განძის კუნძული (1988 წლის ანიმაციური ფილმი)
„განძის კუნძული“ (რუს. Остров сокровищ) — რეჟისორ დავიდ ჩერკასკის მიერ 1988 წელს გამოშვებული ანიმაციური ფილმი, დაფუძნებული რობერტ ლუის სტივენსონის ამავე სახელწოდების რომანზე.
„განძის კუნძული“ | |
---|---|
რეჟისორი | დავიდ ჩერკასკი |
ნაწარმოები | განძის კუნძული, რობერტ ლუის სტივენსონი |
კომპოზიტორი | ვლადიმირ ბისტრიაკოვი |
ანიმატორი(ები) | რადნა სახალტუევი |
სტუდია | კიევნაუჩფილმი |
პრემიერა | 1988 |
ხანგრძლივობა | 106 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
ფილმი ორი ნაწილისგან შედგება შედგება:
- ფილმი პირველი - კაპიტან ფლინტის რუკა
- ფილმი მეორე - კაპიტან ფლინტის განძი
ფილმი გამოირჩევა მსახიობებისა და ანიმაციური კადრების შერწყმით, მუსიკალური პაუზებით, მკვეთრი იუმორით, პაროდიებით და ა.შ. აშშ-ში იგი გამოვიდა სათაურით The Return to Treasure Island (დაბრუნება განძთა კუნძულზე), 1992 წელს. ამერიკული ვერსია შემოკლებულია 34 წუთით.
მოკლე შინაარსი
რედაქტირებამოვლენები მიმდინარეობს დაახლოებით XVIII საუკუნის შუა წლებში. ფუნდუკში სახელად ადმირალი ბენბოუ ჩნდება მეზღვაური ბილი ბონსი. მას უცნაური სტუმრები აკითხავენ. ეს იწვევს ფუნდუკის მფლობელის, ჯიმ ჰოკინსის ეჭვს. ბონსი, რომელიც რომის მოყვარულია, უჩვენებს მას საიდუმლო რუკას, რომელსაც საგულდაგულოდ მალავს თავის ოთახში. ერთ დღეს ბონსს აფრთხილებენ ე.წ. შავი ნიშნით, რომ მას სიკვდილი ელოდება. ბონსი უკვე გაფრთხილებულია ექიმ ლივსის მიერ, რომ რომის დიდი რაოდენობა მისთვის იგივეა, რაც სიკვდილი. სწორედ ეს ხდება მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი. ბილი იღებს რუკას და გარბის ბრისტოლში, სადაც სკვაირ ტრელონისა და ლივსის მოძებნის. ამასობაში მეკობრეები ეძებენ ბონსის რუკას.
მდიდარი ტრელონი გადაწყვიტავს, მოამზადოს ექსპედიცია, ჩავიდეს რუკაზე მითითებულ კუნძულზე და მოძებნოს განძი. იგი ქირაობს გემ ისპანიოლას. სრულიად შემთხვევით იგი გათქვამს მოგზაურობის ნამდვილ მიზეზს - მეზღვაურები კი, რომლებიც სინამდვილეში მეკობრეები არიან, გახარებულები ელოდებიან გარკვეულ დროს, რათა თავად ჩაიგდონ განძი.
მეკობრეებს შორის მთავარი გმირია ცალფეხა ჯონ სილვერი. მეკობრეები და ტრელონის მხარე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ტრელონი და გუნდი გარბიან კუნძულზე, სადაც ჯიმი იკარგება. იგი შემთხვევით წააწყდება კუნძულზე გადახვეწილ ბენ განს, რომელიც მეგობარმა მეზღვაურებმა წლების წინ მიატოვეს. მან იცის განძის არსებობის შესახებ და მზად არის, დაეხმაროს გუნდს. ამასობაში ჯიმის მეგობრები თავს იცავენ კუნძულზე არსებულ თავშესაფარში. საბოლოოდ, ისინი დათმობენ.
ფაქტები და შეცდომები
რედაქტირება- ინგლისურად სიტყვა 'რომი' იწერება როგორც rum. მაგრამ იმ დროს იგი არ იყო ცნობილი სასმელი, ასე რომ ბოთლზე წერია rom.
- ფილმში, ფლოტში დაბრუნებისას ჰოკინსი ამბობს: მე მოვკალი იზრაელ ჰენდსი. მიუხედავად ამისა, დასასრულს გემზე კვლავ არის ჩამოკიდებული ცოცხალი ჰენდსი.
- როდესაც ბილის მეგობრებმა შეიტყვეს შეთქმულების შესახებ, სმოლეტმა ტრელონის კითხვაზე რამდენია გემზე ჩვენი ერთგული? უპასუხა შვიდი, ჯიმთან ერთად - რაც წიგნის სიუჟეტს შეესაბამება. მაგრამ ფორტის დაცვის შემდეგ ის ამბობს - ვიყავით ოთხნი ცხრამეტის წინააღმდეგ, ახლა კი ოთხი ცხრის წინააღმდეგ არის - ეს შეესაბამება ფილმისა და არა წიგნის სიუჟეტს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სიმღერები ფილმიდან
- განძთა კუნძული დაარქივებული 2009-01-18 საიტზე Wayback Machine. — არაოფიციალური საიტი ფილმის შესახებ
- „განძთა კუნძული“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- განძთა კუნძული საიტზე Animator.ru