განხილვა:ალექსანდროვკა (ბიჟბულიაკის რაიონი)

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

სოფ. ბიჟბულიაი იხ. ბაშკირეთის რუკა ქსე, ტ. 2, გვ. 249, თბ. 1977. უნდა იყოს ბიჟბულიაქის რაიონი და არა ბიჟბულიაის რაიონი.--ცანგალა/ 21:33, 26 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

ნამდვილად (და თან ძალიან) მოძველებული ინფორმაციაა. ბაშკირულში არსებობს К к და Ҡ ҡ. ამათ შორის პირველი არის კ, ხოლო მეორე ქ. ამისათვის იხილე ეს სტატია. აღნიშნული სტატიის ბაშკირულ ვარიანტში წერია к - ანუ კ. --Wiki - ჯაბა 04:59, 27 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი
საერთაშორისო ფონეტიკური ანბანის მიხედვით, Ҡ-ს შეესაბამება /q/. ეს ქ არ არის. არის მაგარი კ, რომელიც გადადის ყ-ში. თურქული ენებიდან ძირითადად ყ-თი გადმოდის. К-ს შეესაბამება /c/ და /k/. ორივე ქართული ქ არის. პირველი უახლოვდება, მეორე პირდაპირ შეესაბამება ქართულს. გიო ოქრო 09:44, 27 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

Стәрлетамаҡ გადმოიტანეთ როგორც სტერლითამაი და მაგ სტატიაში ҡ არის ქ და ამ სტატიაში არა? --Wiki - ჯაბა 11:49, 27 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

ეგ სათაური არ მგონია სწორად იყოს გადმოტანილი (მაგ., ტ და თ). გიო ოქრო 11:57, 27 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

მე ტ-ზე და თ-ზე არ ვამახვილებ ყურადღებას, თუმცა ეგეც მისახედია. --Wiki - ჯაბა 12:02, 27 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

სტერლითამაი იხ. ბაშკირეთის რუკა ქსე, ტ. 2, გვ. 249, თბ. 1977. იგივე წერია, საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში. გვ. 194, თბ. თბ. 1987 რაღაცას უნდა დავუჯეროთ, როდესაც სპეციალისტები არ ვართ.--ცანგალა/ 12:07, 27 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „ალექსანდროვკა (ბიჟბულიაკის რაიონი)“-ზე დაბრუნება.