიცებით ფორმაში ან სხვაგან კონსტანტინე პორფიროგენეტი მტკიცებით ფორმაში საუბრობს ბაგრატონები წარმომავლობაზე... ვარაუდით ან ჰიპოთეზით როგორ ისაუბრებდა ბაგრატიონების წარმომავლობის შესახებ წყარო, როდესაც ბაგრატიონების წარმომავლობას, იმავე ისტორიულ წყაროებში მტკიცებითი ფორმა ჰქონდა. რა ვარაუდი? განვმარტავ, ვარაუდი ნიშნავს - წინასწარი მიახლოებითი ანგარიში, წინასწარი აზრი რისამე შესახებ. დავამატებ, რომელსაც მკითხველს შესაძლოა შეექმნას. ჰიპოთეზა — მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების (მოვლენის) ასახსნელად და მოითხოვს დამოწმებას. მაგრამ ჰიპოთეზა საერთოდ აბსტრაქტული ფორმულირებაა სათაურთან მიმართებაში, რადგან იურიდიულად ვერ დაამოწმებ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომავლობას ვერც დნმ-ის გზით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტკიცებულება არ შეეფერება სათაურს, რადგან როგორც ზემოთ ვთქვი, ისტორიულ წყაროებში ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობა აქსიომაა და სიტყვა მტკიცებულებაც აქედანაა. ასე რომ მტკიცებულების შეცვლას თეორით, მოსაზრებით, ვარაუდით არ ვემხრობი, რადგან როგორც უკვე ვთქვი ვარაუდებზე დაფუძნებით არ იქმნება ისტორიული წყაროები და მათ შორის ბაგრატიონთა შესახებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:08, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

@Lasha-george: სქოლიოების გამოყენებას განხილვებში მოერიდე. რაც შეეხება სტატიას. სათაურიც შესაცვლელია და ტექსტიც გადასაწერია.--Wiki - ჯაბა 13:38, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
როგორც საჭიროდ ჩათვლით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:40, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
სექცია: სხვა წყაროების ბოლო აბზაცში წერია, ვციტირებ: მაგალითად, X საუკუნის დოლისყანის ეკლესიაზე კლარჯეთში, მიანიშნებს ბაგრატიონთა სავარაუდო წარმოშობას მეფე დავითიდან. აქედან სიტყვა სავარაუდოდან შესაძლებელია სიტყვა მტკიცებულების შეცვლა. მე უბრალოდ ვცდილობ აზრი მოგაწოდოთ სათაურთან მიმართებით.--გოგოლაური განხილვაწვლილი 13:49, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

სათაურის შესახებ

რედაქტირება

ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის თეორია შესაძლებელია. რას იტყვით? --Wiki - ჯაბა 20:46, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ცხადია, ასე სჯობს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:04, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
ან ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის პრეტენზია--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:08, 4 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
თეორია ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის შესახებ... გენეალოგიის ამოღება რატომ გახდა აუცილებელი?--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:14, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
მოგვიანებითი წყაროების ბოლოს წინა აბზაცში ნახსენებია სიტყვა თეორია...--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:18, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

პრეტენზია ცოტა „პრეტენზიული“ სიტყვაა :) მე ისევ თეორიას მივემხრობი. @Lasha-george: სტატიის სათაურები ტექსტის სიტყვებიდან არ იწერება, მით უფრო ასეთი სუბიექტურის. --Wiki - ჯაბა 08:37, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

მეც თეორიას ვემხრობი, მაგრამ სიტყვა შესახებ თავის თავში მე ვფიქრობ არაერთ თეორიულ მოსაზრებას გულისხმობს. გენეალოგია ყოფილიყო-თქო...--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:40, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
ადამიდან გენეოლოგიას ვგულისხმობ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:46, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
თეორიაზეც არ მაქვს არავითარი პრობლემა, უბრალოდ ,,თეორია" უფრო მეცნიერებაში დამკვიდრებული, გავრცელებული და ანგარიშგასაწევი მოსაზრებათა ერთობლიობაა. ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობა, ისევე როგორც სხვა მონარქიული დინასტიებისა, თვითშექმნილი აზრი იყო საზოგადოებაში უპირატესობის სადემონსტრაციოდ, რომ ნამდვილად ღირსეულად ეკუთვნოდათ ხელისუფლება.ეს კი ახლა მეცნიერებაში ასე სერიოზულად არ განიხილება, მხოლოდ აღწერითი პროცესის ნაწილია, რომ ბაგრატიონებს არც ჰქონდათ ამის პრეტენზია. მოკლედ, არ ვიცი, მთავარია ეს სათაური შეიცვალოს ახლა, დანარჩენ ვარიანტებსაც მხარს ვუჭერ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:24, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმოშობის პრეტენზია ან ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმოშობის თეორია... უფრო ეს უკანასკნელი. ხო, მართლა, გრამატიკულად მე ვფიქრობ, წინადადებას წარმომავლობა სჯობს წარმოშობათი ჩანაცვლება.--გოგოლაური განხილვაწვლილი 16:53, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ლეგენდა ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის შესახებ მგონი ეს სათაური ჯობია. Georgiano განხილვაწვლილი 21:05, 5 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

