განირა ფაშაევა

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი

განირა ალასკერის ასული ფაშაევა (აზერ. Qənirə Ələsgər qızı Paşayeva; დ. 24 მარტი 1975, დიუზ-გირიქლი, თოუზი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, პოეტი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი.

განირა ფაშაევა
აზერ. Qənirə Ələsgər qızı Paşayeva
220პქპქ
ფსევდონიმი/ები „რკინის ხანუმა“
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1975 (1975-03-24) (49 წლის)
დაბადების ადგილი დიუზ-გირიქლი, თოუზი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 28 სექტემბერი, 2023(2023-09-28)[1] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი Central Clinical Hospital
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
განათლება ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
რელიგია ისლამი
პარტია ახალი აზერბაიჯანი
საქმიანობა საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე
მამა ალასკერ ფაშაევი
დედა თეჰრან ნაღიევა
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
ganirapashayeva.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

განირა ფაშაევა 1975 წლის 24 მარტს, თოუზის რაიონის სოფელ დიუზ-გირიქლიში დაიბადა. გააჩნია ორი უმაღლესი განათლება — სამედიცინო და იურიდიული. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

1998 წლიდან მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი, კორესპონდენტი, რედაქტორი, წამყვანი რედაქტორი, მთავარი რედაქტორის, რედაქტორის მოადგილეს და ტელეარხ ANS TV-ის ახალი ამბების უფროსი რედაქტორის მოადგილედ. 2005 წლიდან, ჰეიდარ ალიევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

აზერბაიჯანელი მწერლის, გაზანფარ ფაშაევის დისშვილია.[2]

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

მილი მეჯლისი

რედაქტირება

განირა ფაშაევა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მესამე (2005) და მეოთხე (2010) მოწვევის დეპუტატია.

2005 წლის 6 ნოემბერს, თოუზის 105 ოლქიდან დეპუტატად აირჩიეს. მეჯლისის მუდმივმოქმედი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრია. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, ასევე აზერბაიჯანი — ინდოეთი, აზერბაიჯანი — თურქეთი, აზერბაიჯანიიაპონია, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის წევრია. განირა პაშაევა ბევრს მოგზაურობს თურქეთში, სადაც მედიასა და კონფერენციებზე თურქ ხალხს აწვდის ინფორმაციას, სომხების მიერ აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებს.

2006 წლის 23 იანვარიდან, ფაშაევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიაში აზერბაიჯანული დელეგაციის აქტიური წევრია. შედის ევროპის საბჭოს „ევროპელ დემოკრატთა ჯგუფში“. თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, აგრეთვე მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში, კომიტეტის მოქმედი წევრია. კიდევ ერთ აზერბაიჯანელ დელეგატთან, სამედ სეიდოვთან ერთად, პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის კომისიის წევრია.[3]

საზოგადო მოღვაწეობა

რედაქტირება

განირა ფაშაევა, საზოგადოებრივი გაერთიანების „ევრაზიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის“ თავმჯდომარეა.

2012 წლის აგვისტოში, განირა ფაშაევა ჩავიდა სომალიში, სადაც ორი კვირის განმავლობაში დაეხმარა სომალელ ახალგაზრდებს, საშუალო სამედიცინო განათლების მიღებაში.[4][5]

ჯილდოები

რედაქტირება

2011 წლის მარტს, თავისი დიდი წვლილისთვის, რაც მან შეიტანა ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის გაძლიერებაში, განირა ფაშაევას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს საელჩოში, აზერბაიჯანში. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ორდენით დააჯილდოვა საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, თეიმურაზ შარაშენიძემ.[6]

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Qənirə Paşayeva vəfat edibAzerbaijan Press Agency.
  2. Состоялась презентация книги Газанфара Пашаева «Исследования о Насими». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2017-04-24.
  3. Ganira PASHAYEVA, Personal Information, Azerbaijan
  4. Ганира Пашаева в Сомали. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-24. ციტირების თარიღი: 2017-04-24.
  5. Азербайджанский депутат займется медициной в Сомали. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-24. ციტირების თარიღი: 2017-04-24.
  6. Саакашвили наградил Ганиру Пашаеву орденом чести. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-24. ციტირების თარიღი: 2017-04-24.