განხილვა:აფონსუ I (პორტუგალია)

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

ალფონსუ, აფონსუ I ენრიკიში, აფონსუ I დამპყრობელი - ქსე, ტ. 1 , გვ. 345, თბ., 1975, უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ, 30, თბ., 1989 აგრეთვე იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში (პორტუგალიური).--ცანგალა () 11:53, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

თვით პორტუგალიურ ვიკიპედიაში pt:Afonso I de Portugal ეს სახელწოდება აქვს, რაც აფონსუს ნიშნავს. გადასატანია აფონსუ I (პორტუგალია)-ზე. — ჯაბა ლაბაძე () 13:46, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მართალია პორტუგალიურ ენაში -ს გარეშეა და ბოლოში o-ო წერია , ქართულში მართებულია აფონს (ძირითად სტატიად ასეა მითითებული ქსე-ში და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში), აგრეთვე მრავალ სხვა ენებშია მიღებული -თი [[an:Alifonso I de Portugal]], [[ca:Alfons I de Portugal]], [[cs:Alfons I. Portugalský]], [[de:Alfons I. (Portugal)]], [[es:Alfonso I de Portugal]], [[fi:Alfonso I]], [[fr:Alphonse Ier de Portugal]], [[hu:I. Alfonz portugál király]], [[it:Alfonso I del Portogallo]] ალბათ ჯობია ქართული სალიტერატურო ენის ნორმა არ დავარღვიოთ და ძირითადი სტატია იყოს აფონს I ცანგალა () 14:17, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ნაკლებად მაინტერესებს რომელ ვიკიპედიებშია -ით მიღებული. პორტუგალიურად სწორი სახელია Afonso I de Portugal, ხოლო შენს მიერ მითითებული დახმარება გვეუბნება, რომ იკითხება როგორც აფონსუ, გარდა ამისა უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში მითითებულია აფონსუ I, რაც კიდევ ერთი სწორი ფორმაა. ასე რომ დარღვევას სულაც ვერ ვხედავ. მე ვფიქრობ სჯობს გადამისამართება გაკეთდეს ალფონსუ I-დან აფონსუ I (პორტუგალია)-ზე. — ჯაბა ლაბაძე () 14:43, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
შეიძლება ნაკლებად გაინტერესებს სხვა ენების ნორმები, მაგრამ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ქსე-ში და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში წერია ალფონსუ (ძირითადი), მაგრამ სხვებიც მისაღებიაო. ე. ი. საძიებელში ალფონსუა და არა ლ-ს გარეშე. ამიტომ ძირითადი უნდა იყოს ალფონსუ. დაველოდოთ სხვების აზრსაც.--ცანგალა () 14:50, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

დავეთანხმები ცანგალას, ჩემი აზრითაც უნდა მოხდეს ქართული ენის ნორმების გათვალისწინება, ასე რომ მეც მიმაჩნია რომ უნდა იყოს ალფონსუ— ნიკა () 15:21, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ნიკა, როცა მითითებულია ალფონსუ, აფონსუ I ენრიკიში, აფონსუ I დამპყრობელი ეს ნიშნავს რომ სამივე სწორი ფორმაა და მიღებულია სამივეს გამოყენება. ეს წესი ჩემი მოგონილი არაა. — ჯაბა ლაბაძე () 15:27, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

P.S. იგივე ლექსიკონი გვ. 6 ზოგჯერ სახელი ცნობილია ორგვარი დაწერილობით (განსხვავება ფონეტიკურია). გარდა ამისა გაითვალისწინეთ რომ მაშინ არ არსებობდა პორტუგალიური წყაროები და სარგებლობდნენ სხვა ენობრივი წყაროებით. პორტუგალიურად სწორი ფორმაა Afonso რაც იკითხება როგორც აფონსუ. ყოველგვარი ლ-ს გარეშე. — ჯაბა ლაბაძე () 15:34, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
გასაგებია, მაშინ იქნებ აგვიხსნა რატომ წერია ძირითადი სტატია ალფონსუზე და არა აფონსუზე? მომხმარებელმა მითითებულ წიგნებში აფონსუზე ვერ მოძებნის. მომხმარებელი მოძებნის მითითებულ წიგნებში ალფონსუზე.--ცანგალა () 15:32, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ალფონსუზე თუ მოძებნის იქვე წაიკითხავს რომ აფონსუც სწორია და ასე მოძებნის. გარდა ამისა ძიების სხვა სისტემებიც არსებობს ქართულ ვიკიპედიაში. სულ მინიმუმ ალფონსუ გადავამისამართოტ აფონსუზე და მომხმარებელი ავტომატურად გადავა სასურველ სტატიაზე. — ჯაბა ლაბაძე () 15:37, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით ძირითადი სტატია უნდა იყოს ალფონსუ. დაველოდოთ სხვების აზრსაც. --ცანგალა () 16:11, 9 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
ქართულად მართებულია ალფონსუ I — ქსე, ტ. 1 , გვ. 345, თბ., 1975--ცანგალა () 21:01, 30 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „აფონსუ I (პორტუგალია)“-ზე დაბრუნება.