განათლება იემენში
განათლება იემენში — მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბიუჯეტის დიდი ნაწილი იყო განკუთვნილი განათლებისთვის და ირყეოდა მთლიანი მთავრობის დანახარჯების 14%-იდან 20%-მდე[1], ხოლო 2000 წლისთვის ის იყო 32.8%[2]. განათლების დანახარჯები არის 9,6% მშპ-სი 2001 წლისთვის, როგორც მოცემულია ქვევითა ცხრილში[2]. 2000 წლიდან მომავალი 25 წლის სტრატეგიულ ხედვაში მთავრობამ მოახდინა მასშტაბური ცვლილებები განათლების სისტემაში, ამით შემცირდება წერა-კითხვის უცოდინრობის დონე 10%-მდე 2025 წლისთვის[3]. მიუხედავად იმისა, რომ იემენის მთავრობა ითვალისწინებს საყოველთაო, სავალდებულო და უფასო განათლებას ბავშვებისთვის 6-იდან 15 წლამდე, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით სავალდებულო დასწრება არ არის აღსრულებადი. ქვეყანა იკავებს 177-იდან 150-ე ადგილს ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით და 121-ე ადგილს 140 ადგილიდან გენდერული განვითარების ინდექსის მიხედვით[4]. 2005 წელს იემენის სასკოლო ასაკის მოსახლეობის 81% ირიცხებოდა დაწყებით სკოლაში, ხოლო მოსახლეობის მდემდრობითი სქესის ჩართულობა 74% იყო. რაც შეეხება საშუალო განათლებას, 2005 წელს სასკოლო ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 46% ირიცხებოდა საშუალო სკოლაში, ხოლო მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მხოლოდ 30%[5]. ქვეყანა ჯერ კიდევ ცდილობს საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. სასკოლო ინვენტარი და სასწავლო მასალები არის დაბალი ხარისხის, საკლასო ოთახები არის ძალიან ცოტა რაოდენობის და მასწავლებელთა ფაკულტეტეტი არაადეკვატურია.
ზრდადი უმუშევრობა
რედაქტირებაუმუშევრობა არის ძირითადი პრობლემა, რომელსაც სჭირდება გადაჭრა მოსახლეობის ზრდასთან ერთად და საგანმანათლებლო სისტემა ცდილობს არ ჩამორჩეს ახალ მოთხოვნებს შრომის ბაზარზე. 1999 წელს ახალგაზრდების უმუშევრობა იყო 18.7% და ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრობა უმაღლესი განათლების მქონე ქალებისა იყო ასევე ძალიან მაღალი. ეს ფასდება სამუშაო ძალის სიმცირის შესახებ კვლევის მეშვეობით 1999 წლიდან, უმუშევარი ადამიანების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მილიონამდე 2006 წლისთვის[6], რაც არის 16.5% სამუშაო ძალისა[7].
ბიზნესის კეთების 2009 წლის ანგარიშის მიხედვით, უნარ-ჩვევების ნაკლებობა სამუშაო ძალისა არის ასევე ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კერძო კომპანიებისთვის იემენში ბიზნესის დაწყებისა[7].
გოგონათა განათლება
რედაქტირებაგოგონათა ჩარიცხვის მაჩვენებელი იემენში არის ყველაზე დაბალი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის და აქ არის უზარმაზარი სხვაობა ბიჭებსა და გოგოებს, ურბანულ და პერიფერიულ არეალებს შორის. გოგონათა განათლებაში მონაწილოების დაბალი მაჩვენებელი არის ატრიბუცია რამდენიმე სოციო-კულტურული ფაქტორისა. ადრეულ ასაკში ქორწინების ტრადიცია სოფლად აფერხებს გოგონათა სასკოლო განათლებას და იძლევა სკოლისთვის თავის დანებების მაღალ მაჩვენებლებს. გოგონათა ქალწულობას აქვს დიდი მნიშვნელობა სოფლად; ამიტომაც მშობლებს არ სრუთ გაუშვან შვილები შერეული სქესის სკოლებში. ასევე, ნეგატიური სოციალური დამოკიდებულება გოგონათა განათლებასთან და ქალი მასწავლებლების დეფიციტი გავლენას ახდენს ქალთა განათლების პროცესში ჩართულობაზე[8].
შეზღუდული რაოდენობის სკოლები და დასაქმების შესაძლებლობები, გადატვირთული და დაბალი ხარისხის განათლება ხელისშემშლელი ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენენ ოჯახებზე გოგოების სკოლაში გაშვების საკითხში. გარდა ამისა, კაცი მასწავლებლების კონსერვატიული დამოკიდებულება გოგოებისადმი, სკოლებს შორის დაშორება სოფლად, წიგნებისა და სასწავლო მასალების დეფიციტი და მშობლების ფინანსური სიდუხჭირე ზღუდავს გოგოების განათლების შესაძლებლობებს[9].
წიგნიერება
რედაქტირებაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიხედვით, ზრდასრულთა წერა-კითხვის ცოდნის დონე იემენში 2007 წლისთვის ქალებში იყო 40,5%, ხოლო კაცებში 77%. საერთო წიგნიერების მაჩვენებელი 15 ან მეტი წლის მოსახლეობისა იყო 49%. ასევე იყო გაუმჯობესებაც, 1994 წელს წიგნიერების მაჩვენებელი იყო 37.1%, ხოლო 2007 წლისთვის 58.9%-ს მიაღწია[10]. შედარებისთვის, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში წიგნიერების მაჩვენებელი საშუალოდ არის 60%.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "The World Bank 2008."Secondary Education Development And Girls Access Project."Project Appraisal Document.pp1." (PDF). 2008.
- ↑ 2.0 2.1 The World Bank 2008 EdStats database
- ↑ "Republic of Yemen, Ministry of Education Report 2008." The Development of Education in the Republic of Yemen."pp3" დაარქივებული 2017-10-12 საიტზე Wayback Machine. (PDF). 2008.
- ↑ "World Bank 2008."Secondary Education Development And Girls Access Project." Project Appraisal Document.pp1. The World Bank, Washington ,DC" (PDF). 2008.
- ↑ UNESCO Institute of Statistics databas
- ↑ World Bank 2008."Yemen Development Policy Review."pp.9, 2008
- ↑ 7.0 7.1 "World Bank 2009.Yemen Brief." დაარქივებული 2012-10-04 საიტზე Wayback Machine. . 2009.
- ↑ UNESCO (2005). "ASSESSMENT OF CHILD DEVELOPMENT PROJECT, YEMEN FINAL REPORT." დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (PDF).
- ↑ Al-Amri., D. Annuzaili., and A. Al-Deram. (2003 (2003). "A."Overview of the Situation of Children,Women and ECD in Yemen. Early Childhood Development Virtual University (ECDVU)."" დაარქივებული 2017-10-17 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ UNESCO Institute of Statistics, 2008