განხილვა:ავსტრიის ადმინისტრაციული დაყოფა

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaeser

ავსტრიას შტატები როდიდან აქვს? ამ სტატიას უნდა ერქვას, ან ავსტრიის მიწები, ან ავსტრიის ადმინისტრაციული დაყოფა--დათო_დათო 11:43, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ეს ბოლო დღეებია დავიღალე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გადამკიდე. ზოგი რომელ კატეგორიაშია და ზოგი რომელში ღმერთმა იცის, რაც საძიებლად ძალიან ცუდია. ასევე რომ არ დაგვემართოს აქაც, მოდით ჯერ შევქნათ სტატიები ადმინისტრაციულ დაყოფაზე და მერე იმის შესაბამისად შეიქმნება სტატიები შტატებზე, მიწებზე, კანტონებზე, რაიონებზე, რეგიონებზე და ა. შ. თან ჩამოვყალიბდებით რა ეწოდება ამა თუ იმ ქვეყნის ადმინისტრაციულ დანაყოფს, სტატიებსაც არ შევქმნით მცდარი სათაურებით, ამით გადატანასაც აღარ მოვახდენთ და რაც მტავარია ასე უფრო გამარტივდება მუშაობაც და სტატიების ძიებაც. --ჯაბა ლაბაძე () 13:51, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

დათო, ამას რომ დავარქვათ ადმინისტრაციული დაყოფა, მაინც ვერ ავიცილებეთ იმის გარკვევას თავიდან, რომელია მიწა თუ შტატი. მე როგორც მივხვდი და დარწმუნებული ვარ ეგრეა, ავსტრია იყოფა შტატებად, რომლებიც ცნობილია მიწებად. ინგლისურ ვიკიპედიაზე წერია, რომ შტატები აქვს და ასევე ცნობილია როგორც მიწა. en:States of Austria. შტატების სიაში რაცაა, ყველა გვერდი ვნახე, და ყველგან შტატები წერია. en:Carinthia (state) - შტატი ან მიწა არისო წერია. en:Burgenland - აქაც შტატი ან მიწაო წერია. --გოტა (მომწერე) 14:29, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ჯაბა ადმინისტრაციული დაყოფის შექმნა მინდოდა, მაგრამ არ არსებობს ინგლირუსში ეგეთი გვერდი. რასაც ხედავ, ესაა ადმინისტრაციული დაყოფა, გოტა (მომწერე) 14:53, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

დარწმუნებული ვარ მასე გინდოდა. მოდი ეს გადავიტანოთ თანაც შეხედე რუსულშიც ასე ეწოდება. ე. ი. ესაა ადმინისტრაციული დაყოფა. --ჯაბა ლაბაძე () 14:58, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ხო მართლა ნახე პირველივე ლურჯ ბმულს სად გადაყავხარ და რა წერია მანდ ბურგენლანდი. მიწა. ასევეა რუსულშიც. --ჯაბა ლაბაძე () 14:59, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

განხილვა:ფედერალური მხარეოთარი () 15:09, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

რატომაა ინგლისურში მოხსენიებული პირველ რიგში შტატებად, შემდეგ კი ფრჩხილებში ან რამენაირად მიწა? --გოტა (მომწერე) 15:21, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ინგლ. District; რუს. Округа და ქართულად როგორ იქნება? --გოტა (მომწერე) 15:35, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიციტატა
„Согласно Конституции, Австрия является федеративной республикой, и состоит из 9 земель “

ეს ზემოთ მითითებული რუსული ვიკიპედიიდანაა. --ჯაბა ლაბაძე () 15:50, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ზუსტად ეგრე წერია ინგლისურში, ოღონდ земель-ის მაგივრად, state (შტატი) წერია. ახლა იქნებ ავსტრიის ოფიციალურ საიტზე მოვიძიო რაიმე ინფორმაცია...--გოტა (მომწერე) 15:58, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი
არ ვიცი ოფიციალურია თუ არა, მაგრამ მგონი უნდა დავუჯეროთ - Austria is a federal republic consisting of nine independent federal states:
de:Land (Österreich) - როგორც მივხვდი ესე იწყება: მიწა (Land) — ავსტრიის ფედერალური შტატი. დათო რას იტყვი? --გოტა (მომწერე) 16:07, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

