განძანის ნათლისმცემლის ეკლესია

განძანის ნათლისმცემლის ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (განძანი, საღამო). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით, მდინარე ფარავნის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 2020 მ. ნინოწმინდიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

სოფელი განძანი გამოირჩევა არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით, აქ ვხვდებით ქართული ხუროთმოძღვრების არაერთ უნიკალურ ნიმუშს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია XIII საუკუნის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.

განძანის ნათლისმცემლის ეკლესია 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება