განხილვა:ანა ფრანკი

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Saliner თემაში სახელი


სახელი

რედაქტირება

ანა თუ ან? იხ. ტრანსკრიპცია ნიდერლანდურისთვის: [ʔɑnəˈlis maːˈri ˈʔɑnə ˈfrɑŋk], ამის მიხედვით ანა, აქაც ასე ისმის, თარგმანების ნაწილშიც ასეა. რას ფიქრობთ? მე ანეს ვემხრობი.--Saliner 17:29, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

და როდესაც არსებობს ანალოგების სისტემა? მაგ - ორიგინალში ფიოდორია, მაგრამ ჩვენთან თედორედ გადმოდის. არის ბევრი მსგავსი მაგალითი --Henry McClean განხილვაწვლილი 17:40, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

დიახ, ზუსტად მაგიტომ წამოვიწყე განხილვა. ზოგჯერ ნამდვილად გადმოდის განსხვავებულად, უმეტესად კი ორიგინალის მსგავსად შემოგვაქვს. თარგმანები გადავამოწმე და ორივე ვერსიით არის ნათარგმნი. ჩნდება კონტრშეკითხვა: რატომ ანა?--Saliner 17:49, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

ვიკიპედიის ზოგიერთი მომხმარებელი (ნამდვილად ვიცი) თვლის, რომ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დამკვიდრდა. მით უმეტეს, რომ ნაწარმოებები ანა ფრანკის დღიური სწორედ ამ სახელით არის გამოცემული საქართველოში. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:56, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ სწორია ამჟამინდელი ფორმა. --JABA 1977 18:13, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

მაგ ლოგიკით თედორე ნამდვილად არ უნდა დაგვეტოვებინა, რადგან აშკარად არ არის დამკვიდრებული ფორმა. ასევე, სალმან რაშდის შემთხვევაშიც ჩვენთან რუშდით ითარგმნება წიგნები, მიუხედავად მაგისა, სწორი ფორმით გადმოვიტანეთ. სხვების აზრიც საინტერესო იქნება. --Saliner 18:31, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

რას წერს რომელიმე აკადემიური ენციკლოპედია? — Mikheil მიწერა 18:37, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
ალბათ, მხოლოდ ქსეში თუ იქნება. სავარაუდოდ, ანა.--Saliner 19:08, 28 იანვარი 2015 (UTC)პასუხი
გვერდ „ანა ფრანკი“-ზე დაბრუნება.