განგოტრი

მყინვარი ინდოეთის ტერიტორიაზე

განგოტრი (ინგლ. Gangotri Glacier) — დიდი მყინვარი ინდოეთში, ჰიმალაის მთებში. განლაგებულია ზასკარის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ბჰაგირატხის მარცხენა შენაკადის — განგოტრის ზემოთში.[1] იწყება მწვერვალ ბადრინატხის (7188 მ) რაიონში და მიემართება დასავლეთისაკენ. მყინვარ განგოტრის სიგრძეა 32 კმ, ფართობი — 300 კმ². ფირნის ხაზი გადის 5150 მეტრზე, მყინვარის ქვედა ბოლო მოგვაგონებს „ძროხის პირს“ და ეწოდება „გაუმუკხი“ (Goumukh ან Gaumukh, gou — „ძროხა“ და mukh — „სახე“). ბოლო წლებში განიცდის შეთხელებას.[2]

განგოტრი
კოორდინატები: 30°50′00″ ჩ. გ. 79°10′00″ ა. გ. / 30.83333° ჩ. გ. 79.16667° ა. გ. / 30.83333; 79.16667
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ქედი ჰიმალაი
ფართობი 300 კმ²
სიგრძე 32 კმ
მდგომარეობა პულსაციური
განგოტრი — ინდოეთი
განგოტრი
  1. Ганготри | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-06. ციტირების თარიღი: 2020-06-06.
  2. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с