კი, მიწებია რუსულში და პოლონურში მიწა, მხარე. ძველი მე-9 კლასის ჭანტურიას წიგნში უნდა იყოს. მე რუსული მაქვს, ქართულად თუ არის ნახეთ ან ქსე-ს დაელოდეთ--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 16:13, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

Bundesland - ფედერაციული მიწა. ქსე.--გიორგი, 16:14, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

პ.ს. ოკრუგად - ოლქი. :)))))--გიორგი, 16:15, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

კი პოლონურშიც ბუნდესლანდის ესეთი განმარტებაა: ფედერაციული მიწები--თემური /განხილვა/ როდესაც თვენს საათზე იყო: 16:15, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გოჩა, აგიხსნი რაშია საქმე. ესე იგი. გერმანულ და ავსტრიულ მიწებს იგივე სტატუსი აქვს, რაც ამერიკულ შტატებს - ანუ ლუიზიანა და ბავარია სტატუსით ერთი და იგივეა. ის, რაც შენ მოიყვანე სწორია - მაგრამ სწორია ინლისურენოვანი სამყაროსთვის. საქართველოში დამკვიდრდა სიტყვა მიწა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიასა და გერმანიაზე.--გიორგი, 16:22, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია --გოტა (მომწერე) 16:23, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ხო, და კიდევ - state არ არის მარტო შტატი. state ინგლისურში სახელმწიფოსაც აღნიშნავს. :)--გიორგი, 16:24, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა, მაგრამ იმედია ავსტრია 9 სახელმწიფოსაგან არ შედგება --გოტა (მომწერე) 16:26, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

სწორედაც რომ შედგება :))))) ფედერალიზმის მთავარი არსი სწორედ ეს არის. :)))--გიორგი, 16:26, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ფედერალიზმის აზრი კი არის, მაგრამ მაგაზე სახელმწიფოს ვერ ვიტყვით. --გოტა (მომწერე) 16:28, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ნეტა ქსე-ში როგორაა? --ჯაბა ლაბაძე () 16:29, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გააჩნია რას ეძახი სახელმწიფოს:)) მთიანი ყარაბაღიც სახელმწიფოა, მაგრამ თვითაღიარებული. ისე, სერიოზულად - ქართულ ენაში გერმანიის და ავსტიირ შემადგენელ ნაწილებს მიწებს ეძახიან, ეს ნამდვილად ასეა :)--გიორგი, 16:31, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. Land ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო. გერმანელები ზუსტად მასე ამბობენ, რომ მათი ფედერაცია შედგება 16 ქვეყნისაგან. ინგლისური state-ც ზუსტად ლანდის თარგმანია და მეტი არაფერი. ლანდ–ის მეორე მნიშვნელობაა მიწა. ვინიდან ცოტა უცხოა იმის თქმა, რომ ავსტრია შედგება 9 ქვეყისაგან, ქართულში დამკვიდრებულია მიწა და ვამბობთ, რომ ავსტრია შედგება 9 მიწისაგან. შტატის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. — დათო პასუხი 16:34, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიციტატა
„ვინაიდან ფედერალურ მიწებზე უწყებათა კომპეტენცია სხვადასხვაგვარად არის განაწილებული, გირჩევთ, სადაო შემთხვევბში მიმართოთ თავად საბუთის გამცემ ორგანოს.“

საქართველოს საელჩო ავსტრიაში; საგარეო საქმეთა სამინისტრო.--გიორგი, 16:34, 26 იანვარი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „ავსტრიის ადმინისტრაციული დაყოფა“-ზე დაბრუნება.