მომწონს, მსჯელობაში ჭეშმარიტებას ჰპოვებ, მაგრამ ბაგრატინთა გენეალოგია, ვგულისხმობ ადამიდან აშოტამდე წარმოდგენილ ქრონოლოგიას, რატომ იქნა ამოღებული? სტატიაში იყო ჩემს მიერ გაკეთებული, თანახმად "სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა)"-ის და "სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ"-ისა. რედაქტირების თარგში, იხილეთ აგრეთვე მაინც ჩასმულიყო სტატიაში თუ არა?--გოგოლაური განხილვაწვლილი 05:07, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
ალბათ იმიტომ, რომ დღემდე ისევ და ისევ პირველად წყაროებზე თქვენი პირადი კვლევა იყო. იქნება გაეცნოთ გასნხვავებას პირველად და მეორეულ წყაროებს შორის. :) Melberg მიწერა 05:56, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
@Melberg:, პირადი კვლევა არ ყოფილა, მემგონი ლიტერატურა მივუთითე თუ საიდან... რაც შეეხება მეორეულ წყაროებს, მეორეული წყარო ადამიდან აშოტამდე ქრონოლოგიისა არ არსებობს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:21, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
თუ არ არსებობს მეორეული წყარი, ეს იმას ნიშავს, რომ ეს ინფორმაცია არის პირადი კვლევა, რისი ადგილი ვიკიპედიაში არ არის.--Melberg მიწერა 08:39, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
წყარი:-) უნდა გეთქვა ქართულ ვიკიპედიაში არ არის ადგილიო:-). რატომღაც ინგლისურში კი არის...--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:47, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

@Lasha-george: მე მგონი ზედმეტი მოგდის, როდესაც მომხმარებელს დასცინი ერთი არასწორად დაწერილი ასოს გამო, რომელიც კლავიატურაზე გვერდიგვერდაა და მარტივად შეიძლება ყველას შეგვეშალოს. გაფრთხილებად მიიღე. მეორე მსგავს შემთხვევაში განხილვის გვერდზე გამოგიგზავნით გაფრთხილებას. --Wiki - ჯაბა 14:25, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

@Jaba1977:, დაცინვა მართლა არ მიფიქრია...--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:32, 6 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ინგლისურ ვიკიპედიას რატომ ადარებთ? ის სტატია არაა შუა საუკუნეების საისტორიო თხზულებებიდან გადმოწერილი. აქვს მითითებული შესაბამისი წყარი და ლიტერატურა და გაეცანით და თქვენც იქიდან ისარგებლეთ. ასე არავინ არაფერს წაგიშლით. ან თუ თქვენ იკვლევთ ამ თემას ჯერ შესაბამის რეფერირებად ან ადგილობრივ კრებულში გამოაქვეყნეთ და იქიდან დაამოწმეთ შემდგომ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:53, 7 იანვარი 2021 (UTC)პასუხი

ინგლისურს არ ვადარებ, იხილეთ: "სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა)"-ის და "სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ" და მიხვდებით, რომ სწორედ შუა საუკუნეების საისტორიო თხზულებებიდანაა გადმოღებული გენეალოგიის ის ნაწილი, რაც ამოღებულია. მისი ქვესათაური იყო: სუმბატის ქრონიკა და მასზე ვამბობ, რომ ეს არავითარ პირად კვლევას არ წარმოადგენს. წყაროები ტყუილად არ იყო მითითებული, მაგრამ ამოღებულ იქნა, რასაც არ ვეთანხმები. სათაურის შეცვლასთან დაკავშირებით არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ არა ტექსტის შეკვეცის, რაც პირადად ჩემთვის გაუგებარია და ნორმალურ არგუმენტს ვერ ვიღებ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:37, 12 იანვარი 2021 (UTC)პასუხი
მტკიცებულება არსებითად სხვა სიტყვაა. უნდა იყოს მტკიცება ან ზემოთ შემოთავაზებული რომელიმე ვარიანტი. გიო ოქრო 09:45, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

ბაგრატონიანნი და მეფე დავითი

რედაქტირება

სიტყვა-ბაგრატი არის ბერძნული

"პანკრატიოს" რაც ნიშნავს " ყოვლისა მპყრობელი"..

დღესას ბერძენი სასულ.პირები საეკლესიო მსახურებისას წარმოთქვამენ: "" ხრისტოს პანდოკრატორას" ე.ი ქრისტე ყოვლისამპყრობელო..

ათონის მთაზე დღესაც არსებობს მონასტერი- " პანდოკრატორი"..

აქედან გამომდინარე სომხური წარმომავლობა ბაგრატონიანების სრულიად გამორიცხულია და ებრაული წარმომავლობა მეფე დავით წინასწარმეტყველისაგან 100% უახლოვდება... 185.115.7.255 09:42, 28 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

გვერდ „ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის მტკიცებულება“-ზე დაბრუნება.